„ფოთის ღრმაწყლოვანი პორტი 100 მილიონ დოლარად ვერ აშენდება, პროექტის განხორციელებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ“

access_time2018-01-30 09:00:27

2020 წელს საქართველოს შესაძლოა, ორი ღრმაწყლოვანი პორტი ჰქონდეს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაზე საუბარი კარგა ხანია მიმდინარეობს. მშენებლობა უკვე დაიწყო და სავარაუდოდ, 2020 წელს პორტი პირველ ტვირთს მიიღებს. მშენებლობის პირველი ფაზისთვის 540 მილიონი დოლარი დაიხარჯება.


გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის შემდეგ, კიდევ ერთი ღრმაწყლოვანი პორტი ფოთში აშენდება და მასში ჩადებული თავდაპირველი ინვესტიცია დაახლოებით 100 მილიონი დოლარი იქნება. პორტს „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმი“ ააშენებს. როგორც ირკვევა, პირველ გემს პორტი 2020 წელს მიიღებს. ეიპიემ ტერმინალს ფოთმა და ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმა თანამშრომლობის მემორანდუმს გასულ კვირას მოაწერეს ხელი.


ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების შესახებ გაკეთებულ განცხადებას არასერიოზულს უწოდებს „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი. როგორც მან „კომერსანტს“ განუცხადა, აღნიშნული პროექტის განხორციელების იდეა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.


„ეს არის უბრალოდ განცხადება, რომელიც ყოველგვარ დასაბუთებას მოკლებულია. გასაკვირია მათი პოზიცია, რადგან აქამდე კომპანიის მფლობელები ამბობდნენ, რომ ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტის ქონის საჭიროება არ აქვს. ახლა კი აცხადებენ, რომ გაფართოებას აპირებენ. ბოლო ათი წლის განმავლობაში კომპანიამ არსებული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის ერთი დოლარის ინვესტიციაც არ განახორციელა, ხშირად იყო დაკეტილი და ეს ლოჯისტიკური კომპანიებისთვის ძალიან დიდ პრობლემას ქმნიდა. მათ სერვისის გაუმჯობესებაზე არ უფიქრიათ. შესაძლოა მათ განცხადება სხვა მიზნებს უფრო ემსახურებოდეს. ამ პროექტს კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ“, - აღნიშნავს ბოჭორიშვილი.


მისივე თქმით, ასეთი დიდი მოცულობის პორტის ასაშენებლად 100 მილიონი დოლარი საკმარისი არ იქნება: „თანხა, რომელიც მათ დაასახელეს, არარეალურად მეჩვენება. ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის 100 მილიონი დოლარი საკმარისი ვერ იქნება. მხოლოდ ამწეების შესყიდვა 50 მილიონი დოლარი ჯდება“.



რაც შეეხება კონკურენციას, ფოთის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება თუ არა ანაკლიის პორტის კონკურენტი, ქეთევან ბოჭორიშვილი განმარტავს, რომ ისინი ერთმანეთის კონკურენტები ვერ იქნებიან.


 „ჩვენ საქართველოში ერთმანეთის კონკურენტები არ ვიქნებით. ჩვენი კონკურენტი ის სხვა მარშრუტებია, რომელიც საქართველოს გარეთ გადის. ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი სწორედ ამიტომ დადგა, რომ აღნიშნული ტვირთები საქართველოში მოგვეზიდა. ზოგადად ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაში პრობლემას ვერ ვხედავ, მივესალმები კიდეც თუკი ისინი ქვეყანაში მეტი ტვირთის შემოტანაში მიიღებენ მონაწილეობას და ქვეყანას დაეხმარებიან, რომ სატრანსპორტო ჰაბი გახდეს, თმცა მაინც მგონია, რომ მათი განცხადება ამ ეტაპზე სერიოზულობას მოკლებულია“, - აღნიშნავს „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი.


კითხვაზე, საქართველოს აქვს თუ არა რესურსი და შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ორი დიდი მოცულობის ღრმაწყლოვანი პორტი ფუნქციონირებდეს და კომერციული თვალსაზრისით ისინი ერთმანეთს ხელს ხომ არ შეუშლიან, ბოჭორიშვილი პასუხობს: „დასაწყისში შესაძლოა სირთულე შეიქმნას, თუმცა შემდგომში ეს ორი პორტი ერთმანეთს ხელს არ შეუშლის, ისევე როგორც ორი სასტუმრო არ უშლის ერთმანეთს ხელს. მოსაზიდი ტვირთი იმდენია, ორ პორტსაც ეყოფა და სამსაც. მთავარია, რომ მოზიდვა შევძლოთ და ქვეყანა რეგიონში სატრანსპორტო ჰაბი გახდეს“.

 

შეგახსენებთ, რომ ფოთის პორტის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ჰოლმ ლოურსენმა გასული წლის ბოლოს „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ  ის საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებას ვერ ხედავს.


აღნიშნულ განცხადებას ანაკლიის პორტის განმახორციელებელი კომპანიის „თიბისი ჯგუფის“ პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. მან აღნიშნა, რომ APM Terminals-მა დიდი ხანია ანაკლიის პორტის წინააღმდეგ ფარულ ლობირებას ეწევა.


ავტორი: თეონა კენჭიაშვილი




„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....

„ეფლი“, „გუგლი“, „თურქული ავიახაზები“ და სხვა ცნობილი კომპანიები, რომელთა აქციონერიც ბიძინა ივანიშვილია

person access_time2018-02-17 10:00:01
“2017 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.80 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბლუმბერგის“ 2017 წლის მილიარდერების სიაშია მოცემული, რომელშიც...


მსგავსი სიახლეები