ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა

access_time2017-11-18 12:53:03

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციას ტრაპიზონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უმასპინძლეს. როგორც „კომერსანტს" აჭარის მთავრობიდან აცნობეს, პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ აჭარის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მიმართა და საქართველოში შექმნილი საინვესტიციო კლიმატისა და აჭარის რეგიონში მიმდინარე წარმატებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

 

"საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით, აჭარის რეგიონი მართლაც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. აქ ყველა ის პირობაა შექმნილი,რომელიც საჭიროა ბიზნესის წარმოებისთვის: სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა, უსაფრთხოების მაღალი დონე, ბიზნესის კეთების სიმარტივე (მსოფლიოში მე-9 ადგილი), ეფექტური საჯარო სამსახურები, ლიბერალური კანონმდებლობა. ევროპასთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ჩინეთთან და სხვა გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია საბაჟო მოსაკრებლების გარეშე გავიდეს 900 მილიონიან მომხმარებლიან ბაზარზე. ეს თავის მხრივ დიდ პოტენციალს უჩენს საქართველოს, როგორც სავაჭრო ჰაბს" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და იმედი გამოთქვა, რომ მეზობელ რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ეფექტური და ნაყოფიერი იქნება.

 

 

ორდღიანი ვიზიტის დასასრულს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეზობელი რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები დადებითად შეაფასა. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში ჩვენი რეგიონისათვის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული.

 

 

„ორი დღის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გავმართეთ სავაწრო-ეკონომიკური, ასევე, კულტურულ-საგანმანათლებლო მიმართულებებით. პირველ რიგში ვისაუბრეთ სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე. ართვინის გუბერნატორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება გაიმართოს პერმანენტული ორმხრივი შეხვედრები, სადაც საბაჟოზე არსებული მდგომარეობა იქნება განხილული. ერთ-ერთი მთავარი თემა, ეს არის საკრუიზო ტურიზმი. ჩვენ შევთახმდით პორტის ხელმძღვანელობასთან, რომ გავმართავთ საქმიან შეხვედრას, სადაც განვიხილავთ ახალ საკრუიზო მარშუტის შექმნის საკითხს. ჩვენი სურვილია შავ ზღვაში შემოსულ ლაინერებს შევთავაზოთ ტრაპიზონი, შევთავაზოთ ბათუმი. ამ საკითხზე ჩვენ გვექნება მსჯელობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, საუბარია ბულგარეთზე, უკრაინასა და რუმინეთზე, რომლებიც ასევე ჩაერთვებიან ამ ტურისტულ მარშრუტში"- აცხადებს ზურაბ პატარაძე.

 

 

 

 



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები