ლაშა პაპაშვილი: მთავრობამ ქართველი კადრების უცხოეთიდან ჩამოყვანა უნდა დაასუბსიდიროს

ლაშა პაპაშვილი: მთავრობამ ქართველი კადრების უცხოეთიდან ჩამოყვანა უნდა დაასუბსიდიროს

access_time2021-01-14 14:40:07

„რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მენეჯმენტის პრობლემაა. ლაშა პაპაშვილი პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთ გზად საქართველოდან უცხოეთში წასული ახალგაზრდა კადრების ჩამოყვანას ხედავს.


მისი აზრით, ეს სახელმწიფომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმით უნდა უზრუნველყოს.


„ამ ყველაფერს სწორი მენეჯმენტი უნდა. დაუღალავი შრომა და ჩვენთან კომუნიკაცია სჭირდება, მთავრობა და ბიზნესი ამ სატკივარებს დარგების მიხედვით უნდა გადიოდეს. არაერთი ასოციაციაა და მათთან კონტაქტია საჭირო, მათი ტკივილის მოსმენა და გამოვა. სწორი კადრების მოყვანაა საჭირო.



საზღვარგარეთ რომ არიან ჩვენი კარგი გოგო-ბიჭები. არ არიან იქ ისეთი ანაზღაურებით, რომ არ ღირდეს ამაში ინვესტირება. მაქსიმუმ 2-3 ათასი ევრო აქვთ ხელფასი. ყველა აქეთ არის წამოსაყვანი. ცალკე მუხლია ბიუჯეტში საჭირო, რომ არ იყოს სულელური მუხლების დაფინანსება და დაფინანსდეს ზუსტად ამ კადრები ხელფასების სუბსიდია. ეს ნაწილი სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს. აქ არ არის დიდ თანხებზე საუბარი. იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ იმპორტზე ვხარჯავთ და უკვე ყბადაღებულია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის თემა, იმპორტი როგორ სჭარბობს ექსპორტს. ამის ჩანაცვლება თუ გვინდა, ასე უნდა ვიმოქმედოთ და ჩქარი ტემპებით.


ირლანდიის მაგალითი უნდა აიღო. წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. ყველაფერში უნდა ავიღოთ მისი მაგალითი. არაფერი აქვთ, პრაქტიკულად კუნძულია, ხრიოკია, ნოლზე ზის და არ არსებობს მსოფლიოში წამყვანი, ფლაგმანი კომპანია, რომელსაც ერთი ოფისი არ ჰქონდეს იქ. რომ დასხდნენ ეს ადამიანები, თქვეს, რომ ინგლისური კარგად ვიცით, მათემატიკაც არ გვიჭირს, მოდი, ამაზე გავაკეთოთ აქცენტი, ჩვენს კადრებზე გავაკეთოთ აქცენტი, რადგან არაფერი გაგვაჩნია რესურსიო. ისეთი საგადასახადო პოლიტიკა გააკეთეს, რომ არ არსებობს მსოფლიოში მსხვილი დასავლური კომპანია, რომელსაც ერთი ოფისი საგადასახადო მიზნებით არ ჰქონდეს ირლანდიაში. ამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ჭარბობს ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას,“ - განაცხადა ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორთან.


business-partner.ge






დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-01-25 21:00:45
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.   2. NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა,...

Forbes: პანდემიის შედეგად, განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა

Forbes: პანდემიის შედეგად, განვითარებადი ქვეყნების ობლიგაციებზე მოთხოვნა გაიზარდა
access_time2021-01-25 19:45:21
2020 წელს მსოფლიომ თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ღრმა და სწრაფი კრიზისი გადაიტანა. ის ეკონომიკის ან ფინანსების სფეროდან არ მოსულა - სახელმწიფოებმა საკუთარი მოქალაქეები სახლებში საკუთარი ნებით გაუშვეს.   ამის გამო მათ მოქალაქეების და ბიზნესის მხარდაჭერის უპრეცედენტო პროგრამები აამუშავეს. ცენტრალური ბანკების ეფექტურმა და კოორდინირებულმა ქმედებებმა მარტში მთელი მსოფლიო ლიკვიდურობის კრიზისისგან გადაარჩინეს, რის წყალობითაც, 2020 წლის მე-2 კვარტალში ფინანსურმა ბაზარმა ზრდა...

დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება

დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება
access_time2021-01-25 18:34:24
„კომერსანტი“ გთავაზობთ EKHOKAVKAZA-ს  სტატიის ქართულ ვერსიას, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები, რომელთაც რედაქცია არ იზიარებს. აფხაზეთში ბევრი იმედოვნებდა, რომ 2020 წელი კორონავირუსსაც თან გაიყოლებდა, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა  - იანვარის პირველი დღეებში დაინფიცირების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა დაფიქსირდა.   დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობამ 170-ს გადააჭარბა, რაც...

2020 წელს თიბისი ბანკმა საქართველოს ბანკზე ორჯერ მეტი მოგება მიიღო

2020 წელს თიბისი ბანკმა საქართველოს ბანკზე ორჯერ მეტი მოგება მიიღო
access_time2021-01-26 10:00:40
2020 პანდემიური წელი საბანკო სექტორმა 99.2 მლნ ლარის კონსოლიდირებული მოგებით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ წელი მხოლოდ 7-მა მათგანმა დახურა მოგებით, რომელმაც ჯამში 206 მლნ ლარამდე შეადგინა. დანარჩენმა 8 ბანკმა კი ზარალი განიცადა, მათ შორის „ვითიბი“ ბანკმა და ერთადერთმა ქართული კაპიტალის მქონე „ქართუ“ ბანკმა.   2020 წელს ყველაზე დიდი, საბანკო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი „თიბისი“ ბანკმა მიიღო, რომელმაც 123 181 000 ლარი...

„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე

„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე
access_time2021-01-25 17:30:11
„ეს ჩვენი არჩეული  მთავრობაა და ჩვენ უნდა მივუთითოთ.  არავინ გაჩერდება , პროტესტი იქნება  ბოლომდე, ჩვენ გუშინაც შევუერთდით მიტინგს, რომელიც  სრულიად აპოლიტიკური  იყო და შემდეგ პოლიტიკა მიაბეს.  უბრალოდ,  სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ორგანზებულ აქციაზე პოლიტიკოსები მოვიდნენ. ჩვენ ყველანაირად ვეტყვით იგივე ამირან გამყრელიძეს, რომ  ჯერ ბიუჯეტის შევსებაა...


მსგავსი სიახლეები

up