კახა კალაძის დაანონსებული სამშენებლო ამნისტია დროებით გადაიდო

კახა კალაძის დაანონსებული სამშენებლო ამნისტია დროებით გადაიდო

access_time2021-03-22 10:00:26

კახა კალაძის დაანონსებული სამშენებლო ამნისტია გადაიდო. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, საკომიტეტო განხილვები კანონპროექტზე, რომელსაც სამშენებლო სექტორი დიდი ხანი ელოდებოდა დაპაუზებულია. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე. „ქართული ოცნების“ დეპუტატი „კომერსანტთან“ იმ ძირითად მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც კანონპროექტი „ამნისტიის შესახებ“ დროებით გადაიდო.

 

„ტექნიკური დეტალები ზუსტდება, რაც დროს მოითხოვს. საკომიტეტო მოსმენები გადაიდო უბრალოდ, რომ რეგლამენტი არ დაერღვიათ მაქსიმუმ ერთი თვით. ვფიქრობ, მომდევნო 10 დღეში შევაჯერებთ პოზიციებს პროექტის დამტკიცების შემდეგ, მისი აღსრულების მეტ ეფექტიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

„კომერსანტი“ დეტალურად გაგაცნობთ იმ დოკუმენტს, რომლსაც სამშენებლო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოეტანა. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი არის ერთჯერადი დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ჰუმანური მოქმედების განხორციელება. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ამ გზით შესაძლებელი იქნება მიღწეულ იქნეს დასახული მიზანი და სრულყოფილი ნაბიჯები გადაიდგას კონკრეტული შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების თანმდევ პროცესებთან დაკავშირებით.

 

„კანონპროექტი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან ათავისუფლებს იმ პირებს, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 


კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული გამოძიება უნდა შეწყდეს 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი პირი. ოფიციალურ დოკუმენტში წერია, რომ ამ კანონის საფუძველზე სასჯელისაგან გათავისუფლებულ პირებს ნასამართლობა მოეხსნებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებულია იმ სამართალდამრღვევი სუბიექტების გათავისუფლება,, რომელთაც„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 131-ე და 132-ე მუხლებისა და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე დაეკისრათ პასუხისმგებლობა და კანონპროექტის შესაბამისი მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არ აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდებიან გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან. გარდა ამისა, ჯარიმების გადახდისგან გათავისუფლება შეეხება შემთხვევებსაც როდესაც დაკისრებულია სამმაგი ოდენობის ჯარიმები.

 

კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს 2020 წლის 18 აგვისტომდე“ , - წერია დოკუმენტში.

 

კანონპროექტის ავტორები არიან  საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ნოდარ ტურძელაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური.



ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up