მედპერსონალს კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ - რატომ აფარებს ხელს ჯანდაცვის სამინისტრო ექიმებს

access_time2017-12-28 14:00:21

რამდენიმე დღის წინ თბილიში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ბავშვის ოჯახი მომხდარში მედპერსონალს ადანაშაულებს. მშობლები ეჭვობენ, რომ მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა გახდა.


ბავშვი კლინიკაში პნევმონიის დიაგნოზით პარასკევს მიიყვანეს, თუმცა მდგომარეობის გართულების შემდეგ ის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს. „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, გარდაცვლილის ოჯახი ასევე ითხოვს ბავშვის მკურნალ ექიმებს უფლებამოსილება შეუჩერდეთ. კლინიკა „გლობალ მედიში“ მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კლინიკაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში ექიმს ადანაშაულებდეს. მართალია, სამინისტრო ყველა ამ ფაქტს სწავლობს, თუმცა არსებული სტატისტიკიდან ისეთი სურათი იკვეთება, რომ გარდაცვლილი პაციენტების ოჯახის ბრალდება ხშირად უსაფუძვლოა. არადა, ფაქტები, როდესაც ოჯახის წევრები პაციენტის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ, არც ისე ცოტაა.


2017 წლის 19 ივლისი – თერჯოლის კლინიკაში, ორ წლინახევრის გოგონა ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. დაღუპულის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ბავშვმა ლავიწის ძვალი დაიზიანა, რის გამოც მას ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც ბავშვი დაიღუპა.


2017 წელი 18 ივლისი - რუსთავის კლინიკაში 28 წლის მშობიარე გარდაიცვალა. ექიმების თქმით, ბავშვის გადარჩენა მოხერხდა, დედას ემბოლია განუვითარდა, რამაც სიკვდილი გამოიწვია.


2017 წლის 9 ივლისი – ბათუმში 34 წლის მშობიარე ქალბატონი გარდაიცვალა. პაციენტის ოჯახი მშობიარეს გარდაცვალებაში ექიმს ადანაშაულებდა.



2017 წლის 8 ივლისი – გორის საავადმყოფოში ასაკოვანი ქალბატონი გარდაიცვალა. გარდაცვლილის შვილი მკურნალ ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებდა.


ეს არის მცირე ჩამონათვალი წელს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. ყველა ამ და სხვა ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამსახურმა სპეციალური მოკვლევაც ჩაატარა. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან „კომერსანტისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის მონაცემებით – პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 198 ექიმს დაეკისრა პროფესიული პასუხისმგებლობა, მათ შორის: 105 ექიმს მიეცა „წერილობითი გაფრთხილება, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება, სხვადასხვა ვადით, შეუჩერდა 93 ექიმს. აქედან: 1 თვით - 46 ექიმს, 2 თვით - 32 ექიმს, 3 თვით - 6 ექიმს, 4 თვით - 2 ექიმს, 5 თვით - 2 ექიმს, 6 თვით - 5 ექიმს. სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს, მომართვის საფუძველზე, მიმდინარეობს 27 შემთხვევის შესწავლა, რაც პაციენტის გარდაცვალების ფაქტთან არის დაკავშირებული. მთლიანად კი 2006 წლიდან 2017 წლის 3 აგვისტოს პერიოდში სერტიფიკატი 8 ექიმს გაუუქმდა.


„11 წელიწადში მხოლოდ 8 ექიმისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა რა თქმა უნდა, ცოტაა, რადგან პაციენტის ოჯახების მხრიდან ექიმის დადანაშაულების ფაქტები ბევრად მეტია“, – აცხადებდა მაშინ „კომერსანტთან“ საუბრისას მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე და სამინისტროს ექიმების პროფესიული ზრდისთვის უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდა. მისივე თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში ექიმის კვალიფიკაციის პრობლემა დგას და მის ამაღლებას ხელი სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შეუწყოს.


ექიმების „გადაცდომასთან“ დაკავშირებით „კომერსანტი“ რამდენიმე წელია დაინტერესებულია. ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში პაციენტების დაღუპვის არცერთ ფაქტს, რომელშიც ექიმების ბრალეულობა დადასტურდა, ამ ექიმებისადმი სათანადო სიმძიმის სასჯელი არ მოჰყოლია და საბჭო მაქსიმუმ ლიცენზიის რამდენიმეთვიანი შეჩერებით ან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ჯარიმების დაწესებით შემოიფარგლება. სხვა სადამსჯელო ღონისძიება ექიმების წინააღმდეგ პრაქტიკულად, არ გატარებულა.


ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო პრობლემას ვერ ერევა ან არ სურს, საკითხის გადაჭრა. ფაქტია, რომ ჯანდაცვის სფეროში პრობლემებია და აუცილებელია, მისი სასწრაფოდ მოგვარება. არ შეიძლება პაციენტის ჯანმრთელობის ხელოვნური დამძიმება ექიმის ფინანსური ინტერესი იყოს, არ შეიძლება კლინიკებში მუშაობას აგრძელებდნენ ის ექიმები, რომელთა არაკვალიფიციურობის გამო ასობით პაციენტი იღუპება და ა.შ. აუცილებელია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, კერძოდ კი მინისტრმა სასწრაფოდ მოახდინოს ამაზე მკაცრი რეგირება, სხვა შემთხვევაში, ისიც არაკეთილსინდისიერი ექიმების თუ კლინიკების თანამზრახველი გამოვა.



„კომერსანტი“



კონკურენციის სააგენტომ „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარი დაუშვებლად ცნო

person access_time2018-01-24 11:12:43
კონკურენციის სააგენტომ შპს „სიტროენ ჯორჯიას საჩივარზე მოკვლევა არ დაიწყო და „სიტროენ ჯორჯიას საჩივარი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის დარღვევასთან დაკავშირებით, დაუშვებლად ცნო.   აღნიშნულთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი უცვლელად გთავაზობთ.   „2017 წლის 12 დეკემბერს, შპს „სიტროენ ჯორჯიამ კონკურენციის სააგენტოში წარმოადგინა საჩივარი, რომლის თანახმადაც, ყურადღება...

დავოსში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ალტერნატივა მოიფიქრეს

person access_time2018-01-24 10:50:50
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რომელიც დავოსში გაიხსნა, ქვეყნების ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული შეფასების სისტემაზე ილაპარაკეს. მას მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) უფრო თანამედროვე ანალოგს უწოდებენ. მშპ მთავარი ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება ქვეყნის პოზიცია მსოფლიოში. მას ინკლუზიური განვითარების (Inclusive Development Index) ინდექსი (ან რეიტინგი) უწოდეს. ფორუმის ჩანაფიქრით, მისი მიზანი საზოგადოების ინფორმირება და მდგრადი და ინკლუზიური...

გიორგი კვირიკაშვილი - „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა“

person access_time2018-01-23 21:10:07
კორუფცია არ უნდა განვიხილოთ, როგორც ცალკე გამოწვევა სხვა გამოწვევებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ პანელზე გამოსვლისას განაცხადა.     პრემიერის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოხდა რეფორმების სრული კომპლექსით, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გაატარა.     „საუბარია ეკონომიკის ღიაობაზე, როგორც სატარიფო, ისე არასატარიფო სავაჭრო ბარიერების...

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია დიდი პრობლემაა, რასაც კონსტრუქციული, პრინციპული მიდგომით უნდა გავუმკლავდეთ

person access_time2018-01-23 19:10:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უნდა მოიძებნოს რუსეთთან ისეთი ზონები და არეალი, რომელიც მომავალში შეიძლება გახდეს კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირების პოზიტიური განხილვების დაწყების საფუძველი, ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა დავოსის მსოფლიო...

კორუფციულ გარიგებებში დადანაშაულებულ კომპანიას გზების დეპარტამენტმა ნახევარმილიარდიანი კონტრაქტები გაუფორმა

person access_time2018-01-24 09:50:24
კომპანია, რომელიც თაღლითურ გარიგებებშია მხილებული და „შავ სიაშია შეყვანილი, მის ერთ-ერთ პროექტს კი, „Transparency International-მა „კორუფციის მონუმენტი უწოდა, საქართველოს ცენტრალური ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მსხვილი მშენებელია.   საქართველოში ჩინურ კომპანია „სინოჰიდროს, 2010 წლიდან, რამდენიმე დიდი ტენდერი აქვს მოგებული და ავტომაგისტრალის მნიშვნელოვანი მონაკვეთებიც ააშენა. ის ამჟამად, სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლით გზას და ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს....


მსგავსი სიახლეები