დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი შეცვალა

დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი შეცვალა

access_time2018-03-13 17:01:31

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან მოხსნეს. მის ადგილს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი მაიკ პომპეო დაიკავებს. 

 

როგორც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ საკუთარ ანგარიშზე წერს, პომპეო ფანტასტიკურად გაუმკლავდება თავის მოვალეობებს ახალ თანამდებობაზე. მან მადლობა გადაუხადა ტილერსონს გაწეული სამუშაოსთვის, ასევე დაასახელა CIA-ს ახალი ხელმძღვანელიც. აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმღვანელი ჯინა ჰესპელი იქნება, რომელიც პირველი ქალია, ვინც დაზვერვის უწყებას უხელმძღვანელებს.

 


ცნობისთვის, ტილერსონის გადადგომის შესახებ ცნობები, ჯერ კიდევ 2017 წლის ივლისში გავრცელდა. მაშინ იყო საუბარი, რომ ტილერსონმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა ის დაარწმუნეს რომ უნდა დარჩენილიყო. ტრამპსა და ტილერსონს შორის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით უთანხმობებებზეც ბევრს საუბრობდნენ, მაგრამ კონკრეტული მიზეზი ამ დრომდე არ სახელდებოდა.

 

გასულ კვირაში კი, ტილერსონმა ვადამდე შეწყვიტა აფრიკული ტურნე და დაბრუნდა ვაშინგტონში, რის მიზეზადაც გადაუდებელი საქმეები დაასახელა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპმა ტილერსონს თანამდებობის დატოვება 9 მარტს მოსთხოვა. 



რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები