„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

access_time2018-01-18 18:30:48

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება.


„გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის პროგრამაზე, მათ შორის ბავშვების ვაქცინებზე, არასწორია. არავითარ შემთხვევაში. ეს იყო მხოლოდ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.


მეორე, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ ვაქცინას არ ჰქონდა ბაზარზე დაშვების უფლება და არალეგალური იყო და მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა შემოტანა, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. ეს იყო ჩეულებრივად რეგისტრირებული 2015 წელს და არამხოლოდ რეგისტრირებული, არამედ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული პრეპარატი.


მესამე ის, რომ ეს ვაქცინა პოტენციურად საფრთხეს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას. არც ეს შეესაბამება სიმართლეს. ამასაც განვმარტავ   ჩვეულებრივ ვაქცინის, ან რაიმე სხვა მედიკამენტის რეგისტრაციაში არის რამდენიმე დონე. ერთი არის თავად რეგისტრაცია, ამაზე უფრო მაღალი დონე არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული პრეკვალიფიკაცია, რომელიც არის ხარისხობრივად უფრო მაღალი თამასა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც არსებობს მსოფლიო ბაზარზე იყოს მსოფლიო ჯანმადცვის ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, მაგრამ ყოველთვის ეს არ ხერხდება. მაგრამ თუ პრეკვალიფიკაციას მოხსნის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინა წარმოადგენს საფრთხეს. თუმცა, შარშან 11 თებერვალს როგორც კი მოგვივიდა შეტყობინება, ჩვენი ან საერთოდ უნდა შეგვეწყვიტა ვაქცინაცია, სანამ ახალს არ შემოვიტანდით, ეს დაიჭერდა დაახლოებით თვე-ნახევარს და ამ ხნის განმავლობაში უბრალოდ დავკარგავდით ადამიანებს. მეორე, გაგვეგრძელებინა ან გვეზრუნა ჩანაცვლებაზე. ჩვენ ვიზრუნეთ ჩანაცვლებაზე და 20 მარტიდან ახალი ვაქცინით ვაგრძელებდით მუშაობას. თუმცა, იმ პერიოდში და მანამდეც არცერთი გართულება ამ ვაქცინას არ ჰქონია“,  განაცხადა სერგეენკომ.




მისივე თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად მოხდა ჩვენს ქვეყანაში, რომ ბოლო 3 წელი არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა ცოფით, სწორედ ამ ვაქცინაციის პროგრამის დამსახურებით, როდესაც წელიწადში დაახლოებით 5-6 ადამიანი გარდაიცვლებოდა.



„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია აუდიტის სამსახურთან. მე დღესაც მქონდა შეხვედრა მათს ხელმძღვანელობასთან და დამიდასტურეს, რომ ყველა კითხვა, რომელიც შეეხებოდა ამ საკითხს მოხსნილია დღის წესრიგიდან. ჩვენ მათ ძალიან მკაფიო განმარტება მივეცით. დღესაც დამიდასტურეს, რომ ეს საკითხი აღარ არის დღის წესრიგში. თუმცა, ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამას სწავლობენ ბევრი სხვა პარამეტრის, მათ შორის ფინანსური პარამეტრებითაც. ხაზგასმულად მინდა ვთქვა, რომ როდესაც ასეთ თემებზე არის საუბარი, გზავნილები უნდა იყოს ძალიან მოზომილი.


მე არ ვაპირებ, რომ მენტორულად აგიხსნათ, როგორ უნდა შეასრულოთ თქვენი სამუშაო, უბრალოდ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: 2004-2005 წლებში, როდესაც იყო საქართველოში წითელას აფეთქება და ეს იყო არაიმუნიზირებული ფენა, ვისაც 90-იან წლებშ უნდა გაეკეთებინა ვაქცინაცია. მხოლოდ ერთი სიუჟეტი, რომელიც გავიდა მაშინ მედიაში, რომელიც ემსახურებოდა დისკრედიტაციას იმუნიზაციის, საერთოდ მოშალა ეს ყველაფერი და 2013-2014 წლებში მივიღეთ წითელას აფეთქება, როდესაც 15 ათასი ადამიანი დასნებოვნდა და მათგან 4 გარდაიცვალა.


იმუნიზაცია და ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში დაადასტურა, რომ ეს არის ერთადერთი ქმედითი საშუალება გადამდები დაავადებებისგან გადასარჩენად. საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ აიცრუებენ გულს ვაქცინაციაზე. ვაქცინაცია, როგორც ტექნოლოგია,  არის უსაფრთხო და ეფექტური. ხოლო ის ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“,- განაცხადა სერგეენკომ.




3000-მდე ევრო გერმანიის დატოვების სანაცვლოდ - რას სთავაზობს ოფიციალური ბერლინი საქართველოს მოქალაქეებს

person access_time2018-02-22 18:33:19
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP). პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში...

„საფინანსო სექტორზე ესტონური მოდელი არ უნდა გავრცელდეს, ბანკებს დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება“

person access_time2018-02-22 20:05:16
საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2019 წლის ნაცვლად, 2023 წლიდან ამოქმედდება.  სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება საჭიროა და დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისთვის მსგავსი ხელშეწყობა საჭირო არ არის. როგორც  „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა, არასაბანკო ფინანსურ...

„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“

person access_time2018-02-22 15:00:16
„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“ -ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მიერ   გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.   ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და...

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორი - დოკუმენტში ძირეული ცვლილებები არ იქნება

person access_time2018-02-22 16:38:52
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.  სალუქვაძის განმარტებით, ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია, ამიტომ გენგეგმაში ძირეული ცვლილებებიც არ იქნება.  „შენიშვნა თუ არ იწვევს ძირეულ ცვლილებას, ბუნებრივია, ეს არც იქნება. იქ იყო რიგი საკითხების დაზუსტებები, დაკონკრეტება და...

მაღალი ტარიფები თბილისის აეროპორტში - TAV Georgia Ryanair-ს პასუხობს

person access_time2018-02-22 13:55:32
„ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა, რომელიც ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - ასე ეხმაურება „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანია Ryanair-ის  მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელ  ნილ ოკონერმის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.   „ტავ...


მსგავსი სიახლეები