აიეტ კუკავა: „საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია“

access_time2017-12-14 10:20:32

„საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია. ჩვენთან საერთაშორისო კონფერენციები როდესაც იმართება, წარმოუდგენელია იპოვო ნორმალური სასტუმრო, სადაც 1000 დელეგატი დაეტევა“, - ამის შესახებ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტი კუკავამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა. რაც შეეხება მიმდინარე წლის შეფასებას, მისი თქმით, წელი წარმატებულად მაშინ ჩაითვლება, როდესაც სოციალური პრობლემები მოგვარდება.


 „მცირედით განვითარების წელი იყო. ბევრი დადებითი რამ მოხდა, თუმცა რეგიონში გარკვეული კუთხით პოზიციებს ვკარგავთ. ქვეყანა უნდა გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნიდან მოსახლეობა გავა, კვალიფიკაციის ხარისხი არ მოიმატებს. მოსახლეობა იკლებს, ადამიანებს მომავლის განცდა არ აქვთ. არ არის დარგები, სადაც შესაბამის ხელფასს სთავაზობენ. მნიშვნელოვანი, რომ მოსახლეობა ქვეყანაში დარჩეს და იყოს დასაქმებული. მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიჩნევდი წელს წარმატებულად. იმედი მაქვს, რომ მომავალ წლებში მეტი ეფექტი გვექნება“, - აცხადებს კუკავა.


მისი თქმით, სხვადასხვა გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება, მცირე ბიზნესი ადვილად ადაპტირებას ვერ ახდენს. მსხვილ ბიზნესს კი ეს შედარებით უადვილდება.



 „ამ ეტაპზე პატარა კომანიებისთვის ცვლილებებთან ადაპტირება რთულია. დიდ კომპანიებს უფრო უადვილდებათ, რომლებსაც დაკომპლექტებული გუნდი და ბევრი რესურსი აქვთ. უკეთესი იქნება ეკონომიკა უფრო დივერისიფიცირებული იყოს, მეტი დარგი იყოს კონკურენტუნარიანი, რაც საბოლოო ჯამში სტაბილურობის საწინდარია. ზოგადად უნდა იყოს დიდი ცვლილებები და მერე ნელ-ნელა უმჯობესდებოდეს, ყოველდღე ცვლილებები არ შეიძლება, ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორიც მუდმივი ცვლილებების პირობებში იღლება და არ აქვს განცდა, რომ გრძლევადიან გეგმაზე იფიქროს. აქ იგულისხმება სამთავრობო ცვლილებები, საკანონმდებლო ცვლილებები და სხვა“, - აღნიშნავს კუკავა.


მისივე თქმით, ქვეყანა რეგიონული ცენტრი უნდა გახდეს, რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს.


„გვაქვს შანსი, რომ რეგიონული ცენტრი გავხდეთ და ამ მიმართულებით ბევრია გასაკეთებელი. მათ შორის, უნდა გაკეთდეს რეგიონალური ბირჟა. ყველაზე კარგ ფინანსისტებს, აუდიტორულ კომპანიებს, საინვესტიცო ბანკებს, საბროკერო კომპანიებს საქართველო მოიზიდავს, ყველაზე მაღალი ხელფასი ამ სფეროში იქნება. უძრავი ქონების ფასი გაიზრდება, საოფისე ფართების ფასი აიწევს. ჩვენთან საერთაშორისო კონფერენციები როდესაც იმართება, წარმოუდგენელია იპოვო ნორმალური სასტუმრო, სადაც 1000 დელეგატი დაეტევა. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. მითუმეტეს დელეგატები ოჯახებთან ერთად ჩამოდიან. ისინი შეიძლება საქართველოს ღირსშესანიშნავ ადგილებს ეწვიონ, კურორტებს, ოპერას თუ სხვა სახელოვნებო სფეროებს, რაც ქვეყანაში დამატებით ფულს შემოიტანს. ამიტომაც რაც მეტი ფორუმი და საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება, მით უკეთესია, მაგრამ ამ ეტაპზე მასშტაბურ ღონისძიებებს რომ ვუმასპინძლოთ, ამის რესურსი არ გვაქვს“, - აღნიშნავს აიეტი კუკავა.



„კომერსანტი“



EBRD-მა ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადაავადა

person access_time2018-01-22 15:00:04
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესის დაფინანსებისთვის $214 მილიონის სესხის გამოყოფაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების თარიღი 2017 წლის 31 იანვრამდე გადაავადა.   EBRD-ის პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ნენსკრაჰესის დაფინანსებაზე თანხმობა 2015 წლის 12 მაისს, თბილისში გამართული EBRD-ის ფორუმის ფარგლებში განაცხადა. მას შემდეგ ბანკი პროექტის გარემოზე ზეგავლენის ტექნიკურ დეტალებს სწავლობს. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ჰესს ელექტროენერგიის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში CASINO JEWEL იხსნება

person access_time2018-01-22 13:30:23
სასტუმრო Biltmore Tbilisi-ში კაზინოს ახალი ბრენდი JEWEL შემოდის. ამ ეტაპზე სასტუმროში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ კომენტარს ვერ აკეთებენ, თუმცა, აცხადებენ, რომ კაზინო ხვალ, 23 იანვარს გაიხსნება. როგორც ირკვევა, კაზინოს ეს ბრენდი საძიებო სისტემა Google-სა და Wikipedia-ში არ იძებნება. არსებობს მხოლოდ FB გვერდი, რომელიც სულ რამდენიმე თვის შექმნილია. შეგახსენებთ, „კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისში სასტუმრო Biltmore...

კახა კალაძე: „თბილისის გენგეგმის შეფასების პროცესში უცხოელი ექსპერტები ჩაერთვებიან“

person access_time2018-01-22 12:20:54
თბილისის მიწათსარგებლობის გეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანზიაციები და ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „თბილისის მიწათსარგებლობის გეგმა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, რომელმაც თბილისის სწორი და გრძლევადიანი განვითარება უნდა უზრუნველყოს. მოგეხსენებათ, კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45 დღიანი ვადა ითხოვა, რაზეც მერიამ თანხმობა განაცხადა. ჩვენ ვაცნობიერებთ საზოგადოების...

ძველ იპოდრომთან ახალი ესტაკადა აშენდება

person access_time2018-01-22 12:00:01
თბილისში, ძველ იპოდრომთან,  ცინცაძისა და კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ახალი ესტაკადა აშენდება.   თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ახალი ესტაკადა  გზის საცობებისგან განტვირთვას და სატრანსპორტო ნაკადების  შეუფერხებლად გატარების უზრუნველყოფს.   პროექტით, ესტაკადის მეშვეობით ცინცაძის ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩისკენ სატრანსპორტო ნაკადების გატარების ყოველგვარი საკონფლიქტო წერტილების გარეშე უნდა მოხდეს, გარდა ამისა ესტაკადის ქვეშ შეფერხებისა და...

„ეკომ“ საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის იმპორტი დაიწყო

person access_time2018-01-22 10:30:37
საქართველოს ბაზარზე ახალი თაობის საწვავის  იმპორტი დაიწყო და ამიერიდან “ეკოს” ავტოგასამართ სადგურზე ვაჟა-ფშაველას გამზირ #27-ში ახალი თაობის, ევროპული სტანდარტის „ეკო რეისინგი 98“ (სუპერი), „95 ეკონომი“ (პრემიუმი) და „დიზელ ეკონომი“ (ეკო დიზელი) ერთგულ მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მეტი კილომეტრი განვლონ თითოეულ ლიტრზე და შესაბამისად შეამცირონ საწვავის ხარჯი, 15%-ით  შეამცირონ ავტომობილის ძრავის ხმაური, მნიშვნელოვნად შეამცირონ გამონაბოლქვი და გაუფრთხილდნენ...


მსგავსი სიახლეები