ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გაათავისუფლებენ?

access_time2017-11-01 15:55:18

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს, უკვე, ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმით სარგებლობის უფლება აქვს. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან მოქმედი ე.წ. უდოს კომისია მერაბიშვილის საკითხზე უახლოეს ხანში იმსჯელებს. სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ მინისტრი საპყრობილეს ახალ წლამდე დატოვებს.

 

გამოცემასთან საუბარში ვანო მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ამბობს, რომ „მისჯილი სასჯელებიდან გამომდინარე ვანო მერაბიშვილს უკვე ეხება ვადაზე ადრე გათავისუფლება. პროცედურულად, თვითონ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი განიხილავს ამ საკითხს და მათზეა დამოკიდებული დაკმაყოფილდება თუ არა დადებითად ეს საკითხი. უშუალოდ მსჯავრდებულის მოთხოვნას ეს მექანიზმი არ საჭიროებს. თავად სამინისტრო ვალდებულია, რომ იმსჯელოს ამ საკითხათან დაკავშირებით. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მას უკვე უწევს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება. დიახ, ცოტა ხნის წინ მასთან მიიტანეს ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ განაცხადი, ანუ აცნობეს, რომ უკვე დაწყებულია წარმოება“, - აცახდებს ჩივიაშვილი. 

 

ვანო მერაბიშვილი 2012 წლის ზაფხულში დააკავეს. მის მიმართ სასამართლომ ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. სასჯელთა შთანთქმის პრინციპით ყოფილ პრემიერ მინისტრს 6 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამ განაჩენით, მერაბიშვილს გათავისუფლება 2020 წლის მარტში უწევს, თუმცა, ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი, ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში გამოიყენება მაშინ, თუ მსჯავრდებულს მოხდილი აქვს სასჯელის არანაკლებ ნახევარი. მძიმე დანაშაულის შემთხვევაში კი მსაჯვრებულს სასჯელის 2/3 უნდა ჰქონდეს მოხდილი.


„პრაიმტაიმთან“ მერაბიშვილის საკითხზე კომენტარს აკეთებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე, რომელიც ამავდროულად ე.წ. უდოს კომისიის წევრიც არის.  ფოფხაძე ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით მერაბიშვილის საქმის განხილვა არ მოხდება და კომისია ყოფილ პრემიერ მინისტრთან დაკავშირებით გამოიყენებს ისეთივე მიდგომას, როგორსაც იყენებს ყველა სხვა მსჯავრდებულთან მიმართებაში. „ყველა მსჯავრდებულზე ვრცელდება ერთიანი სტანდარტი. წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გამაჩნია და შესაბამისად, ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია“, - ამბობს ფოფხაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია აქამდეც ვრცელდებოდა, იყო საუბრები რომ მას პრეზიდენტი შეიწყალებდა, თუმცა სხვა წლებში, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.



მომავალი წლის ფინანსური პრიორიტეტები და მთავარი პროექტები - ინტერვიუ ფინანსთა მინისტრთან

person access_time2017-12-17 11:51:15
13 დეკემბერს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. გაირკვა, რომ მომავალ წელს მთავრობა 12...

სივრცის გაფართოება აივნის ხარჯზე - „თანამედროვე არქიტექტურა“ (ფოტო)

person access_time2017-12-17 11:00:32
დიდ მეგაპოლისებში მცხოვრებმა ადამიანებმა იციან, რომ ბინებში ადგილი არასაკმარისია და ყველა საშუალებას იყენებენ სივრცის გაფართოებისთვის. დიდ ქალაქებში კვადრატული მეტრის ღირებულება საკმაოდ ძვირია, ამიტომ ადამიანები ყიდულობენ მცირე ზომის ფართს.  პატარა ბინების მეპატრონეები ყველა ვარიანტს იყენებენ გაფართოებისთვის. ყველაზე პოპულარულია გაფართოება აივნის ხარჯზე. საბოლოო ჯამში, ასეთი „არქიტექტურული შედევრი“ შესაძლოა, ხელს უშლიდეს მეზობლებს და ასევე, ის საფრთხის შემცველი იყოს...

1 ლარად ნაჩუქარი ოფშორი საქართველოში ბიტკოინის მოპოვებისთვის

person access_time2017-12-17 13:00:39
...

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

person access_time2017-12-16 12:49:29
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის...

თბილისის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა (ფოტო)

person access_time2017-12-16 09:35:30
ქალაქის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე 15 დეკემბერს თბილისის დროით ზუსტად 20:00 საათზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ...


მსგავსი სიახლეები