„დეპოზიტების დაზღვევა ბანკებს დიდ ხარჯად არ დააწვება“

access_time2017-11-10 12:51:26

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ დეპოზიტების დაზღვევის ფონდში ინვესტირებული თანხები იყოს დაცული, იყოს ლიკვიდურ აქტივებში ინვესტრებული და ამ ყველაფერს თან უნდა ახლდეს მომგებიანობა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა ოთარ ძიძკაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, პირველ წელს ფონდში მობილიზებული თანხა 12-13 მლნ ლარი იქნება, რაც მისი თქმით, საბანკო სისტემისთვის არ იქნება დიდი თანხა, რადგან მომგებიანობის მაჩვენებლები საბანკო სექტორის საკმაოდ გაუმჯობესებულია.


„ეს დიდ ხარჯად არ დააწვება საბანკო სექტორს. იმდენად მცირედი ხარჯია, რომ ამით მანიპულირება არასწორი იქნება. თუ სექტორის მომგებიანობა ჯამური არის 800 მილიონზე მეტი 12 მილიონი არ არის ის ხარჯი, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საპროცენტო განაკვეთებზე.



ამ სისტემით ბანკებს გრძელვადიან რესურსზე ხელმისაწვდომობა გაეზრდებათ.


სააგენტო შეიმუშავებს საინვესტიციო სტრატეგიას რასაც გააცნობს სამეთვალყურეო საბჭოს და ამ პრინციპებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს სააგენტო“, - ამბობს ოთარ ძიძკაშვილი.

 

bm.ge

 

 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები