რა ქონება გადასცა ივანიშვილმა „ქართუს“ - ძვირადღირებული პროექტები დეტალურად

რა ქონება გადასცა ივანიშვილმა „ქართუს“ - ძვირადღირებული პროექტები დეტალურად

access_time2021-01-14 11:00:00

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, როგორც თავად აღნიშნავს ამჯერად სამუდამოდ. მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვებამდე 2 კვირით ადრე 2020 წლის ბოლოს ქართული ოცნების დამაარსებელმა და საქართველოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა დაახლოებით $1.5 მლრდ-ის აქტივები მის მიერვე დაარსებულ ფონდ „ქართუზე“ გადააფორმა.


გადაფორმებულ აქტივებს შორისა ბანკი "ქართუ", პანორამა თბილისი, სასტუმრო "პარაგრაფი", დასრულებული და მშენებარე ობიექტები ბათუმში, ციხისძირში, ჩაქვში, შეკვეთილში, ანაკლიაში, ბაკურიანსა და აბასთუმანში. სამშენებლო კომპანია „ელიტა ბურჯი“ და საკუთარი ბიზნეს-ცენტრი სოლოლაკში.


იმის გამო, რომ აქტივების აქციები ბირჟაზე ღიად არ ივაჭრება, მათი ღირებულების განსაზღვრა უფრო რთულია და პირობით დაშვებებს ეფუძნება. ხსენებული $1.5 მლრდ-ც ამ დაშვებიდან მომდინარეობს. როგორც თავად ივანიშვილი entrepreneur-თან ინტერვიუში განმარტავს აქივების ნაწილის შექმნა მას საბაზრო ღირებულებასთან შედარებით 2-ჯერ ძვირი დაუჯდა და მაგალითად შეკვეთილის „პარაგრაფი“ მოჰყავს რომლის აშენებაზეც $127 მლნ დაიხარჯა, მაშინ როცა სასტუმროს ღირებულება მხოლოდ 50-60 მლნ დოლარია.


პანორამა-თბილისი ერთ-ეთი ყველაზე უფრო მეტად გახმაურებული, მასშტაბური, ძვირადღირებული და ხანგრძლივი ისტორიის მქონე პროექტია, რომლის შესახებაც პირველად 2014 წელს, ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის პერიოდში გახდა ცნობილი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჯამური საინვესტიციო ღირებულების მოცულობა, დასრულების ვადა და უშუალოდ პროექტის დეტალები რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად კომპლექსისთვის 4 წერტილი შეირჩა. თავისუფლების მოედანზე ყოფილი ცეკავშირის შენობა, ერეკლე მეორის მოედანზე მდებარე ქარვასლა, სოლოლაკი ქედი და თაბორის მთა. საინვესტიციო ღირებულებად $600 მლნ დასახელდა, რომელიც იმდროისთვის ₾1 მლრდ-ს უდრიდა. ითქვა ისიც, რომ პროექტი 3 წელიწადში დასრულდებოდა. შენობები ერთმანეთს საბაგირო გზებით უნდა დაკავშირებოდა. დღეს მშენებლობა ოთხივე წეტტილზე მიმდინარეობს, თუმცა ერეკლე მეორის მოედანი კომპლექსის დანარჩენ ნაწილს საბაგიროთი აღარ დაუკავშირდება.


ცეკავშირის შენობის ადგილას მარიოტის Luxury Collection-ის მშენებლობის დასრულების თარიღად ჯერ 2018, შემდეგ კი 2020 წელი დასახელდა. პანდემიის გამო ვადამ კიდევ 1 წლით გადაიწია. სასტუმროს 6 კატეგორიის 220 ნომერი, A კლასის საოფისე ფართები, სპა, ფიტეს-ცენტრი და საცურაო აუზი ექნება. მისი საინვესტიციო ღირებულება $101 მლნ-ს შეადგენს.


სოლოლაკის ქედზე Autograph Collection შენდება. ერთ და ორსართულიანი შენობები ერთმანეთს დახრილი ლიფტით დაუკავშირდება მთლიანი სასტუმრო კი პუშკინის სკვერში მდებარე კომპლექსის მეორე ნაწილს - საბაგირო გზითა და 34 გონდოლით. თავდაპირველი გეგმით სოლოლაკის სასტუმროში 370 ნომერი უნდა ყოფილიყო და საინვესტიციო ღირებულებას $200 მლნ-ისთვის მიეღწია, დღეს ეს რიცხვები 190 ნომრამდე და $115 მლნ-მდეა შემცირებული. კომლექსის ამ ნაწილის დასრულების სავარაუდო თარიღად 2023 წელი სახელდება.


თაბორის ქედზე 402 000 კვადრატული მეტრიდან 95%-ზე გამწვანება მოეწყობა, იმავე ტერიტორიაზე დაგეგმილია 176 ნომრიანი სასტუმროს, ხელოვნური ტბისა და გოლფის მოედნის მშენებლობაც რომელიც ასევე საბაგირო გზით დაუკავშირდება კომპლექსის ორ ნაწილს სოლოლაკის ქედსა და პუშკინის სკვერში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება $90 მლნ-ს შეადგენს. პროექტის დასრულების თარიღად 2022 წელი სახელდება.


2023 წელს უნდა დასრულდეს 150 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა ერეკლე მეორის მოედანზეც. სინვესტიციო ღირებულება ამ შემთხვევაში შედარებით მოკრძალებულია და $36 მლნ-ს შეადგენს.



ჯამში კომპლექსი სრულად 2023 წლიდან უნდა ამუშავდეს. ინვესტიციის საერთო ღირებულება კი $360 მლნ-ს შეადგენს.


ძვირადღირებული პროექტებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შეკვეთილის სასტუმრო "პარაგრაფია". თანაინვესტირების ფონდის ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციით 2017 წელს გახსნილი სასტუმრო $120 მლნ დაჯდა. გამორჩეულ არქიტექტურასთან ერთად სასტუმროს ზღვაში 115 მეტრზე შეჭრილი საცურაო აუზი და 1600 კუბური მეტრის მქონე აკვარიუმი გამოარჩევს. კომპლექსი ასევე მოიცავს ზამთრის ბაღს, ჩოგბურთის კორტებს, საკონფერეციო დარბაზებსა და ბავშვთა გასართობ სივრცეებს. 2018 წელს, Marriot international-მა პარაგრაფი ევროპის 300 სასტუმროს შორის პირველ ადგილზე დაასახელა.


მშენებლობის პროცესშია კიდევ ერთი მარიოტის ქსელის Luxury Collection-ის ბრენდის 120 ნომრიანი სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე, სადაც გეგმის მიხედვით სპა, აუზი, ფიტნეს ცენტრი, რესტორანი, ლაუნჯ ბარი, ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნები, საბავშვო - სარეკრიაციო ზონა და ბიზნესშეხვედრებისთვის საჭირო საკონფერენციო სივრცეები უნდა განთავსდეს. საინვესტიციო ღირებულება $70 მლნ-ს შეადგენს.


ფონდისთვის გადაცემული შავიზღვისპირეთში არსებულ ქონების ჩამონათვალში ასევე შედის: შპს ბიზნეს დეველოპმენდი ციხისძირში, შპს სისაიდი ჩაქვში და შპს ბიზნესრივერა განმუხურში.


მთლიანად ფონდის სახელზე გადაფორმდა „ბანკი ქართუც.“ 1996 წელს საქართველოში „როსისკიი კრედიტი ქართუ“ დაფუძნდა, რომელმაც საბანკო ლიცენზია მომდევნო 1997 წელს მიიღო 1998 წლიდან კი „ბანკი ქართუს“ სახელით დაიწყო ოპერირება. 2019 წლის მდგომარეობით ბანკია აქტივების მოცულობა 1.337 მლრდ ლარს შეადგენდა, გაცემული ჰქონდა 879 მლნ ლარის სეხი, მეანაბრეთა თანხები კი 778 მლნ-ს უდრიდა. იმავე წელს ბანკის შემოსავალმა 108 მლნ ლარს მიაღწია, საიდანაც მოგება 22 მლნ ლარი იყო. მართალია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბანკი სააქციო საზოგადოებადაა მოწყობილი, მაგრამ თიბისისა და საქართველოს ბანკისგან განხვავებით მისი აქციები ღიად არ ივაჭრება, რის გამოც ზუსტი საბაზრო კაპიტალიზაციის დადგენა რთული ხდება.


ფონდ "ქართუს" საკუთრებაში გადავიდა ასევე 1998 წელს დაფუძნებული სამშენებლო კომპანია „ელიტა ბურჯი.“ მისი სრული ან ნაწილობრივი მონაწილეობით აშენდა და შენდება: პანორამა თბილისი, Autograph Collection-ის სასტუმრო აბასთუმანში, ლიბერთი ბანკის სათაო ოფისი, ბათუმი ტაუერი, ყავის ქარხანა „მეამე,“ განახლებული „შერატონ მეტეხი გრანდ თბილისის პალასი,“ აქსის თაუერსი, შეკვეთილის სასტუმრო "პარაგრაფი", ქინგ დევიდ რეზიდენსი, რედისონის სასტუმრო წინანდალში, შეკცვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი ბლექ სი არენა...


ექსპრემიერმა ფონდის სახელზე გადაიტანა ეგრეთვე სოლოლაკში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლი და ბიზნესცენტრი. ბიზნესცენტრი იაპონელი არქიტექტორის შინ ტაკამაცუს მიერაა დაპროექტებული და სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით 40 ან 50 მლნ აშშ დოლარი დაჯდა.


ფონდისთვის გადაცემულ ქონებათა ნუსხაში ასევე მოხვდა სადაზღვეო კომპანია „ქართუ“ ბაკურიანის საბაგიროები და „ლაგუნა ვერე.“ რაც შეეხება ნახატების კოლექციას, ივანიშვილის განცხადებით მათი ნაწილი უკვე გაიყიდა და ფული ფონდს გადაერიცხა, დარჩენილი ნაწილი რეალიზაციის პროცესშია და ფონდი "ქართუ" დამატებით თანხებს ან მათი გაყიდვის შემდეგ მიიღებს, ან იქამდე თავად ნახატები გადავა მის ბალანსზე.


ქველმოქმედის სახელით ცნობილი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში 2011 წლის ოქტომბერში სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა. რადგან ბიზნესმენი იქამდე მედიასთან არ კონტაქტობდა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მის შესახებ მხოლოდ ის იცოდა, რომ სამება ააშენა და კიდევ სხვა პროექტებიც ჰქონდა დაფინანსებული. ინტერნეტში მის შესახებ 2005 წელს რუსული "ვედომოსტისთვის"მიცემული ერთადერთი ინტერვიუ, მწირი ბიოგრაფიული ცნობები და სულ რამდენიმე ფოტო იძებნებოდა.


2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 55%-იანი მხარდაჭერა მიიღო და პირველად 1990 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. ივანიშვილი პრემიერი გახდა. 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა პრემიერისა და პარტიის თავმჯდომარეობის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა, თუმცა 2018 წლის აპრილში პოლიტიკაში დაბრუნდა და იმავე წლის მაისში კვლავ „ქართული ოცნების“ თავჯდომარე გახდა, რასაც 1 თვეში გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან გადადგომა მოჰყვა, ოფიციალურად „იუნისეფის მიერ ნაჩვენები გაზრდილი ბავშვთა სიღარიბის გამო.“


ივანიშვილი პოლიტიკიდან ხელმეორედ უკვე 2021 წლის 11 იანვარს წავიდა. მისი განცხადებით უკან აღარ დაბრუნდება, თავისი ყოფილი პარტიის მხარდამჭერიც აღარ იქნება და მისი მაქსიმალური სამოქალაქო აქტივობა პოლიტიკაში არჩევნებზე ხმის მიცემით შემოიფარგლება.


Forbes-ის ცნობით ივანიშვილის ქონება $4.8 მლრდ-ს შეადგენს და 572-ე ადგილზე იმყოფება. შეფასბაში უფრო გულუხვი Bloomberg აღმოჩნდა, რომლის ინფორმაციითაც ექს პერემიერის ქონება $5.67 მლრდ-ა და 467-ე ადგილზე იმყოფება. თავად ივანიშვილის მტკიცებით ფორბსთან 10 წელზე მეტია არ უთანამშრომლია, ბლომბერგთან საერთოდ არ ჰქონია კონტაქტი და რა მეთოდით დაითვალა ან ერთმა ან მეორე გამოცემამ მისი ქონება მისთვის უცნობია.

 

გიორგი ელიზბარაშვილი

 



თეგები:
ქართუ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up