„მომავლის ფერმერი“ - „საქართველოში რძის მწარმოებელი ბევრი არალეგალური საწარმოა“

„მომავლის ფერმერი“ - „საქართველოში რძის მწარმოებელი ბევრი არალეგალური საწარმოა“

access_time2018-02-14 09:00:43

„არსებობს სოფლები სადაც არალეგალური საწარმოებია და დღის განმავლობაში 5 ტონა რძეს ამუშავებენ. იქ პრაქტიკულად კრიმინალური სიტუაციაა და ამას სახელმწიფო ვერ აკონტროლებს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „მომავლის ფერმერის თავმჯდომარემ რუსუდან გიგაშვილმა განუცხადა.

 

გიგაშვილმა ჩვენთან საუბრისას, რძის პროდუქტების წარმოების პრობლემასთან დაკავშირებით ყველაზე აქტუალურ საკითხად გაუკონტროლებელი საწარმოების არსებობა დაასახელა. მისივე განცხადებით, მეწარმეები არაკეთილსინდისიერად იქცევიან და ამის კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო დონეზე ხდება.  


რუსუდან გიგაშვილის თქმით, დღეს ბაზარზე ნედლი რძისგან პროდუქციის მხოლოდ 20%-ია დამზადებული. ჩვენ თუ ასეთი ნაბიჯებით ვიარეთ ამ სიტუაციის გამოსასწორებლად 10 წელი მაინც დაგვჭირდება.

 

„ყველაზე აქტუალური თემა გაუკონტროლებელი საწარმოებია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირების (საოჯახო წარმოება) კონტროლი გადავადებულია 2020 წლამდე.  ბევრმა მეწარმემ ეს სათავისოდ გამოიყენა და ის როგორც ბიზნესოპერატორი არ დარეგისტრირდა.


აქედან გამომდინარე, მისი მოძიება და კონტროლი ვერ ხერხდება. ეს კი რა თქმა უნდა, ბაზარზე პრობლემას ქმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ დაურეგისტრირებელი მეწარმე სხვებისგან განსხვავებით გადასახადებს არ იხდის. საქართველოში მსგავსი სახის საწარმოები ბევრია“, - განაცხადა რუსუდან გიგაშვილმა.

 

მისივე თქმით, აღნიშული საწარმოები გასაღების ბაზრების გარეშე ვერ იარსებებდნენ აქ კი უკვე სხვა სახის პრობლემა დგება.


„ამ საწარმოებს, რომ გასაღების ბაზრები არ ჰქონდეთ თავისთავად ვერ იარსებებდნენ. შესაბამისად საქმე გვაქვს იმასთან, რომ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები ამ კუთხით კოორდინირებულად ვერ მუშაობენ.


მაგალითად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და შემოსავლების სამსახურის ინსპექტორებმა ერთად უნდა იმუშაონ სხვადასხვა ფაქტის გამოვლენაზე. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილი ფაქტი შემოსავლების სამსახურმა იურიდიულად უნდა დაამტკიცოს როგორც კრიმინალი“, - განაცხადა გიგაშვილმა.


 

„მომავლის ფერმერის თავმჯდომარე „კომერსანტთან“ მეორე და ასევე მნიშვნელოვან პრობლემაზე საუბრობს. მისი განცხადებით, სხვადასხვა დაწესებულება შემოწმების შემთხვევაში სურსათის ეროვნულ სააგენტოს მხოლოდ იმ საწარმოს საბუთებს უჩვენებენ რაც მიკვლევადია.

 

„რადგან მეწარმე 2020 წლამდე ამ მიმართულებით უკონტროლოა ის გასაღების ბაზრებს მარტივად პოულობს. მაგალითად, რესტორნები და სრაფი კვების ობიექტები.


აღნიშნული დაწესებულებების წარმომადგენლები სურსათის ეროვნულ სააგენტოს მხოლოდ იმ საწარმოს საბუთებს უჩვენებენ რაც მიკვლევადია, შესაბამისად ეს მეწარმეები არ მოწმდებიან. ამ ჯაჭვის არსებობის შესახებ ყველამ იცის და სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს“, - აღნიშნა რუსუდან გიგაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა, რომელიც ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.


რეგლამენტის თანახმად, დაუშვებელია ეტიკეტზე, თანმხლებ დოკუმენტაციაში ან სხვა სახის საინფორმაციო მასალაში პირდაპირი ან არაპირდაპირი მინიშნება იმისა, რომ პროდუქტი წარმოადგენს რძეს ან რძის ნაწარმს მაშინ, როდესაც ის არ წარმოადგენს რძეს ან რძის ნაწარმს.


რეგლამენტში დეტალურად არის გაწერილი მოთხოვნები რეგულირების ობიექტების მიმართ. ამასთან, დადგენილია გარკვეული მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის შემადგენლობა, წარმოებისათვის ნებადართული ნედლეული და დაშვებული ინგრედიენტები.

 

რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში 2017 წლის 1 ივლისიდან ცვლილებები შევიდა.


ცვლილებების მიხედვით: დასახელება „ყველი“ შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისგან. დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“ გამოყენება. რძის ნაწარმს, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არა უმეტეს 79%-ს შეადგენს ეტიკეტზე უნდა ეწეროს - „კარაქი შემცირებული რძის ცხიმით“



ძალაში რჩება რეგლამენტის მოთხოვნა, რომ დაუშვებელია, ეტიკეტზე ტერმინი - „კარაქის“ გამოყენება თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა.


ბიზნესოპერატორის მიერ აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოიწვევს მათ დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში 1200 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.



 






რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა

რა პროფესიების არიან და სად მიიღეს უმაღლესი განათლება ქართველმა მინისტრებმა
person access_time2018-04-22 13:00:52
დღეს...

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“

ანდრია გვიდიანი: „რაც უფრო გავწელავთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მით უფრო ძვირი დაგვიჯდება ეს პრობლემა“
person access_time2018-04-22 16:00:24
ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსმა ანდრია გვიდაინმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელაისთან ერთად“. მისი თქმით, კომერციული ბანკების ინტერესში არ შედის  კაპიტალის მოძიებისთვის ალტერნატიული წყაროები გაჩნდეს.   „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა თავიდან ბოლომდე მორგებულია მხოლოდ იპოთეკური და ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე. მათ შორის...

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“

ლევან კობერიძე: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი ეკონომიკურ ზარალს არ მოგვიტანს“
person access_time2018-04-21 15:59:55
დიღმის მასივში, სანაპიროზე მდებარე რესტორნებში „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის კამპანია ჩატარდა.  ღონისძიებაში „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, პარლამენტის წევრებმა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. როგორც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლევან კობერიძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ჯამში 4 ობიექტი მოინახულეს და ყველა მათგანი მზად არის ახალი ნორმის...

"საქართველოში კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პირველი მაღაზია გაიხსნა"

person access_time2018-04-21 13:09:10
კრიპტოვალუტის მაინერებზე და ვიდეობარათებზე მოთხოვნა ამჟამად შემცირებულია, -ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანია MiningShop.ge-ს დამფუძნებელმა სოსო ნადაშვილმა განუცხადა, რომელმაც საქართველოში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო მოწყობილობებს...

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა

CNN: ასობით ცნობილი ბრენდის რეკლამები YouTube-ის ექსტრემისტულ არხებზე ხვდებოდა
person access_time2018-04-21 14:00:04
...


მსგავსი სიახლეები