„ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება“ - Cushman & Wakefield

„ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება“ - Cushman & Wakefield

access_time2021-01-14 15:50:20

საქართველოში, ისე როგორც, მთელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება. ამის შესახებ აღნიშნულია უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანიის Cushman & Wakefield-ის ანგარიშში, სადაც ტურიზმის სექტორის 2021 წლის მოლოდინებია მიმოხილული.


„სასტუმრო სექტორი პანდემიამ განსაკუთრებულად დააზარალა. ჯავშნების გაუქმება თებერვლის ბოლოდან დაიწყო, მარტის შუა რიცხვებში კი, ქალაქის მასშტაბით ყველა სასტუმრო დაიკეტა. მიუხედავად ამისა, როგორც ბრენდული, ისე არა ბრენდული სასტუმროების მფლობელები სეზონზე 70-90%-იან დატვირთულობას პროგნოზირებდნენ, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებისა და ჩაკეტილი საზღვრების პირობებში ოპერატორთა მოლოდინი არ გამართლდა და სექტორი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა.


ჯავშნების დაუსრულებელმა გაუქმებამ გამოიწვია მრავალი სასტუმროს დახურვა. საერთაშორისო ტურიზმის შეფერხების ფონზე, ტურისტების ყოველთვიური რაოდენობა 50,000-55,000-მდე შემცირდა, რაც გასულ წელთან შედარებით 81%-ით დაბალი მაჩვენებელია. მოცემულ პერიოდში, ბრენდული სასტუმროების დატვირთულობა 5-8%-ებს შორის მერყეობდა, რაც აღნიშული სექტორის პარალიზებას ნიშნავს“, - აღნიშნულია მიმოხოლვაში.



Cushman & Wakefield-ის ანგარიშის თანახმად, სასტუმრო სექტორის აღდგენა პირდაპირ კავშირშია ვაქცინის ეფექტურ დისტრიბუციასთან და ამასთან, კრიზისით გამოწვეული პესიმიზმისა და უნდობლობის დაძლევასთან. ამიტომ მათი პროგნოზით, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება.


„თუმცა არსებობს ტურიზმის სწრაფი აღდგენის გარკვეული მოლოდინიც. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დასვენების მიზნით მოგზაურთა წილი საერთო ტურიზმის 40-43%-ია, ბიზნეს ტურიზმის კი მხოლოდ 6-8%. დასვენების მიზნით მოგზაურობას საფრთხე არ ემუქრება, რასაც ვერ ვიტყვით ბიზნეს ტურიზმზე. გარდა ამისა, საერთაშორისო ტურისტების 70-75% ხმელეთით გადაადგილდება, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ავიამიმოსვლის ხარვეზების მიუხედავად, ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება. და ბოლოს, ტურიზმის აღდგენის საწყის ფაზაში, აქტუალური იქნება არახალხმრავალი ადგილები, საქართველოს, კი ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს“, - წერია პუბლიკაციაში.


თეგები:
Cushman & Wakefield



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-25 21:00:45
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.   2. NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა,...

Forbes: პანდემიის შედეგად, განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა

Forbes: პანდემიის შედეგად, განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა
access_time2021-01-25 19:45:21
2020 წელს მსოფლიომ თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ღრმა და სწრაფი კრიზისი გადაიტანა. ის ეკონომიკის ან ფინანსების სფეროდან არ მოსულა - სახელმწიფოებმა საკუთარი მოქალაქეები სახლებში საკუთარი ნებით გაუშვეს.   ამის გამო მათ მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამები აამუშავეს. ცენტრალური ბანკების ეფექტურმა და კოორდინირებულმა ქმედებებმა მარტში მთელი მსოფლიო ლიკვიდურობის კრიზისისგან გადაარჩინეს, რის წყალობითაც, 2020 წლის მე-2 კვარტალში ფინანსურმა ბაზარმა ზრდა...

დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება

დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება
access_time2021-01-25 18:34:24
„კომერსანტი“ გთავაზობთ EKHOKAVKAZA-ს  სტატიის ქართულ ვერსიას, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები, რომელთაც რედაქცია არ იზიარებს. აფხაზეთში ბევრი იმედოვნებდა, რომ 2020 წელი კორონავირუსსაც თან გაიყოლებდა, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა  - იანვარის პირველი დღეებში დაინფიცირების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა დაფიქსირდა.   დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობამ 170-ს გადააჭარბა, რაც...

„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე

„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე
access_time2021-01-25 17:30:11
„ეს ჩვენი არჩეული  მთავრობაა და ჩვენ უნდა მივუთითოთ.  არავინ გაჩერდება , პროტესტი იქნება  ბოლომდე, ჩვენ გუშინაც შევუერთდით მიტინგს, რომელიც  სრულიად აპოლიტიკური  იყო და შემდეგ პოლიტიკა მიაბეს.  უბრალოდ,  სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ორგანზებულ აქციაზე პოლიტიკოსები მოვიდნენ. ჩვენ ყველანაირად ვეტყვით იგივე ამირან გამყრელიძეს, რომ  ჯერ ბიუჯეტის შევსებაა...

FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა

FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა
access_time2021-01-25 15:21:42
საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.   საფინანსო სექტორში რეზოლუციის კანონმდებლობის შემოღება გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ უარყოფითად ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე, კანონმდებლობის დაანონსებისას შეაფასა და განაცხადა, რომ თუკი ეს კანონი ამოქმედდებოდა 3 ბანკს: თიბისის, საქართველოს ბანკს და ლიბერთის „მხარდაჭერის რეიტინგს“ არსებული 4 დონიდან 5 დონემდე დაუწევდა.   თუმცა,...


მსგავსი სიახლეები

up