ლევან დავითაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

access_time2018-01-10 18:10:34

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ფატმა იაზგანს შეხვდა.  ამის შესახებ „კომერსანტს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.


შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს აგრარული პოტენციალის შესახებ და თურქეთთან, როგორც განვითარებულ აგრარულ ქვეყანასთან თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.


ლევან დავითაშვილმა ელჩს აგრარული დარგის განვითარებისთვის სახელმწიფოს პოლიტიკა და განხორციელებული პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მჭიდრო ურთიერთობით ერთობლივი პროექტების განხორციელება უფრო ეფექტიანი იქნება.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი საწარმოების, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობების გამოყენების, ასევე, მეცხოველეობაში, სასათბურე მეურნეობებში, ირიგაციასა და სხვა მიმართულებებში გამოცდილების გაზიარების საკითხებს.


თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა, ფატმა იაზგანმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის როგორც მთავრობებს, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ელჩმა საქართველოში ტყის აღდგენის კამპანიაში თურქი ბიზნესმენების ჩართვის მზაობა დააფიქსირა.


 

 

 

 



დავით მესხიშვილი: მთაწმინდაზე მთლიანად ქედის დემონტაჟია დაგეგმილი

person access_time2018-02-23 19:20:53
თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე კლდეზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ კადრებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ მიმდინარე სამუშაოები საფრთხის შემცველია. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, მთაწმინდის ქედის ნგრევის აქტიური სამუშაოები დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. ჩვენ გუშინ ადგილზე ვნახეთ ეს პროცესი და უკიდურესად მძიმე სიტუაცია, რადგან მეწყერსაშიში ზონებია და აქ...

მამუკა ხაზარაძე : „ანაკლია სითის“ განაშენიანების პრიორიტეტი საწარმოო, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება

person access_time2018-02-23 18:30:51
 „ანაკლია სითიმ“ ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის კვლევის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია BuroHappold Engineering-ი წარადგინა. კომპანიას დაევალება მოამზადოს ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა. ღონისძიება, რომელსაც მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნნენ, „ანაკლია სითის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გახსნა.   როგორც "ანაკლია სითის" დამფუძნებელმა მამუკა...

აშშ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებს ზღუდავს

person access_time2018-02-23 20:00:58
შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს, რომ „ამერიკის მტრების წინააღმდეგ სანქციებით ზემოქმედების“ კანონი (CAATSA) ეფექტური იყოს.  ამისათვის ქვეყნის მთავრობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ არ აწარმოონ ბიზნესი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. „მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს ყველა მისიას დავუგზავნეთ შეტყობინებები. მათ უკვე ჩაუტარდათ ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა...

დასანგრევია თუ არა ახალი შენობები - დეველოპერები სეისმოლოგებს და გეოლოგებს პასუხობენ

person access_time2018-02-23 17:12:52
სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.  გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოტური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. პრობლემა გეოლოგიური დასკვნაა, რომლეიც კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა. გეოლოგიური რევიზია აჩვენებს გრუნტის სახეობას,...

სარესტორნო ბიზნესის მთავარი გამოწვევა მომსახურების ხარისხია

person access_time2018-02-23 16:00:34
დღეს სარესტორნო  ბიზნესი საქართველოში სწრაფად განვითარებადი სფეროა, თუმცა მიუხედავად ასეთი მზარდი ტრენდისა, მომსახურების პრობლემა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.  რატომ დგას ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ  სერვისი და ხარისხი? რა შეიძლება რესტორნის დახურვის მიზეზი გახდეს და რა უნდა გააკეთოს რესტორატორმა საკუთარი ნიშის მოპოვებისთვის, „კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად თავად რესტორატორებს დაუკავშირდა. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ყოველწიურად იზრდება...


მსგავსი სიახლეები