„Georgia Welcomes You“ – ნიდერლანდებში, საქართველოს საელჩოს ახალ შენობაში ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის პრეზენტაცია გაიმართა

access_time2017-11-20 15:58:45

„Georgia Welcomes You“ ამ სახელწოდებით ნიდერლანდებში, საქართველოს საელჩოს ახალ შენობაში ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის პრეზენტაცია გაიმართა.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია ჰოლანდიელ ტუროპერატორებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თორნიკე ზირაქიშვილმა მიაწოდა.

საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსმა საქართველოს ტურისტული სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაციის შემდეგ 2016 წელს საქართველოს მე-6 000 000 საერთაშორისო მოგზაურმა ჯესპერ ბლექმა სტუმრებს საქართველოში მოგზაურობისა და სიურპრიზის შესახებ უამბო.


ჰააგაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსათვის ტურიზმის როლზე ისაუბრა საქართველოს ელჩმა ნიდერლანდებში კონსტანტინე სურგულაძემ.


ღონისძიებაზე გათამაშდა საქართველოს ავიახაზების მიერ დაწესებული პრიზი -ორი ავიაბილეთი საქართველოში, რომელიც მაიელინ დე ლარამ და კეიტ ბელამიმ მოიგეს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები.

 

 



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები