გაზიფიცირება სოფლებში და რეაბილიტირებული სკოლები - სიმონ ნოზაძის საქმიანობის ერთი წელი ხაშურში

access_time2017-12-07 19:00:50

ახალი პარლამენტის ამოქმედებიდან ერთი წელი გავიდა. „კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ რა გააკეთეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა 2016 წლის 8 ოქტომბრიდან დღემდე, რას ასახელებენ რაიონის მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად. ასევე, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა რაიონის მოსახლეობისთვის და როგორ აპირებენ მის მოგვარებას?


ამჯერად გთავაზობთ №43-ე ხაშურის რაიონის მაჟორიტარულ ოლქში განხორციელებული სამუშაოების მიმდინარეობას. „კომერსანტთან“ საუბრისას, მაჟორიტარი დეპუტატი სიმონ ნოზაძე ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად - ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას მიიჩნევს. 


ნოზაძის განცხადებით, უშუალოდ მისი ინიციატივით ხორციელდება ხაშურის რამდენიმე სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები. საუბარია, რაიონის ჩრდილოეთ ნაწილზე, სადაც ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ არსებობდა. ნოზაძე აცხადებს, რომ დაზოგილი სახსრების ხარჯზე პრობლემა ენერგეტიკის სამინისტროს და გაზის ტრანპორტირების კომპანიის დახმარებით მოგვარდა. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით საპროექტო სამუშაოები დასრულებულია, გამოცხადებულია ტენდერი და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.


მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ასევე მისი ინიციატივით მიმდინარეობს მუშაობა სურამის განვითარების გეგმაზე. ნოზაძის განცხადებით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს კურორტის ტურისტული პოტენციალის გამოყენება. მისი მტკიცებით, კურორტის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს ადგილობრივი ბიზნესმენებიც შეიტანენ. ნოზაძის განცხადებით, სურამის განვითარების გეგმის ფარგლებში შესაძლოა, ქვიშხეთისა და ტაშისკრის განვითარებაც მოხდეს.



სიმონ ნოზაძის განცხადებით, ხაშურის რაიონში რეაბილიტირდა 4  და აშენდება ერთი სკოლა. ასევე მიმდინარეობს საბავშვო-ბაღების რეაბილიტაციაც.


დეპუტატი ხაშურის რაიონში ყველაზე დიდ გამოწვევად წყალომარაგების სისტემის და 24-საათიან წყალომარაგების არარსებობას ასახელებს. ნოზაძის ინფორმაციით, ამ მიმართულებით მოსამზადებელი სამუშოები უკვე დაწყებულია. „ეს არის საკმაოდ ძვირადღირებული პროექტი და ამ მიმართულებით მსოფლიო ბანკი და სხვა დონორები თანხებს მომავალ წელს გამოყოფენ. საპროექტო სამუშოებისთვის დაახლოებით 1 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. როგორც კი პროექტი გაკეთდება, შემდეგ თანხებიც გამოიძებნება. ჯერ უნდა მომზადდეს პროექტი. წყალი ყველა ოჯახს და ეზოს უნდა მიუყვანონ“-აცხადებს ნოზაძე.


ასევე საკმაოდ მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა. შედეგად ნოზაძე აცხადებს, რომ დიდი სურვილია ხაშურში გაიხსნას პროფესიული სასწავლებელი, რომელიც საზოგადოებას სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით მოამზადებს. „ხაშურში სოფლის მეურნეობა საკმაოდ კარგად ვითარდება, ამიტომ მინდა მომზადდეს აგრონომები. საინტერესო იქნება ძიძების ჯგუფის გახსნა, რომელზე მოთხოვნაც განსაკუთრებთ სეზონზე იქნება. მნიშვნელოვანია რკინიგზისთვის სათანადო სპეციალისტების მომზადება“-აცხადებს ნოზაძე.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 



დავით მესხიშვილი: მთაწმინდაზე მთლიანად ქედის დემონტაჟია დაგეგმილი

person access_time2018-02-23 19:20:53
თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე კლდეზე მიმდინარე სამუშაოების ამსახველ კადრებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ მიმდინარე სამუშაოები საფრთხის შემცველია. ასოციაციის თავმჯდომარის, დავით მესხიშვილის განმარტებით, მთაწმინდის ქედის ნგრევის აქტიური სამუშაოები დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო. ჩვენ გუშინ ადგილზე ვნახეთ ეს პროცესი და უკიდურესად მძიმე სიტუაცია, რადგან მეწყერსაშიში ზონებია და აქ...

მამუკა ხაზარაძე : „ანაკლია სითის“ განაშენიანების პრიორიტეტი საწარმოო, ლოჯისტიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება

person access_time2018-02-23 18:30:51
 „ანაკლია სითიმ“ ანაკლიის ქალაქგეგმარებითი კონცეფციის კვლევის საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია BuroHappold Engineering-ი წარადგინა. კომპანიას დაევალება მოამზადოს ქალაქ ანაკლიის ეკონომიკური ანალიზი, პროექტის განხორციელებადობის კვლევა და გენერალური გეგმა. ღონისძიება, რომელსაც მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნნენ, „ანაკლია სითის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გახსნა.   როგორც "ანაკლია სითის" დამფუძნებელმა მამუკა...

აშშ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებს ზღუდავს

person access_time2018-02-23 20:00:58
შეერთებული შტატები ყველანაირად ცდილობს, რომ „ამერიკის მტრების წინააღმდეგ სანქციებით ზემოქმედების“ კანონი (CAATSA) ეფექტური იყოს.  ამისათვის ქვეყნის მთავრობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ არ აწარმოონ ბიზნესი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან. „მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს ყველა მისიას დავუგზავნეთ შეტყობინებები. მათ უკვე ჩაუტარდათ ინსტრუქციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა...

დასანგრევია თუ არა ახალი შენობები - დეველოპერები სეისმოლოგებს და გეოლოგებს პასუხობენ

person access_time2018-02-23 17:12:52
სამშენებლო ბუმი, რომელმაც დედაქალაქი მთლიანად მოიცვა, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს.  გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოტური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს. პრობლემა გეოლოგიური დასკვნაა, რომლეიც კორპუსის მშენებლობამდე გაიცემა. გეოლოგიური რევიზია აჩვენებს გრუნტის სახეობას,...

სარესტორნო ბიზნესის მთავარი გამოწვევა მომსახურების ხარისხია

person access_time2018-02-23 16:00:34
დღეს სარესტორნო  ბიზნესი საქართველოში სწრაფად განვითარებადი სფეროა, თუმცა მიუხედავად ასეთი მზარდი ტრენდისა, მომსახურების პრობლემა მაინც მთავარ გამოწვევად რჩება.  რატომ დგას ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ  სერვისი და ხარისხი? რა შეიძლება რესტორნის დახურვის მიზეზი გახდეს და რა უნდა გააკეთოს რესტორატორმა საკუთარი ნიშის მოპოვებისთვის, „კომერსანტი“ დეტალების გასარკვევად თავად რესტორატორებს დაუკავშირდა. როგორც გამოკითხულთა უმრავლესობამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ყოველწიურად იზრდება...


მსგავსი სიახლეები