კომპანია RMG-ს განცხადება

კომპანია RMG-ს განცხადება

access_time2018-03-20 16:39:29

გვინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ პოლიტიკური პარტიებს მხრიდან დმანისში გუშინ მოწყობილ პროვოკაციას და განვაცხადოთ, რომ პოლიტიკური პარტიები საკუთარი, ინტერესების გამო, უკვე ღიად ცდილობენ კერძო ბიზნესის საქმიანობაში ჩარევას. ისინი არ ერიდებიან სიცრუის ტირაჟირებას და ღია აგრესიასაც კი. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სოფელ დიდი დმანისის მომიჯნავე 16 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე, რომელიც დღეს აუქციონის გზით, იჯარით უნდა გაიცეს კომპანია RMG Gold -ი არანაირ სამუშაოებს არ აწარმოებს და ოპოზიციური პარტიები მიზანმიმართულად ცდილობენ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. ამაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გუშინ თავად დარწმუნდნენ, რაც აგრეთვე დადასტურდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მობილური ჯგუფის მიერ ადგილზე, თუმცა ღია პროვოკაციის მოწყობა მაინც სცადეს. ხმაურიანი განცხადებების მიუხედავად, იმის შესახებ, რომ ისინი დღეს ადგილზე ჩავიდოდნენ და მიწის ნაკვეთის აზომვით სამუშაოებს თავად აწარმოებდნენ, აღნიშნულ ტერიტორიაზე ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს აღარ გამოჩენილან, რაც კიდევ ერთხელ გახლავთ იმის დასტური, რომ გუშინდელი დღე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შოუს ნაწილი იყო. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, რომ მიწის ნაკვეთზე კომპანია RMG-ის მიერ სამუშაოები არ ხორციელდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ პოლიტიკოსები კომპანია RMG-ის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ და ღიად ცდილობენ თავისუფალი ბიზნესის საქმიანობაში ჩარევას. კომპანია RMG, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თხოვნით მიმართავს ეკონომიკის სამინისტროს, უზრუნველყოს დღევანდელი აუქციონის სამართლიანად წარმართვა, რადგან სახეზეა თავისუფალი ბიზნესის საქმიანობაში უხეში ჩარევა და ზეწოლა.



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები