„სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა პოლონეთშიც გაგზავნილია“

„სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა პოლონეთშიც გაგზავნილია“

access_time2018-02-13 11:09:25

„მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა პოლონეთშიც გაგზავნილია. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ეს სულ ცინცხალი ამბავია და რა თქმა უნდა, პოლონეთის სახელმწიფოს რეაგირებას დღესვე, ან ხვალვე ვერ მოვთხოვთ, რადგან ევროპულ ქვეყნებში, როგორც ჩვენთან, ასევე პოლონეთში, დასავლეთ ევროპაშიც ერთიდაიგივე პროცედურები არსებობს. ეს არის სასამართლოს რამდენიმე ინსტანცია, რასაც დრო სჭირდება და თუ ეს პროცედურები პოლონეთში დაიწყება, შესაძლოა, ჩვენ რაღაც შედეგებზე ვისაუბროთ", - განაცხადა წულუკიანმა.

 

აპატრიდი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უკრაინაში ყოფნის კანონიერი უფლება დროებით ჰქონდა მინიჭებული, რეადმისიის ფარგლებში, გუშინ პოლონეთში იძულებით დააბრუნეს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და უკრაინული „ახალ ძალთა მოძრაობის" ლიდერი კიევის ერთ-ერთი რესტორნიდან სასაზღვრო და მიგრაციის სამსახურების თანამშრომლებმა გუშინ აიყვანეს.

 

„ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ იტყუება გამუდმებით უკრაინის ხელისუფლება. არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლის საქმე და არც გადატრიალება, რასაც თითქოს ვგეგმავდი," - განაცხადა ვარშავაში ჩასვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, უკრაინიდან გაძევებაზე რეაგირება მშვიდი უნდა იყოს. „მათ სისუსტეს ჩვენ სულის სიმტკიცით უნდა ვუპასუხოთ", - მიმართა სააკაშვილმა მხარდამჭერებს, რომლებიც კიევში საპროტესტო აქციას მართავდნენ.

 


მიხეილ სააკაშვილი მისი რეადმისიით პოლონეთში გაშვების მიზეზად ბიძინა ივანიშვილისა და პეტრო პოროშენკოს გარიგებას ასახელებს. „ამ კაცს ეშინია ჩემი, თორემ რამის თავი რომ ჰქონდეს, ხომ მოილაპარაკებდა საქართველოში გადმოცემაზე. არაფრის თავი არ აქვთ, არიან მხდალები, არიან მატყუარები, არიან ფლიდები“, - თქვა სააკაშვილმა.

 

ცნობისთვის, უკრაინის გენერალური პროკურატურა სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების რამდენიმე ვარიანტს ასახელებდა. პირველ ვარიანტად ჰოლანდიაში დაბრუნება სახელდებოდა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. როგორც უკრაინის შესაბამის უწყებაში განმარტავდნენ, ჰოლანდიაში სააკაშვილის მიღებისთვის მზად იყვნენ. მეორე შესაძლებლობა მოიცავდა ნებაყოფლობით ან იძულებით დეპორტაციას იმ ქვეყანაში, საიდანაც მან უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი, ეს ქვეყან კი, პოლონეთია. უკრაინიდან ცხოვრების უფლებაჩამორთმეული სააკაშვილის გაძევების მესამე ვარიანტად კი, საქართველოში ექსტრადირების შესახებ მთავარი პროკურატურის მოთხოვნა სახელდებოდა.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში აღძრული ოთხი საქმიდან ერთზე განაჩენი უკვე დადგა და ექსპრეზიდენტს, დაუსწრებლად 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინაშიც, მას ბრალად ედება დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარება და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას.

 

და კიდევ ერთი, გუშინ, სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევებამდე, ავსტრიულ გამოცემასთნ ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობა წარმართოს, ამიტომ შესაძლოა ქვეყნიდან გააძევონ. პოროშენკომ ასევე თქვა, რომ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხით სახელმწიფო საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახური უნდა დაკავდეს, რაზეც ის გავლენის მოხდენას არ აპირებს.



თბილისში პარკინგის მოწყობაზე სამი ლოკაცია დასახელდა და ტენდერიც გამოცხდდა

თბილისში პარკინგის მოწყობაზე სამი ლოკაცია დასახელდა და ტენდერიც გამოცხდდა
person access_time2018-04-25 10:58:01
გეგშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურის და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგები მოეწყობა.თბილისის მერიამ საპარკინგე სისტემის მოსაწესრიგებლად ინტერესთა გამოხატვა  3 ლოკაციაზე გამოაცხადა.  შერჩეულ კომპანიას მიწა 1 ლარად გადაეცემა. პროექტი ჯამში 715 საპარკინგე ადგილის მოწყობას ითვალისწინებს.  „გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს. მზად ვართ ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ...

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა

კახა შარაბიძე: მოგვიანებით გადავწყვეტთ, საჯარო განცხადებას Microsoft-ის სახელით გავაკეთებთ თუ არა
person access_time2018-04-24 19:14:00
  მედია-საშუალებებში დღეს გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა,  „კომერსანტი“ დაუკავშირდა როგორც Microsoft-საქართველოს, ისე საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელს  კახა შარაბიძეს და მათ საპასუხო კომენტარის გაკეთება სთხოვა. შეგახსენებთ,...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-02 09:00:00
  იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“ დამფუძნებელმა...

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“

„არაქართველი გიდები ტურისტებს საქართველოს ისტორიას დამახინჯებულად უყვებიან“
person access_time2018-04-25 09:00:00
    იმ  ფონზე, როცა ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურიზმის  სფეროს შესაბამისი განვითარება და პროფესიონალი გიდების მომზადება. ტურიზმზე.   ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე, მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებსა და  გიდების მიერ საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად თხრობის ფაქტებზე ისაუბრა რადიო  „კომერსანტის“ ეთერში, გადაცემაში „მოითხოვე ქართული“   „იბერია ტურს პლუსის“...

ბექა ნაცვლიშვილი: მიწის გასხვისებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აგრობანკის შექნით მოვაგვარებდით

ბექა ნაცვლიშვილი: მიწის გასხვისებასთან დაკავშირებულ პრობლემებს აგრობანკის შექნით მოვაგვარებდით
person access_time2018-04-25 12:30:00
როგორც „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს ბანკების დაკრედიტების წილი სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით იმდენად მცირეა, რომ ქვეყანა დაკრედიტების ალტერნატიულიწყაროს მოძიება აუცილებელი ხდება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი აგრარული სექტორის განვითარების ბანკის, ანუ  აგრობანკის შექმნა იქნებოდა. „როდესაც მიწის შესაძებ საკითხზე დაიწყება მსჯელობა, იმედია აგრობანკის შექმნის იდეას...


მსგავსი სიახლეები