მომხმარებელმა კომპანია Johnson & Johnson-ს 117 მილიონ დოლარიანი სარჩელი მოუგო

მომხმარებელმა კომპანია Johnson & Johnson-ს 117 მილიონ დოლარიანი სარჩელი მოუგო

access_time2018-04-17 10:50:00

ნიუ-ჯერსის სასამართლომ სტივენ ლანცო დაზარალებულად ცნო. მან კომპანია Johnson & Johnson-ს 117 მილიონ დოლარიანი სარჩელი მოუგო.

 

1972 წელს დაბადებული სტივენ ლანცო ირწმუნებოდა, რომ ჯონსონის პროდუქტის საბავშვო ტალკი აზბესტს შეიცავს. დაბადებიდან მისი გამოყენებით კი, მეზოთელიომა განუვითარდა. იშვიათი ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც აზბესტის მტვრის შესუნთქვა იწვევს. ლანცო ამტკიცებდა, რომ კომპანიამ ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან იცოდა, რომ ნედლეული მოპოვებისას აზბესტით ბინძურდება.

 

Johnson & Johnson -ის წინააღმდეგ 6 ათასამდე საქმე არსებობს, სადაც მოსარჩელეები ირწმუნებიან, რომ კომპანიის პროდუქცია საკვერცხეების სიმსივნეს იწვევს. ახლა ამ მოსარჩელეთა უფლებადამცველები აპირებენ სარჩელი აზბესტის შემცველობასთან დაკავშირებითაც შეიტანონ.

 

კომპანია Johnson & Johnson -ში ვერდიქტის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ და ამბობენ, რომ მათ პროდუქტებში აზბესტის შემცველობა არასდროს დაფიქსირებულა. ადვოკატ პიტერ ბიქსის თქმით, 1970-იან წლებში კომპანიაში განიხილავდნენ სტრატეგიას, თუ როგორ უნდა განეცალკევებინათ აზბესტი ნედლეულისგან იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა დაბინძურება. თუმცა ასეთი შემთხვევა ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული პერმანენტული ტესტირებით არ გამოვლენილა.


 

კომპანია Johnson & Johnson-ის გაყიდვებმა მხოლოდ 2017 წელს 76.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

 

აშშ-ის სიმსივნის კონტროლის საზოგადოების მონაცემებით, ყოველწლიურად მეზოთელიომით სამი ათასამდე ადამიანი ავადდება. საკვერცხეების კიბოს დიაგნოზი კი 22 ათასამდე ადამიანს უდგინდება.

 

1tv.ge

 

 

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები