ქარის და მზის ენერგიები, პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო

access_time2018-01-22 17:30:19

 ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) ელექტროენერგეტიკული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ზვიად გაჩეჩილაძე GBC-სთან  განახლებადი ენერგიების  პოტენციალს აფასებს.


ექსპერტი ალტერნატიული ენერგიის დიდ პოტენციალზე აღნიშნავს, თუმცა იმ სირთულეებზეც მიუთითებს, რაც მის ათვესებას  და პროგნოზირებულობას აფერხებს:


„ქვეყანაში დიდია ქარის ენერგიის ათვისების პოტენციალი, მათ შორის გამოკვეთილია 9 შესწავლილი რეგიონი, სადაც ჯამში 4,000 მგვტ სიმძლავრის პოტენციალზეა საუბარი და რომელიც ამჟამინდელი სიმძლავრეების ტოლია.


თუმცა ამავე დროს, მეორე საკითხია, რამდენად ათვისებადია ეს ენერგია ეკონომიკური თვალსაზრისით,  რადგან გასათვალისწინებელია უამრავი ნიუანსი, მათ შორის რომელი ლოკაცია შეირჩევა. ხშირად ლოკაცია აძვირებს პროექტს, იმიტომ, რომ რაც უფრო მაღლა მდებარეობს ხარჯიც მეტია, საჭიროა კომუნიკაციების მიყვანა, სპეცტექნიკა, გზის გაყვანა და ა.შ.  


ეს ხარჯები დიდი არ იყო ქართლის ქარის სადგურისთვის, რადგან ის პირდაპირ საავტომობილო გზასთან იყო. ასეთია კიდევ რამდენიმე ლოკაციაც, მათ შორის კოლხეთის დაბლობი. შესაძლებელია ქართლის ქარის სადგურის გაფართოება, თუმცა აქაც კიდევ ერთი ბარიერია, რამდენად შეუძლია ქსელს მიიღოს გამომუშავებული ენერგია“, - ამბობს გაჩეჩილაძე.  


დარგის სპეციალისტი მიუთითებს, რომ საქართველოს ტიპის ქვეყანამ, რომელსაც გააჩნია ჰიდრო რესურსები, ჯერ სწორედ ამ  რესურსის ათვისებაზე უნდა იზრუნოს, რადგან ქარის ენერგია ჩვენთვის „არაპროგნოზირებადი და არასტაბილურია, ჰიდრო ენერგიასთან შედარებით“.


„ისეთ ქვეყნებში, მაგალითად როგორიცაა დანია, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია,  სადაც სტაბილურია ქარი და გაშლილია მინდვრები, შედარებით სტაბილურია ქარის სიმძლავრეების განვითარება. საქართველოში კი რთულია მთის ქარის პროგნოზირება, რადგან რელიეფიდან გამომდინარე ქარი ზემოქმედებას განიცდის.



არასტაბილური ენერგიიდან გამომდინარე ქსელს მისი მიღების და დაბალანსების პრობლემა ექმნება, ამ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ჰიდროელექტროსადგურებში წყლის დაღვრა ან სხვა გადაწყვეტილებების მიღება, რაც საბოლოო ჯამში ხარჯებს  ზრდის.


დაბალანსების პრობლემა არ იქნებოდა, მეზობელ ქვეყნებთან ამ ფორმით რომ ვთანამშრომლობდეთ, რაც დღეს ასე არაა. ტრანსსასაზღვრო ხაზებზე მეზობელი ქვეყნები ამაზე უარს გვეუბნებიან და სტაბილურ ენერგიას ითხოვენ.


ანუ გამოდის, რომ საბოლოო ჯამში ენერგია ქვეყნის შიგნით უნდა დაბალანსდეს, ეს იწვევს ხარჯების ზრდას და ხარჯების ზრდა თავისთავად არაპირდაპირ აისახება გადასახადების გადამხდელებზე. ამას კი განვითარებული ქვეყნები უძლებენ, განვითარებადი ქვეყნები კი მაინცდამაინც ვერა“, - ამბობს ბაზრის მარეგულირებელი.  


გაჩეჩილაძე საკითხს ინვესტორის პოზიციიდანაც განიხილავს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად მზის პანელები ყოველწლიურად იაფდება, ქარის და მზის ტექნოლოგიები ინვესტორისთვის დღეს კვლავ ძვირია, ამიტომ 1 მგვტ-ზე ჩადებული ინვესტიცია პირდაპირ კონკურენციას ჰიდრო რესურსს ვერ უწევს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც მაგალითად მზის პანელი დასხივებული ენერგიის მხოლოდ 15%-ს იყენებს.


„ამიტომ ინვესტორისთვის საბაზრო ფასი საკმარისი არაა, მას სჭირდება მხარდაჭერის მექანიზმი, ანუ გარანტირებული შესყიდვის ფასის გადახდა, ე.წ ფიდ-ინ ტარიფი. მხარდაჭერის მექანიზმი თავის მხრივ სახელმწიფოსთვის ხარჯიანია - ეს კი ისევ და ისევ მომხმარებელს აწვება.


სწორედ დისბალანსის გამო, დღეს 6 თვითაა შეჩერებული ტექნიკური პირობების გაცემა ქსელზე მიერთებისთვის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) მიერ. მათ დაიქირავეს ევროპული კომპანია, რომელიც გარკვეული სიმულაციების მეშვეობით სწავლობს საქართველოს ქსელს და დაახლოებით სექტემბრისთვის გასცემს რეკომენდაციას, თუ რა სიმძლავრის ათვისებაა ქვეყნისთვის რეკომენდირებული, იმისათვის რომ ამან ქსელს არ შეუქმნას პრობლემა“, - ამბობს გაჩეჩილაძე.


კიდევ ერთი საკითხია, არის თუ არა მზად მოსახლეობა ამ სიახლის დანერგვისთვის და ტარიფების მხარდაჭერისთვის.


„საშიშია ზედმეტი განვითარებაც და ზედმეტი მხარდაჭერაც, რადგან მხარდაჭერა ტარიფს ზრდის და ეს მოსახლეობას აწვება. ამის გამოცდილებაც არსებობს მსოფლიოში - მაგალითად, გადაჭარბებულ მხარდაჭერას ვერ გაუძლოო ჩეხეთმა, ესპანეთმა, მაგრამ გაუძლო მაგალითად შედარებით ძლიერმა სახელმწიფომ - გერმანიამ.


საქართველოში განახლებადი ენერგიების ამ წყაროების განვითარებას სჭირდება ათწლეულები, სჭირდება სპეციალური პოლიტიკის დანერგვა. ამასთან, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ქვეყანამ ის, რომ ამ წყაროების ათვისება ბევრად უფრო მომგებიანია იმ ქვეყნებისთვის, ვისაც ჰიდრო რესურსი არ გააჩნია და მეზობლებთანაც ამ მიმართულებით მჭიდრო კავშირი აქვს.


საქართველოსთვის კი ქარის და მზის ენერგიები პროგნოზირებად მომავალში, ვერასოდეს გახდება ძირითადი ენერგიის წყარო, იმის გამო, რომ გაგვაჩნია ჰიდრო რესურსი. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით დიდი ჰიდროელექტროსადგურები მეტ ზიანს აყენებს გარემოს, ქარის და მზის ენერგიები ვფიქრობ მხოლოდ დამატებითი ენერგორესურსი იქნება ქვეყნისთვის და არა ძირითადი წყარო“, - აღნიშნავს ზვიად გაჩეჩილაძე.


gbc.ge




3000-მდე ევრო გერმანიის დატოვების სანაცვლოდ - რას სთავაზობს ოფიციალური ბერლინი საქართველოს მოქალაქეებს

person access_time2018-02-22 18:33:19
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP). პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში...

„საფინანსო სექტორზე ესტონური მოდელი არ უნდა გავრცელდეს, ბანკებს დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება“

person access_time2018-02-22 20:05:16
საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2019 წლის ნაცვლად, 2023 წლიდან ამოქმედდება.  სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება საჭიროა და დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისთვის მსგავსი ხელშეწყობა საჭირო არ არის. როგორც  „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა, არასაბანკო ფინანსურ...

„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“

person access_time2018-02-22 15:00:16
„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“ -ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მიერ   გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.   ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და...

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორი - დოკუმენტში ძირეული ცვლილებები არ იქნება

person access_time2018-02-22 16:38:52
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.  სალუქვაძის განმარტებით, ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია, ამიტომ გენგეგმაში ძირეული ცვლილებებიც არ იქნება.  „შენიშვნა თუ არ იწვევს ძირეულ ცვლილებას, ბუნებრივია, ეს არც იქნება. იქ იყო რიგი საკითხების დაზუსტებები, დაკონკრეტება და...

მაღალი ტარიფები თბილისის აეროპორტში - TAV Georgia Ryanair-ს პასუხობს

person access_time2018-02-22 13:55:32
„ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა, რომელიც ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - ასე ეხმაურება „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანია Ryanair-ის  მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელ  ნილ ოკონერმის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.   „ტავ...


მსგავსი სიახლეები