„ბოდიშს ვუხდით მომხმარებლებს“ - Starbucks-ი ბოდიშს იხდის

„ბოდიშს ვუხდით მომხმარებლებს“ - Starbucks-ი ბოდიშს იხდის

access_time2018-04-16 13:00:35

სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოს საპასუხოდ, Starbucks-მა საჯარო ბოდიში მოიხადა. ვიდეოში ჩანს, რომ ორი ფერადკანიანი მამაკაცის დასაკავებლად, რომლებსაც შენობაში ყოფნისას სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ, კომპანიის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს.

 

ფილადელფიის პოლიციის კომისარის, რიჩარდ როსის მიხედვით, ორმა მამაკაცმა ტუალეტით სარგებლობა ითხოვა, რაზეც Starbucks-ის თანამშრომლებისგან უარი მიიღო. როსის განცხადებით, ნებისმიერი სახის პროდუქციის შეკვეთის გარეშე საჭირო ოთახით სარგებლობას Starbucks-ის შიდა განაწესი კრძალავს.

 

Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებლისა და დაკავების მოწმის, მელისა დე პინოს პოსტში ვკითხულობთ, რომ Starbucks-ის თანამშრომლებმა პოლიცია იმის გამო გამოიძახეს, რომ ორმა ფერადკანიანმა ადამიანმა არაფერი არ შეუკვეთა: „ისინი მეგობარს ელოდებოდნენ და ბორკილები დანაშაულის ჩადენის გარეშე დაადეს,“ აღნიშნულია პოსტში.



 

რიჩარდ როსის განცხადებით, პოლიციამ ორ მამაკაცს შენობის დატოვება 3-ჯერ მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ პოლიციამ ისინი დააკავა, თუმცა მათ საპატიმრო მალევე დატოვეს.

 

"ბოდიშს ვუხდით კონკრეტულად ამ ორ ადამიანსა და ჩვენს მომხმარებლებს, რომლებიც მომხდარის გამო იმედგაცრუებულები არიან. ჩვენ ასეთ საკითხებს სერიოზულად ვუდგებით და ჩანს, რომ მსგავს  შემთხვევებში სხვანაირად უნდა ვიმოქმედოთ, შებასამისად ამაზე მეტი გვაქვს სამუშაო,“ აღნიშნულია Starbucks-ის განცხადებაში.




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები