თებერვლის მონაცემებით თიბისი ბანკი პოზიციებს თმობს - საქართველოს ბანკის მოგებამ 110 მლნ ლარს გადააჭარბა

თებერვლის მონაცემებით თიბისი ბანკი პოზიციებს თმობს - საქართველოს ბანკის მოგებამ 110 მლნ ლარს გადააჭარბა

access_time2021-03-22 13:00:37

ქართული ბანკების ჯამური აქტივები 2021 წლის იანვრის 56.4 მლრდ ლარამდე კლების შემდეგ, თებერვალში გაიზარდა. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად გაიზარდა სექტორის ჯამური მოგებაც. თუკი 2020 წელს სექტორის მთლიანმა მოგებამ 99 მილიონი ლარი შეადგინა და 8 ბანკმა წელი ზარალით დაასრულა, თებერვალში ბანკების უმრავლესობა მოგებაზეა, მცირედი ზარალი აქვს 4 ბანკს: „სილქ როუდ ბანკი“, „ზირაათ ბანკი საქართველო“, „ფინკა ბანკი საქართველო“ და „პაშა ბანკი საქართველო“. კომერციული ბანკების წმინდა მოგება 132 მლნ. ლარი იყო.


ეროვნული ბანკის 2020 წლის 31 დეკემბრის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მაღალი - 123 მილიონიანი წმინდა მოგება „თიბისი ბანკს“ ჰქონდა, მეორე ადგილს კი „საქართველოს ბანკი“ 57,108,880 ლარის წმინდა მოგებით იკავებს. მესამე ადგილზე შარშანდელის მსგავსად „კრედო ბანკია“, რომლის წმინდა მოგებამ 13,950,614 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ბანკის აქტივების ზომა სულ რაღაც 1,395,024,280 ლარია.


Gbc.ge-ს მიერ კომერციული ბანკებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, Top 8 ქართული ბანკის რეიტინგი წმინდა მოგების და აქტივების მიხედვით  ასეთია:


საქართველოს ბანკი - 110,861 ათასი ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 20 401 600 ათასი ლარი;


თიბისი ბანკი - 101,181 ათასი ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 22,523,461 ათასი ლარი;

ლიბერთი ბანკი - 6,847 ათასი ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 2,710,345 ათასი ლარი;

პროკრედიტ ბანკი - 6,031 ათასი ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 1,864,863 ათასი ლარი;

ტერაბანკი - 4,919 ათასი ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 1,288,505 ათასი ლარი;

კრედო ბანკი - 4,548 ათასი ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 1,378,208 ათასი ლარი;

ბაზისბანკი - 4,600 ათასი ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 1,732,129 ათასი ლარი;

ვითიბი ბანკი ჯორჯია -  2,130 ათასი ლარის წმინდა მოგება, აქტივების ზომა 2,040,306 ათასი ლარი;



თეგები:
ბანკები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up