თბილისის მერის მოადგილემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გენგეგმასთან დაკავშირებით მერიის შენიშვნები გააცნო

თბილისის მერის მოადგილემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გენგეგმასთან დაკავშირებით მერიის შენიშვნები გააცნო

access_time2018-03-23 17:49:29

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, მერიის შენიშვნები გააცნო.

 

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ელია ელოშვილმა იმ პრობლემებსა და ხარვეზებზე დეტალურად ისაუბრა, რომელმაც დედაქალაქის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის მიღება შეაფერხა. მერის მოადგილემ თბილისის სწორი განვითარების მიმართულებით, გენგეგმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც კომპანია „სითი ინსტიტუტის" მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის პირობებში, გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს.

 

ილია ელოშვილის განცხადებით, გენგეგმის ახალ ვერსიაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ზონირებას, მწვანე საფარის განაწილებასა და კონკრეტულ კონცეფციებთან დაკავშირებით, სუსტად არგუმენტირებულ კვლევებს უკავშირდება. მერის მოადგილის თქმით, ახალ გენერალურ გეგმაში მწვანე ზონები, განსაკუთრებით, შიდაკვარტალური სივრცეებისაერთოდ არ არის დატანილი. გარდა ამისა, არეულია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო, საზოგადოებრივი და სატრანსპორტო ზონები, შეცვლილია მათი სტატუსები, რაც დოკუმენტსა და მის ეფექტიანობას საბოლოოდ, ბუნდოვანს ხდის.

 

ამასთან, ილია ელოშვილს მიაჩნია, რომ მწვანე ქალაქის, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურისა და პარკირების განვითარების მიმართულებით შემოთავაზებული კვლევები კომპლექსური და სრულყოფილი არ არის. ასევე, არ არის წარმოდგენილი სატრანსპორტო მოდელირება და გზების მშენებლობის კონცეფციები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.

 


„შევხვდით დარგის ექსპერტებს, რათა ჩვენივე ხედვები კიდევ ერთხელ გადაგვემოწმებინა. ეს ძალიან სწორი პოზიციაა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ერთობლივი შეხვედრა კიდევ ერთხელ გაიმართება, სადაც ყველა მხარე იქნება მოწვეული, თუმცა ეს სხვა ფორმატი იქნება. დოკუმენტთან დაკავშირებით, იქ, სადაც დადებით ასპექტებს ვხედავთ, ჩვენი პოზიციები უკვე გამოვხატეთ, თუმცა ასევე, გამოვყავით ის მიმართულებები, სადაც კითხვის ნიშნები კვლავ რჩება. ექსპერტებს კიდევ ერთხელ, საჯაროდ მოვიწვევთ და დოკუმენტს მათთან ერთად გავივლით", - განაცხადა ილია ელოშვილმა.

 

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის შეკითხვები ძირითადად, გენგეგმის განახლებასა და მის გაუმჯობესებას უკავშირდება. კერძოდ, სწორად იყო თუ არა „სითი ინსტიტუტის" მიერ შემოთავაზებული იმ აქტივობების ერთობლიობა, რომელიც თბილისის მერიამ უნდა განახორციელოს, რათა არსებული დოკუმენტის გაუმჯობესება მოხდეს.

 

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მერია თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას დოკუმენტის საჯარო განხილვის შემდეგ მიიღებს, რომელიც „სითი ინსტიტუტის" მონაწილეობით, თბილისის მერიაში 26 მარტს გაიმართება.

 

 

 

 

 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები