საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

access_time2018-02-09 16:11:01

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში, მარკ პრიტჩარდს შეხვდა. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მთავრობის მიერ დაგეგმილ ეკონომიკურ რეფორმებზე. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

 

„ორ ქვეყანას შორის მუშავდება ერთობლივი დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც ვგეგმავთ ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებასა და გაზრდას. ეს საშუალებას მისცემს ბრიტანულ კომპანიებს აწარმოონ ბიზნესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებშიც. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან რეფორმაზე, რომელსაც ვგეგმავთ განათლების სფეროში. განვიხილეთ, ასევე, საფონდო ბირჟის და კაპიტალის ბაზრის რეფორმის საკითხები საქართველოში. მოგეხსენებათ, ლონდონის საფონდო ბირჟა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პლატფორმაა მსოფლიოში და შესაბამისად, გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

 


„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას, რათა საქართველოსთან გაღრმავდეს ურთიერთობები ვაჭრობისა და საინვესტიციო მიმართულებით. საქართველოს აქვს მზარდი ეკონომიკა, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს ბრიტანულ ბიზნესწრეებში. საფინანსო, საბანკო სექტორები, ინფრასტრუქტურა, ვაჭრობა, განათლების სფერო - ეს ის საკვანძო სექტორებია, სადაც შესაძლებელია პარტნიორობის გაღრმავება," - აღნიშნა ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში, მარკ პრიტჩარდმა.

 

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი დაესწრო.

 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები