2003-2020 წლებში საბანკო სესხების მოცულობა 60-ჯერ გაიზარდა

2003-2020 წლებში საბანკო სესხების მოცულობა 60-ჯერ გაიზარდა

access_time2021-01-14 17:00:14

2020 წლის 1-ლი დეკემბერისთვის კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ ₾38 მლრდ-ს მიაღწია. კრედიტების 43.8% - 16.64 მლრდ ლარი ეროვნულ ვალუტაშია გაცემული, 56.2% - 21.35 მლრდ ლარზე მეტი უცხოურ ვალუტაში, ძირითადად დოლარში.


საქართველოში დღემდე მიღებულია მოსაზრება, რომ სესხი ერთმნიშვნელოვნად ცუდია, რომ თუ ადამიანს უკიდურესი გაჭირვება არ ადგას ბანკისკენ არც უნდა გაიხედოს, რადგან შესაძლოა ბანკმა ერთ დღეს სახლი წაართვას და ქუჩაში დატოვოს.სესხების მოცულობის ზრდა ნეგატიურად ფასდება და გაჭირვების ერთგვარ ინდიკატორადაც აღიქმება. სინამდვილეში ბევრი რამ პირიქითაა.


2003 წლის 1-ლი იანვრისთვის საკრედიტო პორტფელის მოცულობა 60-ჯერ ნაკლები იყო და ₾633 მლნ-ს შეადგენდა. ერთია რომ საქართველო ისევ ღარიბი, განვითარებადი სახელმწიფოა, მაგრამ მეორეა ის ფაქტი რომ 2020 წლის ყველა ეკონომიკური პარამეტრით ქვეყანა უფრო წინაა ვიდრე 2003 წელს.

საბანკო სესხების ფარდობა მშპ-სთან საქართველოში 2019 წელს 68%-ს უდრიდა, იგივე მაჩვენებელი ჰონგ-კონგში 236%-ს აღწევდა, შეერთებულ შტატებში - 191%-ს, იაპონიაში - 175%-, შვეიცარიაში ასევე 175%-ს, კორეაში 154%-ს, ნორვეგიაში - 151%-ს. ეს მაშინ როცა სამხრეთ სუდანში სესხების წილი ეკონომიკაში 2.3%-ს უდრის, ავღანეთში - 3.2%-ს, ნიგერიაში 10%-ს და ტანზანიაში 12%-ს.



აუცილებლად გასათვალისწინებელია ისიც, რომ სესხი ყოველთვის საბანკო სესხს არ ნიშნავს. ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ბანკებს სესხის გაცემის უფრო მკაცრი კრიტერიუმები აქვთ ვიდრე სხვა საკრედიტო ორგანიზაციებს. ბოლო 3-4 წელიწადში ეს წესები კიდევ უფრო გამკაცრდა. შემოსავლის დადასტურების გარეშე მხოლოდ უძრავი ქონების უზრუნველყოფით ბანკი არც ადრე გასცემდა სესხებს, დღეს კი სამომხმარებლო სესხის გაცემის უფლებაც ჩამოერთვა და ასე შეიძლება მხოლოდ ძალიან მცირე ზომის სწრაფი სესხი გასცეს. გამოსახლებებშიც ბანკის წილი 1%-ზე ნაკლებია და დანარჩენი 99%-ზე მეტი მიკროსაფინანსოებზე, უფრო მეტად კი კერძო იპოთეკარებზე მოდის. უმეტეს შემთხვევაში მათ მხოლოდ ის პირები აკითხავენ, რომლებსაც ბანკში უარი უთხრეს. რისკი იმის, რომ დაბალშემოსავლიანი ადამიანი კრედიტის ვერ დაფარავს გაცილებით მაღალია, შესბამისად ბევრად უფრო მაღალია სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთიც, რაც კიდევ უფრო ართულებს მის გასტუმრებას.


2017-2018 წლებში სესხის მაქსმალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ჯერ 100%-მდე, ხოლო შემდეგ 50%-მდე შემცირდა, რის გამოც ონლაინსესხების უმრავლესობამ ბაზარი საკუთარი ნებით დატოვა. მათი ნაწილი გაკოტრდა. რეგულაციებამდე მათ მიერ გაცემულ სესხს თვეში 20-30 პროცენტი ერიცხებოდა, წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი 700-800 პროცენტამდე ადიოდა.


თუ საბანკო სესხების მოცულობა 2016-2020 წლებში 16.1 მლრდ-დან 38 მლრდ-მდე გაიზარდა, იმავე პერიოდში მიკროსაფინანსოების პორტფელი თითქმის 200 მლნ ლარით 1 მლრდ-მდე შემცირდა.


ლარიზაციის პროგრამის ამოქმედებამდე, ლარში გაცემული სესხების წილმა 40%-ს მხოლოდ ერთხელ 2014 წელს გადააჭარბა და ისიც მხოლოდ 2 თვით. ხელოვნურ ჩარევამდე სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 35%-ის ფარგლებში მერყეობდა. 2017 წლის 15 იანვრიდან 100 000 ლარამდე სესხის გაცემა ლარში გახდა სავალდებულო, ხოლო 2019 წლის 23 იანვიდან მინიმალური ზღვარი გაორმაგდა და 200 000 ლარს მიაღწია.


ბოლო წლებში ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე კვლავ მაღალი იყო და ახლაც მაღალია სესხზე მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში. მიზეზი დაბალი საპროცენტო განაკვეთია.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
სესხები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up