სურსათის ეროვნული სააგენტო: „სელია“ კვლევის დამთავრებამდე არ გამოიყენოთ

access_time2017-12-14 11:32:40

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქაძე მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს, თუ მათ „ლაქტალისის“ მიერ წარმოებული, ექვს თვემდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი „სელიას“ ლაქტოზაგამოცლილი მშრალი ფორმულა ნაყიდი აქვთ და სახლში უდევთ, კვლევის დამთავრებამდე არ გამოიყენონ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.


„ეს არის თუნუქის ქილაში, პლასტმასის სახურავით, 400 და 900–გრამიანი შეფუთვები. ვაკონკრეტებ, რომ ეს რძე არ არის“, – განაცხადა მიქაძემ.


როგორც მან აღნიშნა, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ევროკავშირის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების ცენტრიდან ინფორმაცია გუშინწინ შევიდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ 26 ბავშვის სალმონელა–აგუნათიავადობას ფრანგული კომპანია „ლაქტალისის“ მიერ წარმოებულ, ექვს თვემდე ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილ მშრალ რძეს უკავშირებდნენ.


შეტყობინების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება დაიწყო, რაც პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა–ამოღების პროცედურების დაწყებას ითვალისწინებს.



კომპანია „ლაქტალისის“ წარმომადგენლობას საქართველოში, „ლაქტალის ჯორჯიას“ შეტყობინების მიღებისთანავე შევატყობინეთ და მათ ბაზარზე პროდუქციის აკრძალვა–ამოღების პროცედურა მაშინვე დაიწყეს. ის პროდუქცია, რაც ცენტრალურ საწყობში ჰქონდათ, ყველაფერი დალუქულია და მიმდინარეობს იმის ამოღება, რაც ქსელში გაშვებული ჰქონდათ. ამოღების პროცედურა ერთი და ორი საათის ამბავი არ არის. ამას დრო სჭირდება“, – განაცხადა გიორგი მიქაძემ.


ფრანგული კომპანია Lactalis ბავშვთა კვების პროდუქციას პარტიებს უკან გაიტანს. ამის მიზეზი რამდენიმე ქვეყანაში სალმონელას ბაქტერიის გავრცელება გახდა.


ბავშვთა კვების​ პროდუქტებში Celia, Picot, Milumel-ში აღმოჩენილ სალმონელას ბაქტერიასთან დაკავშირებით, ფრანგული კომპანიის Lactalis-ი განცხადებას ავრცელებს და რეკომენდაციებს გასცემს. Lactalis მომხმარებლებს მოუწოდებს, Celia-ს, Picot-ისა და Milumel-ის პროდუქცია არ გამოიყენონ.


საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაზრიდან ფრანგული კომპანია Lactalis-ის პროდუქციის გამოთხოვის პროცესი მიმდინარეობს.


ამასთან, მსხვილმა ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა საკუთარი სააფთიაქო ქსელებიდან „ლაქტალისის“ წარმოების ბავშვთა კვების, კერძოდ „სელიას“ (Celia) რძის ფხვნილის რეალიზაცია შეწყვიტეს.



1tv.ge



EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში CASINO JEWEL იხსნება

person access_time2018-01-22 13:30:23
სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL შემოდის. ამ ეტაპზე სასტუმროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ კაზინო ხვალ, 23 იანვარს გაიხსნება. როგორც ირკვევა, კაზინოს ეს ბრენდი საძიებო სისტემა Google-სა და Wikipedia-ში არ იძებნება. არსებობს მხოლოდ FB გვერდი, რომელიც სულ რამდენიმე თვის შექმნილია. შეგახსენებთ, „კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისში სასტუმრო Biltmore...

კახა კალაძე: „თბილისის გენგეგმის შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან“

person access_time2018-01-22 12:20:54
თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანზიაციები და ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რომელმაც თბილისის სწორი და გრძლევადიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს. მოგეხსენებათ, კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45 დღიანი ვადა ითხოვა, რაზეც მერიამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების...

ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

person access_time2018-01-22 12:00:01
თბილისში, ძველ იპოდრომთან,  ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება.   თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა  გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების  შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს.   პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და...

„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

person access_time2018-01-22 10:30:37
საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით  შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ...


მსგავსი სიახლეები