Paradise Papers - აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს, სავარაუდოდ, რუსულ ნავთობქიმიურ ჰოლდინგ „სიბურთან“ საქმიანი ურთიერთობები აქვს

access_time2017-11-06 11:54:24

აშშ-ის ვაჭრობის მინისტრ უილბუს როსს, სავარაუდოდ, რუსულ ნავთობქიმიურ ჰოლდინგ „სიბურთან" საქმიანი ურთიერთობები აქვს. ამის შესახებ ნათქვამია Paradise Papers-ის მასალებში, რომლებიც გუშინ ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICJI) გაავრცელა. ორგანიზაციამ ბერმუდის კუნძულებზე მდებარე იურიდიული ფირმა Appleby-ს 7 მილიონ დოკუმენტზე მიიღო წვდომა.

 

 

ICJI-ის ინფორმაციით, ოფშორული საწარმოების გზით როსი სანაოსნო ფირმა Navigator Holdings-ში ფლობს წილს. ეს კომპანია კი ჰოლდინგ „სიბურთან" კონტრაქტების შედეგად „მილიონობით დოლარს შოულობს" (68 მილიონი დოლარი 2014 წლიდან).

 

 

„სიბური" - რუსეთისა და აღმოსავლეთის ევროპის უმსხვილესი რუსული ნავთობქიმიური კომპანიაა. ამ ჰოლდინგის 17%-ს რუსი ბიზნესმენი გენადი ტიმჩენკო ფლობს, რომლის წინააღმდეგაც აშშ-ს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო სანქციები აქვს დაწესებული.

 


 

ამასთან, ვაჭრობის მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დამტკიცებამდე როსს ამის შესახებ კონგრესისთვის არ უცნობებია.

 

 

ICJI-ის მტკიცებით, მინისტრს აქვს „ინტერესთა პოტენციური კონფლიქტები", ვინაიდან ის „აშშ-სა და რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში მთავარ როლს თამაშობს".

 

IPN.GE

 

 

 



მერია „სითი პარკს“ სიურპრიზს უმზადებს

person access_time2018-02-19 08:50:27
დაახლოებით ერთ თვეში,თბილისის მერია „სითი პარკთან“ დაკავშირებით ახალ დეტალებს გაასაჯაროებს. „კომერსანტის“ მცდელობის მიუხედავად, მერიაში სიახლის დაკონკრეტებისაგან თავი შეიკავეს.  „ახლა „სითი პარკთან“ დაკავშირებით  გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს, სამუშაო პროცესია, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით დეტალებს. დაახლოებით ერთ თვეში საზოგადოებას შევატყობინებთ ახალ ინფორმაციას“, - განაცხადეს მერიაში. „კომერსანტი“ დამატებითი ინფორმაციისათვის „სითი პარკს“...

„ბიტკოინი: იყავი საკუთარი თავის ბანკი“ – უქმნის, თუ არა კრიპტოვალუტა ბანკებს საფრთხეს?

person access_time2018-02-18 20:00:02
“Bitcoin: Be your own bank“...

გერმანიის შს მინისტრი - თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ, ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული

person access_time2018-02-18 09:05:44
თუ ვიზის დამრღვევთა რიცხვი გაიზრდება, შემდეგ ჩვენ ამ მექნიზმის ამოქმედებას დავიწყებთ . ასე, რომ ყველაფერი საქართველოზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომაზ დე მაიზერმა ქართველ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს...

ელენ დეჯენერესი ბიტკოინზე: „ან მილიონერი გახდებით ან გაკოტრდებით“

person access_time2018-02-17 12:00:15
დღეს თითქმის ყველა ბიტკოინთან დაკავშირებით საუბრობს, თუმცა რა არის ბიტკოინი, ამისი ახსნა ბევრს გაუჭირდება. ცნობილმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა, ელენ დეჯენერესმა საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ისაუბრა და ზემოთაღნიშნულ გარემოებას გაუსვა ხაზი.   „ბიტკოინი წააგავს დამაბნეველი სცენარის მქონე ფილმს - თქვენი მეგობრები უყურებენ მას და არ იმჩნევენ, რომ ფილმში არაფერი არ ესმით. ამ დროს კი თქვენც ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ყველაფერი გაიგეთ,“-...

ბილ და მელინდა გეიტსები: „არასამართლიანია, რომ ასეთი მდიდრები ვართ“

person access_time2018-02-17 14:00:06
ბილ გეიტსი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მეორე ადგილს იკავებს, რაც მას დიდ ძალაუფლებას ანიჭებს. იგი აღნიშნულ ძალაუფლებას ფილანტროპიული მიზნებისთვის იყენებს - 2000 წელს ბილ გეიტსმა მეუღლესთან, მელინდასთან ერთად „ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი“ დააარსა, რომლის მიზანსაც სიღარიბის, შიმშილის, უთანასწორობისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.   ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, ბილ და მელინდა გეიტსებმა ხშირად დასმულ 10 შეკითხვას გასცეს პასუხი....


მსგავსი სიახლეები