მცირე და საშუალო ბიზნესი ფინანსური ანგარიშგების გამარტივებულ, საერთაშორისო სტანდარტებზე გადადის

access_time2017-10-13 17:34:34

 

საქართველოში ბიზნესის საქმიანობა კიდევ უფრო მეტად უახლოვდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ევროპულ სტანდარტებს. რეფორმა, რომელიც IFRS for SMEs-ის (მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი) სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს, შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს, ანუ კომპანიებს,  რომელთა წლიური ბრუნვა 2 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდეა,  აქტივები - მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე, ხოლო კომპანიაში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა - 10-დან  250-მდე.

 

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. კერძოდ, კომპანიებისთვის გაუმჯობესდება წვდომა ფინანსურ რესურსებზე (სესხი/კაპიტალი), გაიზრდება ნდობა მათი შედეგებისადმი, გამარტივდება საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა და ამაღლდება კომპანიის საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი. ამას გარდა, კომპანიებისთვის უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გახდება შესადარისობა, ე.წ. „ბენჩმარკინგი“. აღსანიშნავია, რომ ანგარიშგების ენა შესაძლოა იყოს ნებისმიერი და მისი ფორმა ისეაშედგენილი, რომგასაგები იქნებამსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებისთვის. (მცირე და საშუალო საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტიმოქმედებს ევროპის ყველა ქვეყანაში, ასევე რუსეთში, ჩინეთში, ავსტრალიაში, კანადასა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.)

 

საქართველოში რეფორმისგანხორციელებაზე პასუხისმგებელია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომლის პარტნიორი თიბისი ბანკია.

 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონირომლისმიღება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ გახდა აუცილებელი, კომპანიებს ავალდებულებს ანგარიშგებების წარდგენასა და გასაჯაროებას. ანგარიშგებების წარდგენა ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. ანგარიშგებები და კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

 

რეფორმის მიზანია საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ანგარიშგებების სანდოობის ხარისხის ამაღლება, კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, კორპორატიული მართვის გაუმჯობესება, საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტურობის ზრდა და ევროკავშირის და მსოფლიოში წამყვანი პრაქტიკის გაზიარება და დანერგვა. 

 

რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კომპანიების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასადა მათ ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე. 

 

გაუმჯობესებული ანგარიშგების ხარისხი მცირე და საშუალო კომპანიებს დაეხმარება საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობის უფრო ეფექტურად წარმართვაში. კერძოდ, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება ბანკთან კომუნიკაციისას კომპანიის სანდოობას გაზრდის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს დააჩქარებს.

 

ბანკირისთვის, რომელიც კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შეფასებას ახორციელებს, მნიშვნელოვნად გამარტივდება და ვადებში დაჩქარდება ანალიზის პროცედურა, ეს კი ანალიტიკოსს საშუალებას მისცემს კომპანიის რეალურ საქმიანობაზე, ინდუსტრიასა და სექტორის ანალიზზე დახარჯოს მეტი დრო.

 

იმისათვის, რომ ბიზნესის წარმომადგენლებმა უმტკივნეულოდ შეძლონ ახალ სტანდარტებზე გადასვლა, თიბისი ბანკი მათ ინდივიდუალურ კონსულტაციებს და ჯგუფურ ტრენინგებს სთავაზობს. ნებისმიერი კომპანიის წარმომადგენლებს, მმართველ დირექტორებსა და ფინანსურ მენეჯერებს, შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ ტრენინგებს თიბისი ბიზნესის ახალ სივრცეში, რომელიც დეკემბერში გაიხსნება. ტრენინგებს ჩაატარებენ კვალიფიციური ექსპერტები, რომლებიც მონაწილეებს დეტალურად განუმარტავენ, თუ როგორ უნდა გახადონ თავიანთი კომპანიის ბიზნეს საქმიანობა უფრო გამჭვირვალე, კერძოდ, როგორ წარადგინონ და გაასაჯაროონ ანგარიშგებები კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივებისა და რეგულაციის საფუძველზე, 2016 წელს ამოქმედდა „ბუღალტრული აღრიცხვის, ნგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნულიკანონის საფუძველზე შეიქმნა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ორი ძირითადი მიმართულებით: საწარმოების ფინანსური, ასევე არაფინანსური ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და აუდიტის სფეროს რეგულირება/ზედამხედველობა.

 

ახალი სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგება სავალდებულო ხდება 2018 წლის იანვრიდან. კანონის მოთხოვნების უგულვებელყოფის შემთხვევაში, ამოქმედდება შესაბამისი სანქციები, მათ შორის, წერილობითი გაფრთხილება, ფულადი ჯარიმა და მმართველობითი ორგანოს წევრისთვის ფუნქციების განხორციელების აკრძალვა.

 

2017 წლის 13 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივითა  და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, გაიმართა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა, სადაც მიმდინარე რეფორმის განხილვა მოხდა. პრეზენტაციები წარადგინეს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგგილემ ნიკოლოზ ქურდიანმა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა იური დოლიძემ და Savvy Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ.

 

 

 

 



რა გააკეთა და რა ვერ შეძლო თბილისის მოქმედმა მერმა? ინტერვიუ დავით ნარმანიასთან

person access_time2017-10-23 20:00:20
დაახლოებით 10-15 დღეში თბილისის მოქმედ მერს, დავით ნარმანიას უფლებამოსილება შეუწყდება და ამ პოსტს კახა კალაძე გადაიბარებს. პრემიერმინისტრი მოქმედ მერს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „დავით ნარმანია ჩუმად ბევრ საქმეს აკეთებდა და არაერთი კრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს“. დავით ნარმანია თბილისის მერი 2014 წლის 12 ივლისს გახდა, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, კონკურენტი ნიკა მელია დაამარცხა. იმმედის კვირის წამყვანის ირაკლი...

Bloomberg: 2018 წლიდან სინგაპურში ავტომობილებზე ლიმიტი დაწესდება

person access_time2017-10-23 21:00:16
სინგაპური ავტომფლობელებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ადგილად ითვლება, სადაც ავტომობილებისათვის განკუთვნილი გზები ტერიტორიის 12%-ს იკავებს. მსოფლიოში ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფოს ხელმძღვანელობის სურვილია, აღნიშნული რიცხვი აღარ გაიზარდოს და არსებული სივრცე სხვა მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. მთავრობის განცხადებით, სინგაპურის საავტომობილო ქსელს მომავალი წლიდან არცერთი ავტომობილი არ დაემატება.   უფრო მარტივად რომ გავიგოთ: 1990 წლიდან სინგაპურში...

Financial Times: მსოფლიოში სრულყოფილი საპენსიო სისტემა არცერთ ქვეყანას არ აქვს

person access_time2017-10-23 18:00:42
მსოფლიოში საპენსიო სისტემების ხარვეზებისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ სტატია Financial Times-მა გამოაქვეყნა. "ჯერ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ შეუქმნია სრულყოფილი საპენსიო სისტემა", - წერს გამოცემა და წარმოგვიდგენს Melbourne Mercer Global-ის საპენსიო სისტემის ინდექსის მონაცემებს.   გლობალური საპენსიო ინდექსის თანახმად, არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ განახორციელებენ ქვეყნები საპენსიო სისტემის რეფორმას, იმიტომ რომ საპენსიო ასაკს მიღწეულ ათობით მილიონ ადამიანს ხანდაზმულობის...

“გარდენია შევარდნაძე” - “ჩვენი საქმე ბიზნესის მიმართულებით არ უნდა განვითარდეს, ეს ნაბიჯი გაუმართლებელი იქნება”

person access_time2017-10-23 19:00:16
„გარდენია შევარდნაძე“ დეკორატიული მცენარეების სანერგეა, რომელიც ზუსტად ათი წლის წინ ზურა შევარნაძემ შექმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ზურაბ შევარდნაძე აცხადებს, სანერგე უკვე დიდ ტერიტორიად იქცა და ამჟამად  ერთ ჰექტარზეა გაშენებული. დამფუძნებლის თქმით, მის წამოწყებას კონცეფცია არ გააჩნია, რადგან „გარდენია შევარდნაძე“ რამდენიმე ადამიანის გემოვნებით შექმნილი პროდუქტია.   -მას შემდგომ,...

ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა

person access_time2017-10-23 13:30:38
ლადო გურგენიძემ „ლიბერთი ბანკი“ დატოვა.    საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებები უკვე დარეგისტრირდა. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინება გურგენიძეს  მალიკ იშმურატოვმა გაუგზავნა.    ცნობილია, რომ  ბანკირი და ექს-პრემიერი შესაბამის კომპენსაციას მიიღებს. მიღებული გადაწყვეტილებით, უნდა მოხდეს ლადო  გურგენიძისთვის ყოველთვიური ძირითადი ხელფასის სამმაგი ოდენობის და...

კახა კალაძე : „მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით“

person access_time2017-10-23 12:50:44
თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა ნაკლები ბიუროკრატიით. ეს არის ის ერთ–ერთი საკითხი, რის მოგვარებასაც ურჩევდნენ თბილისის მომავალ მერს „კომერსანტის“ პროექტის ფარგლებში გამოკითხული ბიზნესმენები.    „იმედის კვირასთან“ პირდაპირ ეთერში  კახა კალაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის მთავარია ნაკლები ბიუროკრატია.  მერია უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურა, ჩვენი...

ბანკებმა 9 თვეში 631 მლნ ლარის მოგება მიიღეს - „ასეთი მაჩვენებელი ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის არალოგიკურია“

person access_time2017-10-23 09:00:39
სექტემბერში წინა თვესთან შედარებით კომერციული ბანკების წმინდა მოგება 70,7 მილიონი ლარით გაიზარდა.   2017 წლის იანვარ-სექტემბერში კი ბანკების წმინდა მოგებამ 631 815 000 ლარი შეადგინა, რაც 147 538 000 ლარით მეტია 2016 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან ამავე პერიოდში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 484 277 000 ლარს შეადგენდა, ანუ მოგება 30%-ით გაიზარდა.     ამასთან, სექტემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების შემოსავალი 3,1 მილიარდი...

რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის

person access_time2017-10-22 09:53:21
რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის 09:31 22-10-2017 რეგიონების მასშტაბით, 63-ვე საკრებულოში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ შედის თბილისის გარდა, საქართველოს მასშტაბით 63-ვე ოლქში, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს.   ცესკოს მიერ 3644 უბნიდან ამ დროისთვის გამოქვეყნებული 2268 უბნის მონაცემებით, თითქმის ყველა ოლქში მმართველი პარტიის მხარდაჭერა 50 %-ზე მაღალია.   უფრო...

ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია

person access_time2017-10-22 03:41:06
ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს.   როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გვიან ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე დედაქალაქის მასშტაბით 737 უბნიდან 165 უბანია დათვლილი და ამ მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 51.4%...

კახა კალაძე - 53%, ზაალ უდუმაშვილი და ალექსანდრე ელისაშვილი - 14–14% - „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგი

person access_time2017-10-21 22:52:20
ტელეკომპანია ”იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 53%-ის მხარდაჭერა მიიღო.  თანაბარი, 14–14% ერგოთ ზაალ უდუმაშვილსა და ალექსანდრე ელისაშვილს, 5% კი ელენე ხოშტარიას.  ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით თვითმმართველობის არჩევნებზე ეგზიტპოლი შპს „გორბიმ“...


მსგავსი სიახლეები