„საქართველოში ტურიზმის  სფეროს მეტი რეგულაცია სჭირდება - ტურისტები გადახდილი თანხის შესაბამის მომსახურებას ვერ იღებენ“

„საქართველოში ტურიზმის სფეროს მეტი რეგულაცია სჭირდება - ტურისტები გადახდილი თანხის შესაბამის მომსახურებას ვერ იღებენ“

access_time2018-04-17 10:30:48

„საქართველოს ტურიზმის თავისებურება არის ის, რომ ჩვენ ტურისტები გვყავს ცოტა,  ვიზიტორები კი გაცილებით მეტი.“ - ეს განცხადება ეკონომიკის დოქტორმა ნიკო კვარაცხელიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ გააკეთა.

 

 „ საქართველოში ვიზიტორების 90%  ერთ დღით ან მცირე ხნით არის შემოსული, დიდი ხნით შემოსული ტურისტების რაოდენობა კი გაცილებით ნაკლებია.   ჩვენ ტურისტებს ვიღებთ ხუთი სამეზობლო ქვეყნიდან - ეს არის: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი და უკრაინა.  ამ ქვეყნების ტურისტები გვასაზრდოებენ. როგორც ჩანს, მეზობლების მოკლევადიანი ვიზიტები განპირობებულია იმით, რაც მათ არ აქვთ“, - განაცხადა ნიკო კვარაცხელიამ.

 

კვარაცხელიას აზრით, საქართველოში ტურისტების რაოდენობის მკვეთრი მატება  განაპირობა  ზამთრის კურორტების განვითარებამ.

 

„არსებულ ტრადიციულ კურორტებს დაემატა სვანეთის ორი კურორტი, ძალიან მალე კი დაემატება ბეშუმი. ასევე მნიშვნელოვანია ის განცხადებებიც, რომელიც კეთდება ზამთრის ოლიმპიადის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით. ყველაფერი ეს ზრდის ტურისტების რაოდენობას. თავისი ბუნებრივი პირობებით საქართველოს მთები გაცილებით მიმზიდველია ვიდრე შავი ზღვა“, - აღნიშნა  ნიკო კვარაცხელიამ.

 

გადაცემაში სტუმარმა იმ პრობლემებზეც  გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჩამოსულ ვიზიტორს  ადგილზე ხვდება. მისი თქმით, საქართველოში ტურისტები გადახდილი თანხის შესაბამის მომსახურებას ვერ იღებენ, რადგან ჩვენს ქვეყანაში  არ არსებობს სტანდარტები, რაც მომსახურების დაბალ ხარისხს განაპირობებს.



„საქართველოში გაჩნდნენ ტურისტები, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ. მაგრამ ტაქსის მძღოლით დაწყებული, ბაზრის გამყიდველით დამთავრებული, ყველა ცდილობს სამჯერ და ოთხჯერ მეტი გადაახდევინოს. ჩამოსული სტუმარი გარკვეული დროის შემდეგ ხვდება, რომ მოატყუეს,  რაც შემდგომში  ცუდად აისახება ქვეყანაზე. უკმაყოფილო ერთი ტურისტი კი 15 ტურისტზე ავრცელებს საკუთარ უკმაყოფილებას.


ამის ერთ-ერთ მთავარი მიზეზი არის ის, რომ საქართველოში არ არსებობს  სტანდარტები და თუ არსებობს არავინ იცავს. რისთვის უნდა გადაიხადოს  ტურისტმა თანხა სამვარსკვლავიან სასტუმროში თუ იგი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენ არ გვაქვს სტანდარტები, არ გვაქვს კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც არეგულირებენ ამ ურთიერთობებს. ასეთი აქტი, კანონის ჩათვლით,  საქართველოში დაახლოებით ხუთი გვექნება, ეს მაშინ, როცა ტურისტული ქვეყნების ტურიზმის კანონმდებლობა რამდენიმე ტომისგან შედგება“.

 

კიდევ ერთი პრობლემა რაზეც ეკონომიკის დოქტორმა ისაუბრა არის ტურისტისთვის თავისუფალი დროის გონივრულად დაგეგმა, რაშიც ტურისტული ფირმები მათ  ვერ ეხმარებიან.


„ტურისტულ კომპანიებს ტურისტებისთვის შეთავაზებები არ აქვთ. კულტურული ტურიზმის პროგრამით ჩამოსული ტურისტი დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე შეიძლება იყოს ექსკურსიებზე, მაგრამ ამის შემდეგ დასაძინებლად ხომ არ წავა. როგორ გაატაროს საღამო? ეს არის ურთულესი პრობლემა, რომელიც ნაწილობრივ ეხება თბილისს, ვითარება ბევრად რთულია  მესტიაში,ონში, თელავში და ა.შ. ტურისტში ეს გამოიწვევს უკმაყოფილებას, რადგან ვერსად ვერ მიდის, გონივრულად ვერ ატარებს დროს.


სათავგადასავლო ტურიზმით ჩამოსულ ადამიანს დიდი ინფორმაცია არ სჭირდება, ის გატაცებულია იმით, რომ დღეში 20 კმ გაიაროს და უღელტეხილი ფეხით დაძლიოს. ამის არაჩვეულებრივი პოტენციალია საქართველოში. თუმცა სრულყოფილად არც ეს არის გამოყენებული. ჩვენ გვაქვს ადგილები, რომელიც განკუთვნილია იმისთვის, რომ სათავგადასავლო, სამონადირეო ტურიზმი ვაწარმოოთ მაგრამ ეს მიმართულება  არ ვითარდება“,-  განაცხადა ნიკო კვარაცხელიამ.


კომერსანტი




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები