მაია ცქიტიშვილი: სამინისტროს და პარლამენტს აქტიური თანამშრომლობა გვექნება

მაია ცქიტიშვილი: სამინისტროს და პარლამენტს აქტიური თანამშრომლობა გვექნება

access_time2018-04-13 18:35:19

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარეს ზაზა გაბუნიას შეხვდა.


რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ოფიციალურ სამუშაო შეხვედრას მინისტრის მოადგილეები - ირაკლი ქარსელაძე, ილია ბეგიაშვილი და პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეეები ესწრებოდნენ. სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებზე და ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებზე.


„საკმაოდ დეტალურად გავიარეთ სამომავლო გეგმები და სამუშაო პროცესი. პირველ რიგში შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენი მუშაობა ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, სამინისტროს და პარლამენტს ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვექნება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



„ქალბატონი მინისტრისგან მოვისმინე კომპეტენტური და შინაარსიანი მსჯელობა და დამოკიდებულება ძირითადი საკითხების ირგვლივ, მით უმეტეს, დეცენტრალიზაციის რეფორმის სახით წინ გვაქვს უმნიშვნელოვანესი სამუშაო და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზაზა გაბუნიამ.



მხარეებმა შეხვედრა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ დეტალურად ისაუბრეს კომიტეტის და სამინისტროს იმ გეგმებზე, რომელთა განხორციელებასაც ერთობლივად აპირებენ.

 

 

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები