დღის Top 10 საინტერესო ამბავი:
1.Top 3 მიკროსაფინანსოს „ტოქსიკური“ სესხების ოდენობა 29 მლნ. ლარს აჭარბებს - ლიდერი „რიკო ექსპრესია“
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, მისო-ების „ტოქსიკური“ სესხების ოდენობამ 54,496,885 ლარი შეადგინა, აქედან TOP 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგებიდან კი 29,756,141 ლარი იყო.
„მიდის-მოდის იქვე დგას, თუ ამას გამოცანად მივიღებთ კარია, ხოლო თუ პოლიტიკურ კონტექსტს გავითვალისწინებთ ეს ბიძინა ივანიშვილია, მიდის-მოდის, მაგრამ იქვეა. მისი წასვლა - წამოსვლით საქართველოში არაფერი შეიცვლება მანამ, სანამ ის აქტიურია როგორც მოღვაწე და პიროვნება“, - ასე აფასებს პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის პარტიული თანამდებობისა და პოლიტიკის მეორედ დატოვების შესახებ გავრცელებულ განცხადებას.
3.რა ქონება გადასცა ივანიშვილმა „ქართუს“ - ძვირადღირებული პროექტები დეტალურად
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, როგორც თავად აღნიშნავს ამჯერად სამუდამოდ. მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებამდე 2 კვირით ადრე 2020 წლის ბოლოს ქართული ოცნების დამაარსებელმა და საქართველოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა დაახლოებით $1.5 მლრდ-ის აქტივები მის მიერვე დაარსებულ ფონდ „ქართუზე“ გადააფორმა.
,,მაინტერესებს, რა არის განსხვავებული რისკის მატარებელი, ბაკურიანის, გუდაურისა და მესტიის სასტუმროებში, რაც არ არის იგივე ბორჯომში?“- ამის შესახებ ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსის“ ხელმძღვანელი და სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების ქსელის „ლოფტის“ მფლობელი საუბრობს.
5.ლაშა პაპაშვილი: მთავრობამ ქართველი კადრების უცხოეთიდან ჩამოყვანა უნდა დაასუბსიდიროს
„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მენეჯმენტის პრობლემაა. ლაშა პაპაშვილი პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთ გზად საქართველოდან უცხოეთში წასული ახალგაზრდა კადრების ჩამოყვანას ხედავს.
6.„ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება“ - Cushman & Wakefield
საქართველოში, ისე როგორც, მთელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება. ამის შესახებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიის Cushman & Wakefield-ის ანგარიშში, სადაც ტურიზმის სექტორის 2021 წლის მოლოდინებია მიმოხილული.
7.forbes.ge - რა გავლენა აქვს covid-19-ს რადიობიზნესზე და რას აკეთებს მთავრობა მის მხარდასაჭერად?
კორონაპანდემიის უმძიმესმა შედეგებმა, უკვე, ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ საქართველოში მოქმედ ბიზნესკომპანიებს არა მხოლოდ თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება ან მათთვის ხელფასების შემცირება უწევს, ხშირ შემთხვევაში გადარჩენისთვის იბრძვიან.
8.Neue Zürcher Zeitung: საქართველო - ქალების მიღწევები მამაკაცების სამყაროში
თუ ვინმე 90-იან წლებში თბილისს „მაჩიზმის დედაქალაქს“ უწოდებდა - ის ამას ადვილად დაასაბუთებდა. ქალაქში ველური მამაკაცები ბატონობდნენ. ძალაუფლებაში კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ, მათ მხარს შეიარაღებული ფორმირებები უჭერდნენ, ბარიკადებზე ავტომატებით შეიარაღებული მამაკაცები პოზირებდნენ. პარლამენტში, რედაქციებში, მსხვილ კომპანიებში მაღალ პოსტებზე და საჯარო სტრუქტურებში, ყველგან მხოლოდ მამაკაცები იყვნენ.
9.2020 წელს საქართველოს ექსპორტი 12%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა
საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის ექსპრეს ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 12%-ით შემცირდა და მან $3.34 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო 15.9%-ით ($1.5 მილიარდი დოლარით) შემცირდა უცხოური საქონლის იმპორტი, რამაც 2020 წელს $8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
10.2003-2020 წლებში საბანკო სესხების მოცულობა 60-ჯერ გაიზარდა
2020 წლის 1-ლი დეკემბერისთვის კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ ₾38 მლრდ-ს მიაღწია. კრედიტების 43.8% - 16.64 მლრდ ლარი ეროვნულ ვალუტაშია გაცემული, 56.2% - 21.35 მლრდ ლარზე მეტი უცხოურ ვალუტაში, ძირითადად დოლარში.