პრემიერმა სამთავრობო ცვლილებების ახალი ტალღა გამოაცხდა

access_time2017-11-13 11:07:20

პრემიერმა სამთავრობო ცვლილებების ახალი ტალღა გამოაცხადა.

 

გიორგი კვირიკაშვილმა ოფიციალურად განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. უკვე ცნობილია, რომელი სამინისტრო განაგრძობს დღევანდელი ფორმით ფუნქციონირებას და რომელი არა, ასევე გაირკვა მოქმედი მინისტრებიდან ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას, ან რა ფორმით დარჩებიიან ისინი ხელისუფლებაში. 

 

დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ - 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.

 

ერთიანდებიან ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები. ამ შერწყმის შედეგად მიღებულ უწყებას, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. ფინანსთა მინისტრის თანამდებობას „საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე დაიკავებს.

 

ცვლილებების თანახმად, შს სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმა ხდება. რეორგანიზაციის შედეგად კი, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი, მღებრიშვილს ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია ჩაანაცვლებს.


 

ერთ უწყებად ერთიანდება კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროები, რომელსაც მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. შესაბამისად, სამინისტროს გარეშე რჩება ტარიელ ხეჩიკაშვილი. რაც ეხება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავა თანამდებობას დატოვებს. მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი შეცვლის. ცნობისთვის, ახალგაზრდულ საქმეთა კომპონენტი, განათლების სამინისტროს სტრუქტურაში შევა. 

 

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გაერთიანებულ უწყებას ლევან დავითაშვილი უხელმძღვანელებს. 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მას ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.

 

თავდაპირველი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეერწყმებოდა, რომელსაც თეა წულუკიანი უხელმძღვანელებდა, კახა კახიშვილი კი ახალი საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელად უნდა დანიშნულიყო, რომლის შექმნაც მთავრობას დაანონსებული აქვს. თუმცა, კახა კახიშვილი თანამდებობას ინარჩუნებს.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ეს ცვლილებები ბიუროკრატიის შემცირებით არის განპირობებული, სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებული არიან, რომ მოხდება ხარჯების მაქსიმალური ოპტიმიზაცია, რაც მთავრობის ეფექტურობას გაზრდის.

 

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები