აუდიტი: ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ 120 მილიონი ლარი დაიხარჯა

აუდიტი: ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებების სამკურნალოდ 120 მილიონი ლარი დაიხარჯა

access_time2018-03-19 16:30:00

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, იმ დაავადებების მკურნალობაზე, რომელთა გამომწვევად ჰაერის დაბინძურება მიიჩნევა, 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 120 050 566 ლარი დაიხარჯა.


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს, გარემოს დამბინძურებლებით [აზოტის დიოქსიდი (NO2), ნანხშირორჟანგი (CO2), ნახშირჟანგი (CO), ოზონი (O3), მტვრის ნაწილაკები (PM2.5, PM10)] გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მიღებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულია 120 050 566 ლარი.


ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამ თანხის, დაახლოებით 60% გადარიცხულია თბილისში არსებულ კლინიკებში. გასათვალისწინებელია, რომ რეგიონების მოსახლეობის ნაწილი სამკურნალოდ დედაქალაქის საავამდყოფოებს მიმართავს, რაც ამცირებს რეგიონებში კლინიკებში მიმართვიანობის პროცენტს.


აუდიტმა დამბინძურებლებით გამოწვეულ დაავადებებს შორის დასახელებულია:

  • ასთმა, ბრონქებისა და ფილტვების დაავადებები
  • რესპირატორული სისტემების დაავადება, ხველება, ლორწოვანი გარსის გაღიზიანება
  • ინტოქსიკაცია
  • სასუნთქი გზების დაავადებები, თვალების წვა, ხველება
  • ასთმა, თავბრუსხვევა, სისხლმბადი ორგანოების დააავადებები (ლიმფომა, ლეიკემია), ფილტვების კიბო
  • კარდიოვასკულარული და ფილტვების ობსტრუქციული ქრონიკული დაავადებები, ფილტვების კიბო

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოში მოქმედი ნორმები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს.





2016 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდში ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების ფაქტიობრივი მონაცემები თბილისის მასშტაბით – ამონარიდი აუდიტის დასკვნიდან


კვლევის მიმხედვით, ძირითადი ურბანული დამაბინძურებელი ავტოტრანსპორტი, რომელიც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 37% თავმოყრილია თბილისში.


ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროებია:


  • ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი
  • მრეწველობა (მეტალურგიული კომბინატები, ქიმიური მრეწველობის ობიექტები, ცემენტის ქარხნები,
    ფეროშენადნობთა ქარხანა და სხვ.)
  • მშენებლობა (ძველი შენობების დემონტაჟი, მშენებლობის ნორმების დაუცველობა, ბადეების
    გამოყენების უგულებელყოფა)
  • ენერგეტიკული სექტორი (თბოსადგურების მოხმარებისთვის გამოყენებული მყარი და თხევადი
    საწვავი, ნავთობისა და გაზის მოპოვება და სხვ.)
  • სოფლის მეურნეობა (შხამ-ქიმიკატების მოხმარება)
  • გადამამუშავებელი მრეწველობა (მყარი ნარჩენების გადამუშავება)

აუდიტის სამსახურის ცნობით, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების მოქმედი ნორმები ეფუძნება საბჭოთა ხელისუფლების მიერ დაწესებულ სახელმწიფო სტანდარტებს, ე.წ. გოსტებს, რაც ხელს უშლის საერთაშორისო სტანდარტებთან შესადარისობას.


სახელმწიფოს მხრიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობაზე დახარჯული სახსრები, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შემცირდეს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის სათანადო პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შემთხვევაში, აცხადებს აუდიტის სამსახური.

 



წყარო :netgazeti.ge




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები