„აზიური ფაროსანა ახლა მიძინებულია, შესაბამისად, ზამთრის პერიოდში მასთან აქტიური ბრძოლა ვერ მოხდება“

access_time2017-11-14 16:38:24

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ზამთარში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის აქტიური მეთოდები არ გატარდება.

 


მინისტრის განმარტებით, მიზეზი ის არის, რომ მავნებელი ამ სეზონზე მიძინებულია. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტრო გაერთიანებული მენეჯმენტის პირობებში მავნებელთან ბრძოლისთვის ღონისძიებების გასატარებლად ზამთარში მეტად მოემზადება.

 

 

როგორც იცით, მავნებელი ახლა მიძინებულია. შესაბამისად, მასთან აქტიური ბრძოლა ვერ მოხდება ზამთრის პერიოდში, თუმცა ჩვენთვის ეს არის, ალბათ, ყველაზე უფრო დაკავებული პერიოდი, რადგან მთელი რიგი ღონისძიებების მომზადება მოხდება ზუსტად ამ პერიოდში, მათ შორის, ფიტოსანიტარული სამსახურის გაძლიერება. ამ შემთხვევაში, ლოგიკურიცაა, როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ მავნებელზე, რომელიც წარმოადგენს მცენარეებისთვის რისკს, მცენარეთა დაცვა ერთიან კომპლექსში უნდა წარმოვიდგინოთ, იგივე სატყეო სივრცეებში და ამ გაერთიანებული მენეჯმენტის პირობებში, ასეთი ტიპის ღონისძიებების გატარება გაადვილებული იქნება, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

 

ბიზნესპრესნიუსი

 

 

 

 

 

 

 

 



„გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან“ - შს მინისტრი ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

person access_time2017-11-23 11:47:50
საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან, - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, საქართველოს გარდა, რომელ ქვეყნებში მიმდინარეობს გამოძიება გუშინ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით. „იყო ნათქვამი და ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სხვა ქვეყნებშიც - საქმე გვაქვს საერთაშორისო ტერორიზმის ფაქტთან. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება იმას, შეგვიძლია თუ არა...

„ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს„

person access_time2017-11-22 20:59:28
ქალაქში გადაადგილება არის უსაფრთხო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რაიმე შიშის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა რეფერალურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც დაჭრილი სამართალდამცველები მოინახულა. მან დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა, ასევე მადლობა გადაუხადა სუს-სა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის თანამშროლებს. „როგორც იცით, დასრულდა სპეცოპერაცია. სამწუხაროდ, გვაქვს მსხვერპლი - სპეცრაზმის ერთი თანამშორმელი დაიღუპა....

კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი, ლიკვიდირებულია - 3

person access_time2017-11-22 19:11:07
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის 1 წევრი და 3 ლიკვიდირებულია - ამის შესახებ 19 საათზე გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.   მისი ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 თანამშრომელი და 2 დაიჭრა. დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 თანამშრომელიც....

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს

person access_time2017-11-22 18:22:13
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობდა, საჭიროების შემთხვევაში, დედაქალაქის მერია დროებითი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.    როგორც მან აღნიშნა, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შესახებ განმარტებას შესაბამისი სტრუქტურები გააკეთებენ და საზოგადოებას მომხდარის შესახებ ინფორმაციას...

როგორ გამოიყურება თსუ-ს ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც უახლოეს დღეებში მიიღებს ახალგაზრდებს (ფოტო)

person access_time2017-11-23 18:30:25
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 320-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომელიც ლისის ტბის მიმდებარედ აშენდა, ჯერ არ გახსნილა. თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ინვენტარის შეტანისა და სტუდენტთა რეგისტრაციის პროცესი უკვე დასრულებულია, - ამჟამად მიმდინარეობს სტუდენტთა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით შერჩევა და მათი შესახლება უახლოეს დღეებში მოხდება, - განმარტავენ თსუ-ში. ახალი სტუდენტური...


მსგავსი სიახლეები