წარმოებულია აფხაზეთში და  ცხინვალის რეგიონში -სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ კონცეფციის დეტალები

წარმოებულია აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში -სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ კონცეფციის დეტალები

access_time2018-04-05 12:50:56

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული პროდუქცია საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე (სავაჭრო ქსელებში) შესაძლებელია, სტატუს-ნეიტრალური მარკირების გამოყენებით განთავსდეს.ამას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებას ისახავს მიზნად.

 

კერძოდ, პროდუქციაზე საკმარისია განთავსდეს მწარმოებლის სახელი, წარმოების ქალაქი ან დასახლება (მაგალითად, სოხუმი, გაგრა და ა.შ.) ან/და მისამართი (ქუჩის და ნომრის მინიშნებით). საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციაზე სტატუს-ნეიტრალური მარკირება შიდა ბაზარზე განთავსდება შესაბამისი შტრიხკოდი, რომელიც პროდუქციას მიენიჭება შესაბამისი შემცველობის მიხედვით. პროდუქციის დასახელება და მასზე განთავსებული სხვა სახის ინფორმაცია შესაძლებელია დატანილ იქნას აფხაზურ ენაზეც. 

 


საქონლის ექსპორტი


 

როგორც კონცეფციაშია აღნიშნული, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წარმოშობილი პროდუქცია საექსპორტო ბაზარზე გავა როგორც საქართველოში წარმოშობილი პროდუქტი.


 

ადგილზე პროდუქციის შესაბამისი ინსპექტირების განხორციელების შესაძლებლობა


 


საექსპორტო ბაზარზე საქართველოს ტერიტორიაზე წარმოშობილი პროდუქციის მოსახვედრად სავალდებულოა წარმოშობის სერტიფიკატი, ხოლო პროდუქციის სპეციფიკური სახეობებიდან გამომდინარე − ფიტოსანიტარიული, ვეტერინარული ან ჰიგიენური სერტიფიკატი. შესაბამისად, განსაზღვრულ შემთხვევებში, განხორციელდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან შემოტანილი პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის ჩატარება საქონლის უვნებლობის გარანტირებისათვის, რის შედეგადაც გაიცემა ფიტოსანიტარიული ან ვეტერინარული სერტიფიკატი, ან შესაბამისი დოკუმენტი, რაც აუცილებელია ასეთი სახის საქონლის უცხო ქვეყანაში ექსპორტისთვის.

 

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მეწარმეებს შეეძლებათ შესაბამისი სერვისისა და აღნიშნული სერტიფიკატის მოპოვება მომსახურების ერთიან ცენტრში. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების ფარგლებში, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება გაყალბების საწინააღმდეგო მექანიზმების უნაკლოდ ფუნქციონირებას.


შესაბამისად, პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე და საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტისას, საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტებს უნდა მიეცეთ ადგილზე შესაბამისი ინსპექტირების განხორციელების საშუალება, რათა  დაადასტურონ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში პროდუქტის წარმოშობის/წარმოების ფაქტი.


 

 აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მოქმედ საწარმოებს, რომლებსაც ექნებათ საკუთარი პროდუქციის ევროკავშირის წევრ ან სხვა სახელმწიფოებში ექსპორტის სურვილი, ამ ინიციატივის ფარგლებში, შესაძლებელია, დახმარება გაეწიოთ ევროსტანდარტების დანერგვასა და პროდუქციის მოთხოვნილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში. შეიქმნება პირობები, რომ კერძო ლაბორატორიების ხელშეწყობით საწარმოებმა უზრუნველყონ პროდუქციისთვის შესაბამისი სერტიფიკატის მიღება.


 

საქონლის მიწოდება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე

 

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირები შეძლებენ, ადგილზე წარმოებული პროდუქცია შემოიტანონ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თანმხლები დოკუმენტების (აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შექმნილ დოკუმენტში მითითებული მონაცემი) და, შემოწმების საჭიროების შემთხვევაში, საქონლის დათვალიერების საფუძველზე. პროდუქციას, ასევე, თან უნდა ახლდეს/უნდა ჰქონდეს საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშფაქტურა და, საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა დოკუმენტები (რომლებიც გამოიწერება საქართველოს საგადახადო ორგანოს მიერ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით და მუშავდება ელექტრონულად).


შეგახსენებთ, სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის  შემუშავებაში მთავრობასთან ერთად ჩართული იყო ასევე საპარლამენტო უმრავლესობაც, და ის სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს:


 პირველი - გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით. ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დამაკავშირებელი ინდივიდუალური და საერთო ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.


 მე-2 - ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.


 მე-3-ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა, ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები