თბილისის გენგეგმის ავტორები დედაქალაქის მერს პასუხობენ

თბილისის გენგეგმის ავტორები დედაქალაქის მერს პასუხობენ

access_time2018-01-12 15:14:14

თბილისის გენგეგმის ავტორები უცხოელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გეგმავენ, რის შემდეგაც მერიას სავარაუდოდ 1-თვიან ვადას მოსთხოვენ, რა დროშიც „სითი ინსტიტუტი“ დეტალურად აღწერს იმ ხარვეზებს, რაზეც თბილისის მერია საუბრობს. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს“ „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა მერაბ ბოლქვაძემ განუცხადა.

 

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიწათსარგებლობის გეგმას კანონმდებლობით რაც მოეთხოვება, ყველა ეს მასალა წარდგენილია კვალიფიციურად და ყველა ზომის სახეობებზე არის განმარტება და არქიტექტურის სამსახურს შეუძლია ეს დოკუმენტი გამოიყენოს. რადგან მერიას აქვს კიდევ სურვილი დარგობრივი მიმართულებით შეივსოს - ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. თუ არის რაიმე საკითხი, რაც შესაძლოა, უფრო სრულყოფილი გახდეს ამასთან დაკავშირებით მერიას მივაწვდით ინფორმაციას. ვადებზე ჩვენ უცხოელ პარტნიორებს გავესაუბრებით და მათთან ერთად დავაზუსტებთ, სავარაუდოდ ეს იქნება 1 თვე“,-განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.


„აქ საუბარია, რომ მერიას სჭირდება მეტი დასაბუთება გარკვეულ ადგილებზე და ზონებზე, ეს არის ძალიან გასაგები და მისაღები, რომ ჩვენ ეს ყველაფერი მივიყვანოთ საბოლოო სახემდე. ამას შესაძლოა, დასჭირდეს 2 კვირა, შესაძლოა, დასჭირდეს 1 თვე ან 2 თვე“,-განაცხადა „სითი ინსტიტუტის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ.



შეგახსენებთ, კახა კალაძემ გენგეგმის ჯგუფს ვადა დღის ბოლომდე მისცა. „გენგეგმის შესამუშავებლად არქიტექტურის სამსახურსა და „სითი ინსტიტუტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულია ძალიან დიდი სამუშაოები. კონტრაქტორ კომპანიას ჩვენს შენიშვნებთან დაკავშირებით რამდენჯერმე ვაცნობეთ, თუმცა მე-6 დასკვნითი დოკუმენტი ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნილ სტანდარტებს. ვაცნობიერებთ რა გენგეგმის მნიშვნელობას, ვერ მივცემთ თავს ნებას მივიღოთ არასრული დოკუმენტი. ხელშეკრულების მიხედვით კი დღეს იწურება ვადა, მიიღებს თუ არა მერია „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებულ გენერალურ გეგმას. ამიტომ ამ ორგანიზაციას დღის ბოლომდე ვაძლევთ ვადას, რომ წარმოადგინონ გონივრული წინადადებები“, — განაცხადა კალაძემ.


თბილისის გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო, კონკურსში „სითი ინსტიტუტმა“ გაიმარჯვა და 2 მილიონი ლარი გადაერიცხა, თუმცა ბიუჯეტიდან გენგეგმისთვის 2 მილიონ 800 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. 800 ათასი ლარი მერიამ კომპანიას არ გადაურიცხა, რადგან დასკვნით ეტაპზე დედაქალაქის მთავრობამ დოკუმენტი არ მოიწონა.




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები