ქართული Luca Polare კიდევ ერთ ფილიალს გახსნის - „ქვეყანაში ნაყინის ბიზნესის განვითარება ძალიან რთულია“

ქართული Luca Polare კიდევ ერთ ფილიალს გახსნის - „ქვეყანაში ნაყინის ბიზნესის განვითარება ძალიან რთულია“

access_time2018-04-11 18:58:00

ქართული კაფე-სანაყინეების ქსელი Luca Polare თბილისში მერვე ფილიალს ხსნის. კერძოდ, ვაკეში ი.მოსაშვილის #11-ში ივნისის დასაწყისში მომხმარებლები მხოლოდ ნატურალური წარმოების ნაყინს დააგემოვნებენ. როგორც „კომერსანტს“ კომპანიის დირექტორმა ტატო მახარაძემ განუცხადა, ახალი ფილიალი, რომელშიც დაახლოებით 150 000-დან 200 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, 80 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

 

კომპანიის დირექტორის თქმით, ახალ ფილიალში ძველი ფასები შენარჩუნდება და პროდუქციაც კვლავ მრავალფეროვანი ასორტიმენტით იქნება წარმოდგენილი.

 

როგორც ტატო მახარაძე აცხადებს, მიმდინარე წლის მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით Luca Polare-ს გაყიდვების 10-15%-იანი ზრდა აქვს.

 

„ნაყინები, უგემრიელესი ყავა, ცხელი შოკოლადი, პოლარული იოგურტი, მსუბუქი სალათები და სხვადასხვა სახის ნამცხვარი - ეს ჩვენი პროდუქციის ჩამონათვალია. რაც შეეხება პროდუქციის საფასო პოლიტიკას, ის უცვლელი დარჩება.


ზაფხულის სეზონისთვის ვემზადებით და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მზადება ბათუმშია“, - აცხადებს მახარაძე. 

 


ნაყინის ბრენდი რეკლამის შესახებ კანონს ერგება და ახალ ფილიალზე ინგლისურის გარდა ქართულ წარწერასაც გააკეთებს.

 

Luca Polare-ს დირექტორი ჩვენთან ქვეყანაში ნაყინის ბიზნესის განვითარებაზეც საუბრობს. როგორც ტატო მახარაძე აცხადებს,  ნაყინის ბიზნესის განვითარება ძალიან რთულია, რადგან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.

 

„სირთულესთან ერთად აღნიშნული ბიზნესი საპასუხისმგებლოა, რადგან პროდუქცია სეზონურია, ასევე იმისათვის, რომ მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქცია მიაწოდო ამისათვის ბევრი უნდა იშრომო“, - აღნიშნა მახარაძემ.

 

Luca Polare ქართული ნაყინის ბრენდია და ის მხოლოდ საქართველოშია  წარმოდგენილი. კომპანიას ნაყინის საწარმო თბილისსა და ბათუში აქვს.

 

Luca Polare თავდაპირველად საოჯახო ბიზნესი იყო. გერმანელმა რეჟისორმა სიმონ გროსმა კომპანია ქართველ მეუღლესთან ერთად 2008 წელს დააფუძნა. ბიზნესი თავიდანვე სწორად იქნა დაგეგმილი, რამაც შემდგომ ეტაპზე გაამართლა. სანაყინეს პირველი ფილიალი კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე გაიხსნა და ის დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მომხმარებლებში.

 

ნაყინი იტალიური რეცეპტით ადგილობრივ ბაზარზე არსებული ინგრედიენტებით  მზადდება. ამჟამად Luca Polare თბილისის მასშტაბით შვიდი, ხოლო ბათუმში ოთხი ობიექტითაა წარმოდგენილი.

 

ნაყინის ბრენდი 2019 წლიდან საქართველოს მასშტაბით თბილისის გარდა სხვა დიდ ქალაქებშიც აპირებს გაფართოვებას.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე




ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები