თბილისის მერი გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს?

access_time2017-10-11 08:15:31

ლადო ჭანტურიას გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დავით ნარმანია შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაცია Front news international-ს საქართველოს მთავრობის კულუარებში დაუდასტურეს.

 

ევროსაბჭოს  საპარლამენტო ასამბლეამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ საქართველოდან ლადო ჭანტურია აირჩია, რომელიც ამ დროისთვის გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას იკავებს.

 

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება, რის შემდეგაც დავით ნარმანია დედაქალაქის მერობიდან გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე გადაინაცვლებს.

 

დავით ნარმანია თბილისის მერად 2014 წელს აირჩიეს. იქამდე კი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. არის 24 სამეცნიერო და პოპულარული ნაშრომის ავტორი და 34 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორი. 

 

გავლილი აქვს სამეცნიერო სტაჟირება გერმანიის აკადემიური გაცვლების საბჭოს (DAAD) პროგრამით - პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსურ მეცნიერებათა კათედრაზე. 


 

ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს.

 

Imedinews-ის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრები ამ ეტაპზე უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისის მოქმედი მერი, უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ გერმანიაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე დაინიშნება. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ნარმანიას სამომავლო გეგმებზე და შეთავაზებებზე ინფორმაციას არ ფლობს.

 

თეა წულუკიანმა საკითხის კომენტირებისას ნარმანიას საქმიანობა შეაფასა და მას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. 

 

„მინდა დავით ნარმანიას მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რაც მან ძალიან ბევრ შემთხვევაში კრიტიკის ქარცეცხლში, და ამ კრიტიკის მიუხედავად გასწია. ვფიქრობ, ამ ადამიანმა ჩუმად, ხანდახან სამართლიანი, მაგრამ ძირითადად, ბევრი უსამართლო კრიტიკის მიუხედავად, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, რომელიც უფრო უკეთესად გამოჩნდება, როცა ის მერი აღარ იქნება. ასევე იმედი მაქვს, რომ უკვე მისი შემცვლელი მერი, რომელსაც თბილისელები ნდობას გამოვუცხადებთ. ამ საქმეს კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ნარმანიას შესაძლო ელჩობა უარყო დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმაც.

 

 



აფბა: გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა

person access_time2018-02-21 19:41:41
აფბა აგრძელებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს საქმიანობის კვლევას. როგორც „კომერსანტს“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციიდან“ აცნობეს, ამ ეტაპზე აფბა-ს  შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები.   საზოგადოებას უკანასკნელი თვის განმავლობაში წარვუდგინეთ მსხვილ საგზაო პროექტებში არსებული...

WEF : საქართველოს 10 მთავარი რისკი

person access_time2018-02-21 17:11:27
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2018 წლის მსოფლიოს მთავარ რისკებზე კვლევა გამოაქვეყნა. მსოფლიოში მთავარ რისკებად ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოს დაცვითი საკითხები, კიბერუსაფრთხოება და გეოპოლიტიკური ვითარება სახელდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული რისკების შესაფასებლად WEF ექსპერტებთან და სახელმწიფო წარმომადგენლებთან ერთად მუშაობს.  კვლევისას რესპოდენტებს ის ძირითადი რისკები უნდა დაესახელებინათ, რომლებიც მომდევნო 10 წელში მათ ბიზნესგეგმებს ყველაზე...

ექვსი ახალი ინიციატივა ბიზნესისათვის - ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო ცვლილებები დაანონსა

person access_time2018-02-21 14:18:44
საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი მზადდება, რომელიც 6 ახალ ინიციატივას მოიცავს.   საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განმარტებით, ახალი საგადასახადო ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, იცვლება დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები.   ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები, ფაქტობრივად, გათავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან.   უქმდება გრძელვადიანი...

პრივილეგირებული იმპორტი - ქათმის ხორცის მწარმოებლები საგადასახადო დისკრიმინაციაზე ჩივიან

person access_time2018-02-21 15:40:36
საქართველოში  ქათმის ხორცის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.  მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები...

„შესაცვლელია მთლიანად სასამართლო სისტემა და არა მოსამართლეები“ - ადვოკატის შეფასებები

person access_time2018-02-21 09:50:42
„კომერციული თვალსაზრისით და, არამხოლოდ, სასამართლო სისტემაში სამი ძირითადი პრობლემაა  მოსაგვარებელი. პირველი - ყველა ადმინისტრაციული დავა სასამართლოში არ უნდა მიდიოდეს. მეორე - სახელმწიფომ თავი უნდა დაანებოს კომერციულ დავებს  და წაახალისოს არბიტრაჟები თუ მედიაციები. მესამე - უნდა გაიზარდოს როგორც მოსამართლეთა რაოდენობა, ასევე მათი შრომითი ანაზღაურება. მსგავსი კომპლექსური მიდგომით შევძლეთ დღეს არსებული პრობლემების მოგვარებას“,-ასე შეაფასა სასამრთლო სისტემაში არსებული...


მსგავსი სიახლეები