მიმდინარე წლის 14 მაისიდან ძალაში შედის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსურ ორგანიზაციებზე ახალი ვალდებულებების განხორციელება. კერძოდ, საქმე ეხება ფინანსური მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტების ამაღლებას. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებული იქნება მომხმარებლისთვის სასესხო და სადეპოზიტო პროდუქტის პირადი შეთავაზებებისას მას მიაწოდოს ინფორმაცია შეთავაზებული პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ. რეგულაცია ასევე გავრცელდება ინტერნეტ-ბანკით, გადახდის თვითმომსახურების კიოსკებით, ბანკომატებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მომსახურებაზე და ა.შ
აღნიშნული რეგულაციას, როგორც საზოგადოებაში მეტი ფინანსური განათლების ამაღლების ხელშემწყობ კანონს, სპეციალისტები დადებითად აფასებენ, თუმცა მისგან მნიშვნელოვან ცვლილებებს არ მოელიან. მათი თქმით, მთავარი პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება.
„რა თქმა უნდა კარგი ცვლილებაა, რადგან ინფორირებულობის ამაღლებას ემსახურება, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანი იქნებდა საჭიროებების გათვალისწინებით თავად სისტემაში მომხდარიყო რეგულირება. მაგალითად, წაგებულ თამაშზე რომ გაიცემა სესხი, ეს დარეგულირებულიყო ან ავადყოფობის გამო ფიზიკური პირი რომ იპოთეკით ტვირთავს სესხს, რათა საზღვარგარეთ წავიდეს სამკურნალოდ; მერე ჩამოდის და საცხოვრებელიც აღარ აქვს. მსგავი პრობლემების მოგვარება არის ეფექტური და არა ის, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს. გამოვლენ ახლა და იტყვიან, რომ რაღაც შეცვლეს, მთავარი პრობლემა კი პრობლემად რჩება. ეს არის მარტივი პოპულიზმი“,- განმარტავს კონფლიქტების ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი, იურისტი და ეკონომისტი აკაკი ჩარგეიშვილი.
ის ფაქტი, რომ აღნიშნული რეგულაცია ძირეულ ცვლილებებს ვერ მოგვცემს, ამ მოსაზრებას იზიარებს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილიც. მისი თქმით, ცვლილება კარგია, მაგრამ განსაკუთრებული ამაში არაფერია.
„მაგალითად, მე მქონდა შემთხვევა, როდესაც ბანკმა ონლაინ შემომთავაზა სესხი 16 %-ში, ადგილზე კი გაარკვიე რომ 34 %-ში ყოფილა. ახალი რეგულაციის მიხედვით მსგავს გაუგებრობას თავიდან ავიცილებთ, მაგრამ ძირეულ ცვლილებებს ეს ვერ მოგვცემს. ვფიქრობ, სებ-მა პრობლემების მოგარება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა, პირველ რიგში, ხელშეკრულებიდან უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ყველა რისკი გადასულია კლიენტზე და ბანკი სრულად თავისუფალია პასუხისმგებლობისგან. მეტიც, ხელშეკრულებაში მათ აქვთ მუხლი, რომლის მიხედვთაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნებისმიერი პუნქტის შეცვლა. ხელმოწერილი ხელშეკრულების შეცვლის უბლება რომ აქვს ბანკებს, ვფიქრობ ეს უფრო მოსაგვარებელია ვიდრე ფინანსური განათლების ასამაღლებელი რეგულაციები“,- განმარტავს ჯანიაშვილი.
რაც შეეხება თავად რეგულაციას, დამატებითი ინფორმაციისთვის ერთ-ერთი მაგალითის სახით გთავაზობთ აღნიშნული ცვლილების მნიშვნელობას. მაგალითად, თუ აღებული გაქვს სესხი კლებადი პროცენტით , მაშინ მისი პროცენტის დათვლა გასათვალისწინებელია, ასეთ დროს რადგან ბანკის ოფიცერმა კლიენტს შესაძლოა უთხრას არა კლებადი, არამედ წრფივი-ეფექტური საპრცენტო განაკვეთი, რაც ბევრად დაბალია ვიდრე კლებადი. ვთქვათ, ბანკში იღებთ სესხს 2000 ლარის ოდენობით ერთი წლით, რომლის თვიური გადასახადი 201 ლარი გამოდის. ამ შემთხვევაში თქვენი კლებადი საპროცენტო განაკვეთი გამოდის 36 %, ეფექტური-წრფივი კი 20-21 %. შესაბამისად, კლიენტემა არასრული ინფორმაციის მიღების საფუძველზე შესაძლოა იფიქროს რომ სესხს ღებულობს 20 %-ში. რეალურად კი უნდა გამოთვალოთ შემდეგნაირად:
12 * 201 = 2412
2412 – 2000 =412
412 : 2000 =0.206
0.206 *1.77 =0.364, იგივე რაც 36.4 % (1.77 არის კოეფიციენტი)
გამოდის, რომ რეალურად თქვენი სესხის საპროცენტო განაკვეთი არის 37 % და არა 20.4 %.
ავტორი : სალომე ლემონჯავა