„დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს, რომ დაშვებადი გახდება ნარკოტიკები“

access_time2017-12-28 11:05:46

მართალია კამათის ფონზე, მაგრამ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, პრინციპების დონეზე, მხარი მაინც დაუჭირა.

 

ინიციატივას მხარი დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ხოლო კომიტეტის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან, რომლებიც აღნიშნულ ინიციატივას არ ემხრობიან, სხდომას არ ესწრებოდნენ.

 

კომიტეტის სხდომას არასამთავრობო სექტორისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის გარდა, სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ, ისინი ითხოვენ, რომ არ მოხდეს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება და ცვლილებები ფართო საზოგადოებასთან ერთად განიხილონ.

 


როგორც ჯანდაცვის საპარალამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე განმარტავს, ჯერჯერობით მხოლოდ პრინციპების დონეზე მოხდა მხარდაჭერა. საბოლოო ჯამში იურიდიული კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს. ოდენობები, ისევე, როგორც კონკრეტული სანქციები როგორი უნდა იყოს, ჯერ კიდევ შესათანხმებელია. ზოიძის თქმით, ეს ყველაფერი კონსულტაციის საგნად რჩება.

 

კომიტეტის თავმჯდომარე ასევე ამბობს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის პრინციპები მდგომარეობს იმაში, რომ გრძელდება დაუნდობელი ბრძოლა ნარკოტიკების გაყიდვის, გასაღების, გავრცელების მიმართ, ხოლო ნარკომომხმარებელი არ უნდა დაისაჯოს სისხლის სამართლის კოდექსით.

 

„ეს არ გულისხმობს ლეგალიზაციას. ეს არ გულისხმობს, რომ საჯარო მოხმარება, ჯგუფური მოხმარება, არასრულწლოვნის მიერ მოხმარება, ნარკოტიკების თრობის ქვეშ საჭის მართვა არ იქნება დასჯადი და დამამძიმებელი გარემოება. დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს, რომ დაშვებადი გახდება ნარკოტიკები", - განაცხადა ზოიძემ.

 

შეგახსენებთ იმასაც, რომ 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება დეკრიმინალიზებულია.



3000-მდე ევრო გერმანიის დატოვების სანაცვლოდ - რას სთავაზობს ოფიციალური ბერლინი საქართველოს მოქალაქეებს

person access_time2018-02-22 18:33:19
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: _ „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP). პროგრამა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის ფარგლებში...

„საფინანსო სექტორზე ესტონური მოდელი არ უნდა გავრცელდეს, ბანკებს დამატებითი პრეფერენციები არ სჭირდება“

person access_time2018-02-22 20:05:16
საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2019 წლის ნაცვლად, 2023 წლიდან ამოქმედდება.  სფეროს ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული სექტორისთვის ესტონური მოდელის ამოქმედება საჭიროა და დადებით შედეგებს მოიტანს, თუმცა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ საფინანსო სექტორისთვის მსგავსი ხელშეწყობა საჭირო არ არის. როგორც  „ბიზნესპრესნიუსს“ ფინანსისტმა, არასაბანკო ფინანსურ...

„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“

person access_time2018-02-22 15:00:16
„2012-2017 წლების მონაცემებით სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლები მზარდია“ -ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   მიერ   გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.   ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის, ბოლო მონაცემის შესაბამისად, საქართველოში სულ 98 არხი მაუწყებლობს აქედან 21 ეროვნული ღია საეთერო სატელევიზიო მაუწყებელია. 2012 წლიდან დღემდე ამ სფეროში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება და...

თბილისის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დირექტორი - დოკუმენტში ძირეული ცვლილებები არ იქნება

person access_time2018-02-22 16:38:52
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ძირეული ცვლილებები არ იქნება, - ამის შესახებ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.  სალუქვაძის განმარტებით, ძირეული შენიშვნები დედაქალაქის მერიას არ ჰქონია, ამიტომ გენგეგმაში ძირეული ცვლილებებიც არ იქნება.  „შენიშვნა თუ არ იწვევს ძირეულ ცვლილებას, ბუნებრივია, ეს არც იქნება. იქ იყო რიგი საკითხების დაზუსტებები, დაკონკრეტება და...

მაღალი ტარიფები თბილისის აეროპორტში - TAV Georgia Ryanair-ს პასუხობს

person access_time2018-02-22 13:55:32
„ყველა აეროპორტს აქვს თავისი საფასო პოლიტიკა, რომელიც ავიაკომპანიასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - ასე ეხმაურება „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანია Ryanair-ის  მიმართულებათა განვითარების ხელმძღვანელ  ნილ ოკონერმის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ  საქართველოში შემოსვლას ამ ეტაპზე არ აპირებს და ამის ერთ-ერთ მიზეზად თბილისის აეროპორტში არსებულ მაღალ ტარიფებს ასახელებს.   „ტავ...


მსგავსი სიახლეები