საქსტატმა დღეს საგარეო ვაჭრობის ექსპრეს ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 12%-ით შემცირდა და მან $3.34 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო 15.9%-ით ($1.5 მილიარდი დოლარით) შემცირდა უცხოური საქონლის იმპორტი, რამაც 2020 წელს $8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს $4.66 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მიხედვით, დეკემბერში ექსპორტი $325.7 მილიონი დოლარი იყო, რაც 17.7%-იან ($70-მილიონიან) შემცირებას წარმოადგენს. იმპორტის მოცულობამ კი $799 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 17.9%-იანი ($174-მილიონიანი) კლება იყო.