თბილისის საკრებულოს ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს

access_time2017-12-13 20:00:07

თბილისის საკრებულოში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. საკრებულოს ინფორმაციით, დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე დღეს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე სატრანსპორტო საკითხთა კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.

 

საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის პროექტი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა წარუდგინა. გაიოზ თალაკვაძის განცხადებით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენისთვის ბიუჯეტში 130 მილიონ 531 ათასი, ხოლო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრებისთვის 195 მილიონ 642 ათასი ლარია გამოყოფილი.

 

როგორც სხდომაზე აღინიშნა, გზების კაპიტალურ შეკეთებასთან ერთად, ლაგუნასთან გზის გაფართოებაა დაგეგმილი, გაზრდილი ოდენობით არის წარმოდგენილი კახეთის გზატკეცილის (მარჯვენა) სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციაც.

 

დოკუმენტის მიხედვით, ასევე ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლოატაცია და ავარიული შენობების გამაგრება განხორციელდება.

 

ბიუჯეტში მეტროს სადგურების ზედა და ქვედა ვესტიბიულების კაპიტალური შეკეთების სამუშაოებია გათვალისწინებული.


 

პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება უკვე დაწყებული პროექტების დაფინანსებაც, როგორიცაა ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების, ასევე ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე სახლების რეაბილიტაცია.

 

დაგეგმილია ახალი პროექტების დაწყებაც, მათ შორის მშრალი ხიდისა და გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, თბილისში, ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობა და გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე, მდ. გლდანულაზე არსებული ხიდების რეკონსტრუქცია.

 

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დეპუტატებმა ყველა საკითხი დეტალურად განიხილეს, საკუთარი წინადადებები წარმოადგინეს და ბიუჯეტის პროექტს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.


როგორც საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, 2018 წლის ბიუჯეტი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაზე იქნება ორიენტირებული, რაც სრულად ასახავს იმ დაპირებებს, რომლებიც ქართული ოცნების გუნდმა წინასაარჩევნოდ გააჟღერა.

 

გაერთიანებული კომისიების სხდომას, რომელსაც ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე და სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო ისაკაძე ხელმძღვანელობდნენ, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 



EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში CASINO JEWEL იხსნება

person access_time2018-01-22 13:30:23
სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL შემოდის. ამ ეტაპზე სასტუმროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ კაზინო ხვალ, 23 იანვარს გაიხსნება. როგორც ირკვევა, კაზინოს ეს ბრენდი საძიებო სისტემა Google-სა და Wikipedia-ში არ იძებნება. არსებობს მხოლოდ FB გვერდი, რომელიც სულ რამდენიმე თვის შექმნილია. შეგახსენებთ, „კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისში სასტუმრო Biltmore...

კახა კალაძე: „თბილისის გენგეგმის შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან“

person access_time2018-01-22 12:20:54
თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანზიაციები და ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რომელმაც თბილისის სწორი და გრძლევადიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს. მოგეხსენებათ, კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45 დღიანი ვადა ითხოვა, რაზეც მერიამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების...

ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

person access_time2018-01-22 12:00:01
თბილისში, ძველ იპოდრომთან,  ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება.   თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა  გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების  შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს.   პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და...

„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

person access_time2018-01-22 10:30:37
საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით  შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ...


მსგავსი სიახლეები