ვიზალიბერალიზაციის ერთი წელი

ვიზალიბერალიზაციის ერთი წელი

access_time2018-03-28 09:49:47

ერთი წელი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ამოქმედებიდან. 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირის/შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს 192 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა უვიზო რეჟიმით, უარი საზღვრის გადაკვეთაზე მხოლოდ 1001 ადამიანს ეთქვა. მთლიანობაში, ევროპულ ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობა უკვე 250 000-ზე მეტჯერ იქნა გამოყენებული საქართველოს მოქალაქეების მიერ.

 

2017 წლის 20 დეკემბერს ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო წარმატებით სარგებლობს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით, თუმცა, გარკვეულმა გამოწვევები მაინც არსებობს, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა და ქართული წარმომავლობის კრიმინალების დიდი რაოდენობაა.

 

საუბარი იყო იმაზეც, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას საფრთხე ექმნება და შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაც რეალურია. დაანონსებული იყო, ბრუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალზე ამ საკითხის განხილვაც, თუმცა გერმანიის ინიციატივის მიუხედავად, შეჩერების მექანიზმის საფრთხის შესახებ საუბარი, ევროკავშირის ინსტიტუტებში ჯერჯერობით აქტუალური არ არის. მიუხედავად საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდისა, ეს რიცხვი იმდენად დიდი არ არის, რომ შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს. საინტერესოა, რომ გერმანიაში, 2017 წელს ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 2016 წელთან შედარებით პირიქით 300-ით შემცირდა. 2017 წელს საქართველოდან 3462 ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი, თუმცა თითქმის 100-მა პროცენტმა უარი მიიღო. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებშიც. ცნობისთვის, გერმანიის გადაწყვეტილებით, მთლიანად შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლა აეკრძალებათ იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე.

 

ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის გამო შეშფოთება გამოხატა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2017 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 35 %-ით გაიზარდა და ეს ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც.

 


როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ამბობს, „თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ამგვარი ზრდა შეიძლება ჩაითვალოს პირველი ტალღის ეფექტად, ანალოგიური ვითარება იყო სხვა ქვეყნებშიც, რომელთა მოქალაქეებმაც ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლება მიიღეს. ეს ტენდენცია ნელ-ნელა დაიკლებს".

 

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს, ერთად გაუფრთხილდნენ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ ყველა წარმატებას, მათ შორის, დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის წესები, რათა მომავალშიც შეუფერხებლად ისარგებლონ ამ სიკეთით.

 

ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან ერთ წლისთავთან დაკავშირებით მიხეილ ჯანელიძე განცხადებას ავრცელებს.
„ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას ჩვენთვის, პრაქტიკული ასპექტის გარდა, უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველო ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ ოჯახს, ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან მოხდა საქართველოს, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორის აღიარება და ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენს ევროპულ მისწრაფებებში", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ვიზალიბერალიზაცია არ არის მხოლოდ საქართველოს მთავრობის უდიდესი ძალისხმევისა და მასშტაბური რეფორმების შედეგი, არამედ ეს ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის - ევროპული მისწრაფების და ამ გზაზე მათი განუხრელი მხარდაჭერის შედეგია.

 

 

 



ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის

ხელმიუწვდომელი მეტრო უსინათლოთათვის
person access_time2018-04-21 12:00:37
მეტროსადგურ უნივერსიტეტში ჩასვლისას სასიამოვნო განცდა მეუფლება. ის ახალია. ეს ის სადგურია, რომელიც ჩვენ, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ ავაშენეთ და...

პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო
person access_time2018-04-20 17:21:15
საქართველოს პარლამენტმა „სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის“ კოდექსი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.  როგორც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის  კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომერსანტთან აღნიშნა, ...


მსგავსი სიახლეები