ვეძებთ იაფფასიან წამლებს, უხარისხო კათეტერებს და ერთჯერად სახარჯ მასალას - 520-ე დადგენილების შედეგები

ვეძებთ იაფფასიან წამლებს, უხარისხო კათეტერებს და ერთჯერად სახარჯ მასალას - 520-ე დადგენილების შედეგები

access_time2021-03-22 11:00:28

2019 წლის ნოემბერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პირველი რეფორმა გაატარა. შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფი ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილება მაშინ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ყველა პირმა, მედიკოსმა თუ ექსპერტმა გააკრიტიკა. დღეს 520-ე დადგენილება აღარავის ახსოვს, ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი საზრუნავი ახლა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიაა. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ როცა 520-ე დადგენილება ჯანდაცვის სამინისტოში ახსოვდათ, უწყება პრობლემის მოგვარებით არც მაშინ იყო დაკავებული. „კომერსანტი“ დაინტერსდა 16 თვის შემდეგ რა შედეგები მოუტანა 520-ე დადგენილებამ კლინიკებს.

 

საქართველოს რეანიმაციისა და ანესთეზიის სკოლის დამფუძნებელი, კლინიკა „ღია გულის“ კარდიორეანიმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ 520-ე დადგენილების შედეგები სავალალოა. გამოცდილი ექიმის თქმით, გარდა იმისა,  რომ ოპერაციების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია, დარგმა განიცადა უკუსვლა. გრიგოლია აცხადებს, რომ დადგენილი ტარიფებით პაციენტებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევას ვეღარ ხერხდება. მისი განმარტებითი, სამედიცინო სექტორმა პრობლემის მოსაგვარებლად იაფფასიანი წამლების, უხარისხო კათეტრების და ერთჯერადი სახარჯი მასალების ძებნა დაიწყო.

 

„ბრძანება 2019 წლის 21 ნოემბერს შევიდა და ცვლილება რამდენიმე სპეციალობას შეეხო ეს იყო - კარდიოლოგია, არითმოლოგია, კარდიოქირურგია და რაც მთავარია რეანიმაცია. ამ მიმართულებაზე დადგენილება ყველაზე ცუდად აისახა, რადგან რამდენიმე თვეში ეპიდემია დაიწყო და შემცირებული თანხა 640 ლარიდან 460 ლარამდე, რა თქმა უნდა სექტორზე აისახა. შემდეგ, სამინისტროს დასჭირდა დამატებით თანხები გამოეყო, რადგან მიხვდნენ, რომ რეანიმაციაში მოხვედრილი კოვიდ პაციენტების სამკურნალოდ, 460 ლარი საკმარისი არ არის. თუმცა, ეს დამატებით თანხები მხოლოდ კოვიდ პაციენტებისთვის გამოიყო და სხვა ავადმყოფები დაჩაგრულები დარჩნენ.

 

გავიდა თითქმის წელიწად-ნახევარი და ჩემი და სახვა კლინიკების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპერაციების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ჩვენ კლინიკაში ოპერაციების რაოდენობა დაახლოებით 50 %-ით შემცირდა, სხვა ისეთ კლინიკებში, როგორიცაა „ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრი“, კლინიკა „ჰელსიკორი“, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი შემცირება არის დაახლოებით 30 %-დან 60 %-მდე. არის მთელი რიგი კლინიკები სადაც საერთოდ დაიხურა კარდიქირურგია.  ახლა ვეძებთ იაფფასიან წამლებს, ექთანებს, სანიტრებს, ექიმებს უხარისხო კათეტრებს და ერთჯერად სახარჯ მასალას, რათა მომაკვდავ პაციენტს, რომელსაც გადაუდებლად სჭირდება ოპერაცია, მას მაინც დავეხმაროთ. არანაირ გეგმიურ ოპერაციებზე და წინსვლაზე ლაპარაკი არ არის. ეს პროცესი მიმდინარეობს, ამის შესახებ ყველა კლინიკამ იცის, უბრალოდ ახლა სულ სხვა პრობლემა, კოვიდი წარმოიქმნა და ამაზე არავინ ლაპარაკობს, მაგრამ როდესაც ეპიდემია დამთავრდება და გადავხედავთ შედეგებს ყველაფერი გამოჩნდება“, - განმარტავს ექიმი.

 

საქართველოს რეანიმაციისა და ანესთეზიის სკოლის დამფუძნებლის თქმით, იქედან გამომდინარე, რომ დადგენილ თანხებში ოპერაცია ვერ კეთდება, ძალიან ბევრი კორუფციული მექანიზმი გაჩნდა, თუ როგორ შეიძლება პაციენტს გადაახდევინონ, ის თანხა, რომ მას ოპერაცია გაუკეთდეს.

 

„პირდაპირ ფულის აღება არ შეიძლება მაგრამ, ჩვენ თუ ვიცით, რომ ოპერაციის თვითღირებულება დაახლოებით 10 000 ლარი, ხოლო განფასებული არის 8 500 ლარად, რა თანხადაც ოპერაცია ვერ შესრულდება, არის რაღაც გვერდითი ხრიკები. მაგალითად, პაციენტებს ექიმის არჩევას სთავაზობენ, თანხის დამატება მოგიწევთ თუ გინდა ტელევიზორიანი პალატა, ან იზოლირებული არა ორ ადგილია. პაციენტს, რომელსაც ფული არ არ აქვს ოპერაცია არ უკეთდება. ოპერაციების რაოდენობა ამიტომ შემცირდა, პაციენტების სიკვდილიანობამ მოიმატა, რომელთათვისაც შესაძლებელი იყო ოპერაციის გაკეთება და ვერ კეთდება“, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

 


როგორც ცნობილია, კლინიკებმა ტარიფების გაანგარიშების ახალი ფორმულა უკვე შეიმუშავეს. კლინიკა „ღია გულის“ კარდიორეანიმატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელს ტარიფების გაანგარიშების ახალ ფორმულაზე ინფორმაცია არ აქვს, „კომერსანტის“ კითხვაზე ახალი ფორმულა იქნება თუ არა 520 დადგენილების საპირწონე, ექიმის პასუხი შემდეგია:  

 

„მე ჯერ არ ვიცი რაზეა საუბარი და რა დასკვნამდე მივალთ, თუ 520 დადგენილების საპირწონე რაღაც მიიღეს, რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება. მაგრამ, იდეა რომელიც სახელმწიფომ ფასების დაკლებით მოგვაწოდა იყო ის, რომ პაციენტსაც და სახელმწიფოსაც ნაკლები თანხა უნდა გადაეხადა. თუ ეს შეფარდება 70 % იყო სახელმწიფოზე და 30 % პაციენტზე და თუ დადგენილი ტარიფით 10 000 ლარიდან 8 500 -ზე ჩამოვდივართ, ეს ნიშნავს რომ სახელმწიფოც და პაციენტიც შეღავათს უნდა ღებულობდეს. თუმცა რა მივიღეთ? სახელმწიფომ ამ 8 500  ლარის 70 პროცენტს იხდის და მიიღო შეღავათი, მაგრამ პაციენტი აღარ იხდის 8 500 ლარის 30 პროცენტს, მას უწევს თანხა 10 000 ლარამდე დაამატოს. გადასახადი გადანაწილდა შემდეგნაირად გადანაწილდა - 55% სახელმწიფო, ხოლო 45 % პაციენტი. ის ახლა, გაცილებით მეტ თანხას იხდის და ნაკლები ხარისხის მომსახურებას იღებს, ეს არის შედეგი რომელიც 520 დადგენილებით მივიღეთ“, - აცხადებს გიორგი გრიგოლია.

 

თბილისის გულის ცენტრის გენერალური დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძე აცხადებს, რომ რეალურად კარდიოლოგია და კარდიოქირურგია სტაგნაციაშია და უკუგნავითარებას განიცდის, მისი თქმით, არსებული დაფინანსების პირობებით არანაირ წინსვლაზე და არანაირ პროგრესზე ჯანდაცვის სექტორში საუბარი არ არის.

 

„520- ე დადგენილებამ გამოიწვია ის, რომ მუშაობა მაქსიმალურად რთული გახდა კარდიოლოგია, კარდიოქირურგიის დარგში. ჩვენი მცდელობის შემდეგ, ერთადერთი რაც პოზიტიური მოხდა არის ის, რომ დეფიბრილატორების საკითხი მოგვარდა ერთი წლის დაგვიანებით. მთლიანობაში წინსვლაზე, ახალი ტექნოლოგიების განვითარებაზე საერთოს საუბარი აღარ არის, ალბათ დარგი უკან- უკან წავა, მედპერსონალის ხელფასები ყველამ შეამცირა და ასეთ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ.

 

არჩილ ჩუხრუკიძე გვეუბნება, რომ ტარიფების გაანგარიშების ახალ ფორმულა 520 დადგენილების საპირწონე არ არის და 520-ე დადგენილებას არაფერი შეეხება:

 

„მინისტრი ამბობს, რომ 520 დადგენილებას არაფერი შეეხება, ეს იმ პირობებში რომ ეროვნული ვალუტა უფასურდება, ტარიფები თავიდანვე არასწორად იყო დათვლილი, პანდემიამ დაგვარტყა, დენი გაძვირდა და ა.შ. პრაქტიკულად კლინიკები არიან მიტოვებულები ყოველგვარი მხარდაჭერისა და გვერდში მდგომის გარეშე, თუმცა ისევ ჩვენი მედპერსონალის იმედად და ხარჯზე გვიწევს მუშაობა“, - განმარტავს თბილისის გულის ცენტრის გენერალური დირექტორი.

 

№520 დადგენილების ამოქმედებიდან 16თვის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ თავის შეცდომა ირიბად აღიარა და ახალ პროგრამა დაიწყო. სამინისტოს მოლაპარაკებებმა არითმოლოგთა ასოციაციის წევრებთან შედეგი გამოიღო და უწყება 2 566 180 ლარის ღირებულების დეფიბრილატორებს შესყიდვა დააანონსა. „საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის“ პრეზიდენტმა კახაბერ ეცადაშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, რომ პროგრამა დაიწყო და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებზე დადებითად აისახება:

 

„ის პროგრამა რომელიც 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდა, ვგულისხმობ დეფიბრილატორების შესყიდვას და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის უსასყიდლოდ გადაცემას, ეს პროცესი დაიძრა და რა თქმა უნდა ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან დიდი შეღავათია. უბრალოდ აქვე მინდა დავამატო, რომ ეს ეხება პენსიონერებს და უმწეოებს, რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ პროგრამის გარეთ რჩება ახალგაზრდა პაციენტები, რომელიც ჩვენს მომსახურებას საჭიროებენ და ძვირადღირებულ ოპერაციებს ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ვერ იკეთებენ. სიტყვიერი დაპირება გვაქვს, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიდის“, - ამბობს კახაბერ ეცადაშვილი.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up