საქართველო მხოლოდ ბიზნესი არაა - НТВ-плюс საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე შემოდის

საქართველო მხოლოდ ბიზნესი არაა - НТВ-плюс საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე შემოდის

access_time2018-04-11 10:58:42

უმსხვილესი რუსული მედია ჰოლდინგი, რუსული სახელმწიფო კომპანია, გაზპრომ-მედია საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე შემოდის. ინფორმაციას ამის შესახებ ჰოლდინგში შემავალი НТВ-плюс თავის ვებ-გვერდზე ავრცელებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, გაზპრომ-მედიასაქართველოში NTV-PLUS-ის ბრენდით იმაუწყებლებს.


გაზპრომ-მედიას ადგილობრივი პარტნიორი კომპანია მედია ჯგუფი იქნება. სწორედ ეს კომპანია იქნება დაკავებული პროდუქციის მარკეტინგული, ტექნიკური მხარდაჭერით. კომპანიის 50-პროცენტიან წილებს დავით ნაკაშიძე და გულნარა ხეჩოშვილი ფლობენ.
კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლას, გამოეხმაურა НТВ-плюс-ისგენერალური დირექტორი, მიხეილ დიომინი.


გეოგრაფიული ექსპანსია, ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებში შედის. საქართველო თავისთავად პერსპექტიული ბაზარია, თუმცა ჩვენ საქართველოში მაუწყებლობის დაწყებას არ განვიხილავთ მხოლოდ ბიზნეს საქმიანობად. უამრავ ასპექტით, საქართველოში მაუწყებლობის დაწყება ჩვენთვის სოციალურ მისიას წარმოადგენს. ჩვენ, ასევე, არ გამოვრიცხავთ მომავალში დსთ-ს ქვეყნებში შესვლას, - ამბობს ის.


გაზპრომ-მედიას ქართული პარტნიორის კომპანია მედია ჯგუფის გენერალური დირექტორი დავით ნაკაშიძე ამბობს:
НТВ-плюс ძლიერი და ცნობილი ბრენდია, კომპანია ხარისხიან სატელევიზიო პროდუქტს ქმნის. დღეს საქართველოში, რუსულ არხებზე და ლეგალურ რუსულენოვან კონტენტზე მზარდი მოთხოვნა არსებობს, შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, რომ შეთავაზება ბევრ ქართველ მაყურებელს დააინტერესებს.


რუსული მედია გიგანტი, თავიდან ქართველ მაყურებლებს არხების ორ პაკეტს შესთავაზებს. შედარებით მცირე პაკეტში, რომელსაც კომპანია მომხმარებლებს შესთავაზებს, რუსული და უცხოური წარმოების 50-მდე სატელევიზიო არხი შევა. კომპანია ქართულ ბაზარს ასევე წარუდგენს შედარებით ფართო სატელევიზიო პაკეტს, რომელიც 90-ზე მეტ არხს მოიცავს.



იმ სატელევიზიო პაკეტებში, რომელსაც მედია ჰოლდინგი ქართველ მაყურებლებს შესთავაზებს შედის 20-ზე მეტი უშუალოდ გაზპრომ-მედიასმიერ შექმნილი პროდუქტი. კომპანიის მიერ შეთავაზებული სატელევიზიო არხებიდან: 12 - საინფორმაციო, 14 - შემეცნებითი, 22 - გასართობი, 27 - კინოსა და ხუთ-ხუთი საბავშვო, სპორტული და მუსიკალური არხი იქნება.


დღეს, 10 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტში ანგარიში წარადგინა. ანგარიშის მიხედვით, საკუთარი ამოცანების შესასრულებლად, სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ ჰიბრიდული ომის ტაქტიკას, რომლის საშუალებითაც პროპაგანდისტული მედიაკამპანიისა და სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით სასურველი შედეგის მიღებას ცდილობენ.


On.ge კომუნიკაციების კომიიისგან ელოდება პასუხს გავლილი აქვს თუ არა გაზპრომ მედიას ავტორიზაცია.


წყარო : on.ge



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები