გიორგი კვირიკაშვილი–ბოლო სამი წლის განმავლობაში, შიდა ქართლში 100 კილომეტრზე მეტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

access_time2017-10-07 14:00:00

  ქართლი ყოველთვის გამორჩეული იყო განსაკუთრებული შეუდრეკლობით, სიმამაცით, ქვეყნის სიყვარულით და ბრძოლისუნარიანობით. არსად ისე მწვავედ არ იგრძნობა 2008 წლის იარები, როგორც აქ და დღემდე ჩვენ ეს ტკივილი მოგვყვება – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა,  ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა გორში, შიდა ქართლის მერობის კანდიდატების წარდგენისას.

 

 

 ჩვენი თაობის ვალია, რომ ეს ჭრილობა მოვიშუშოთ, მშვიდობიანად გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და ეს მემკვიდრეობა არ დავუტოვოთ მომავალ თაობას. მე მჯერა, რომ ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ - თანმიმდევრული, მშვიდობიანი მიდგომით, სიყვარულით გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის შესაძლებელი და ამას დარდად არ დავუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობებს. სწორედ გონივრული პოლიტიკის გატარება, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და ნებისმიერი საფრთხის და პროვოკაციის თავიდან აცილება იყო და არის „ქართული ოცნების“ მიზანი. დღესაც ვდგავართ გამოწვევების წინაშე და ეს გამოწვევები არის ყოველდღიური. გონიერება და დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ წარსულის შეცდომები, მაგრამ, ამავე დროს, არ უნდა შევეგუოთ არც ერთი წუთით ოკუპაციას. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა გადავულოცოთ ჩვენს მომავალ თაობებს. მე მჯერა, რომ ყველანი ერთად, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ.

 

 

მინდა, მივესალმო დევნილებს განსაკუთრებით და მინდა განუგეშოთ, რომ თქვენი პრობლემები არის დროებითი, ჩვენ ყველანი ერთად მოვიშუშებთ ამ მძიმე ჭრილობებს და იარებს.

 

 

2013-2017 წლებში, საქართველოს მთავრობამ, ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, და რა თქმა უნდა, მათ შორის, შიდა ქართლის რეგიონის მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა: 12 261 ოჯახს გამოეყო 200-ლარიანი დახმარება ზამთრის პერიოდისთვის; საგაზაფხულო სამუშაოების მხარდაჭერის ფარგლებში, ყოველწლიურად 20 ათასამდე ბენეფიციარმა მიიღო ჯამში 19 მილიონი ლარის სარგებელი; 62 სოფელში განხორციელდა გაზიფიკაცია, მოეწყო სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემები, საერთო ჯამში, მოეწყო 19 წყალმომარაგების ჭაბურღილი; დაახლოებით, მილიონი ლარითაა დაფინანსებული 133 ჰექტარზე ბაღების გაშენების პროექტები; 846 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის საფასური; ცალკეულ სოფლებში მოწესრიგდა სასკოლო ინფრასტრუქტურა; მოეწყო და აღიჭურვა 20-ზე მეტი ამბულატორია; სოფელ ტყვიავში დასრულდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის მშენებლობა. ამ სამედიცინო ცენტრს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ სოფლების ასობით მცხოვრებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის ცენტრში უწევდა წასვლა, რაც დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული. ცენტრის ამუშავებამ მთლიანად გადაჭრა ეს პრობლემა; მოწესრიგდა შიდა გზები.

 

 

ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ხალხს შევუმსუბუქოთ ცხოვრება, მაგრამ მინდა იცოდეთ, ჩვენ უფრო მეტის გაკეთებას ვგეგმავთ, რადგან ამის საჭიროება ნამდვილად არის.

მეგობრებო,

 

 

პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი ხალხის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს და წინ წაიყვანოს ქვეყანა. ჯანდაცვისა და სოციალურმა პროგრამებმა ათასობით ჩვენს მოქალაქეს სიცოცხლე შეუნარჩუნა; სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობისა და წარმოების უპრეცედენტო ხელშეწყობამ და დახმარებამ თავისი შედეგები გამოიღო - დღეს უკვე სხვადასხვა პროფილის მცირე საწარმო მუშაობს, რომლებშიც ათასობით ადამიანია დასაქმებული. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ იმ მიზნისაკენ, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ამ პროგრამების სიკეთე და მიიღოს კეთილდღეობა. ჩვენ ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები განვახორციელოთ ყველა მიმართულებით. სწორედ ამ პროექტების ბოლომდე მისაყვანად გვჭირდება კიდევ ერთხელ თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა. გპირდებით, რომ სახელმწიფოს მხრიდან გექნებათ უწყვეტი მხარდაჭერა, რათა კიდევ უფრო დაჩქარდეს ამ რეგიონის გაძლიერება და თითოეული თქვეთაგანის ცხოვრება გახდეს გაცილებით უკეთესი.

 

 

სწორედ ამისთვის, ჩვენ წამოვიწყეთ მასშტაბური პროექტები. მათ შორის, პირველ რიგში არის ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების, ხიდების, გვირაბების მშენებლობა.

 

 

შიდა ქართლის რეგიონში დასრულდა რუისი-აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის 31 კილომეტრი ავტობანის მოწყობა, მიმდინარეობს ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც რიკოთის უღელტეხილის გვირაბამდე მიდის. ამ გზით, ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის გვირაბთან. ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთი, ქვეყნის მთავარი სატრანზიტო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ამ მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლით, გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე და მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დრო.

 

 

ბოლო სამი წლის განმავლობაში, შიდა ქართლში 100 კილომეტრზე მეტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. მიმდინარეობს 50 კილომეტრზე მეტი გზის ასფალტირება. სულ პროექტებზე გამოყოფილია, თითქმის, 70 მილიონი ლარი.

 

 

აშენდა რუისი-აგარის 20 კილომეტრიანი საავტომობილო გზა, უკვე დავასრულეთ და მალე გაიხსნება აგარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი საავტომობილო გზა. ამ გზების მშენებლობა 180 მილიონ ლარამდე დაჯდა. დღეს ამ მონაკვეთებზე ჩვენ უკვე გვაქვს ახალი, გაუმჯობესებული და კომფორტული ევროსტანდარტის გზები, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობა და მოძრაობა უსაფრთხო გახდა.

 

 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხიდების მოწყობა და რეაბილიტაცია. შიდა ქართლში, ბოლო სამ წელიწადში, მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 43 ხიდს, ამჟამად კი, 6 ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

 

ბოლო სამი წლის განმავლობაში, მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა რეგიონის 54 სოფლის წყალმომარაგების სისტემებს, ამჟამად მიმდინარეობს 35 პროექტი. სულ ამ საქმეში 30 მილიონი ლარი დაიხარჯება.

 

 

რეაბილიტაცია ჩაუტარდა 13 სპორტულ დარბაზს, კასპში დასრულდა სპორტკომპლექსის მშენებლობა, ხაშურში ახლა ვაშენებთ სპორტკომპლექსს, ხოლო გორში - სპორტის სასახლეს, რისთვისაც 30 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

 

 

რეგიონში აშენდა 3 ახალი სკოლა, ხოლო 57 საჯარო სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. კასპში ვაშენებთ ახალ საჯარო სკოლას, რომლის ღირებულება 6 მილიონ ლარია. აშენდა 12 ახალი საბავშვო ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 71 ბაღს. ამჟამად მიმდინარეობს 4 ბაღის სრული რეაბილიტაცია და 2 ახალი ბაღის მშენებლობა.

 

 

გორის მიმდებარედ დამონტაჟდა ქარის ელექტროსადგური, რაც სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ პროექტის ინვესტიციის მოცულობა 35 მილიონი აშშ დოლარია; აშენდა აგრეთვე „შაქშაქეთი ჰესი“, რომლის ინვესტიციის მოცულობა 7,2 მილიონი ლარია.

 

 

ბოლო სამი წლის განმავლობაში, განხორციელდა 107 სოფლის გაზიფიცირება და მიმდინარეობს 50 სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები, რომლითაც სულ 44 518 ოჯახი ისარგებლებს.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მიმართულებას, შიდა ქართლში გაიხსნა 20 ახალი საწარმო და გაფართოვდა 81 საწარმო. სრული ინვესტიცია 11 მილიონ დოლარამდეა.

 

 

შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 2 313-მა ფერმერმა მიიღო 150 მილიონ ლარამდე შეღავათიანი ფინანსური რესურსი. შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა 4 პროექტი, ხოლო აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 51 პროექტი.

 

 

„დანერგე მომავლის“ ფარგლებში, ეს პროგრამა განსაკუთრებით აქტუალურია სწორედ აქ, შიდა ქართლში, ვინაიდან მეხილეობით ეს რეგიონი ყოველთვის განთქმული იყო, 1100 ჰექტარ ფართობზე გაშენდა სხვადასხვა ჯიშის მრავალწლოვანი ნარგავები, რაც თითქმის 7 მილიონი ლარით დაფინანსდა.

 

 

შიდა ქართლის რეგიონში, სახელმწიფოს დახმარებით დამუშავდა 26 ათასამდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, სუბსიდიამ კი 42.5 მილიონი ლარი შეადგინა.

 

 

განხორციელდა 35 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 47 სამელიორაციო პროექტი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მომავალი წლების ინფრასტრუქტურულ პროექტებში სამელიორაციო, სარწყავი, ირიგაციის სისტემების აშენება და ხელოვნური წყალსაცავების შექმნა იქნება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.

 

 

დევნილთა ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, რეგიონში მცხოვრებ 388 დევნილ ოჯახს უსასყიდლოდ გადაეცა საცხოვრებელი ფართი. 86 ოჯახს სახელმწიფომ შეუძინა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. ამჟამად, გორში მიმდინარეობს 4 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა 480 დევნილი ოჯახისათვის, რისთვისაც 22 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

 

აღსანიშნავია, რომ რეგიონში ხორციელდება 500 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები:

 

 

გორში, თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით, მუშაობა დაიწყო ბიტკოინების ცენტრმა, რომლის ინვესტიციამ 97 მლნ ლარი შეადგინა;

 

 

კასპში დაიწყო „ჰაიდელბერგცემენტ კავკასუსის“ ქარხნების გადაიარაღება და ქსელის გაფართოება, რომლის საინვესტიციო ღირებულება 290 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი 2018 წელს დასრულდება.

 

 

ქარელში გაიხსნა ხილის სპირტის დამამუშავებელი საწარმო, რომლის საინვესტიციო მოცულობაც 10 მილიონ ლარს შეადგენს, და ასევე შპს „ჯეო-კონცენტრატის“ ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო, რომლის საინვესტიციო ღირებულება მილიონ 200 ათასი ლარია.

 

 

მეგობრებო, როგორც ხედავთ, ჩვენ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ გაცილებით მეტის გაკეთება გვმართებს იმისთვის, რომ ყველა ადამიანამდე მივიდეს დამატებითი შემოსავალი და კეთილდღეობა. მე მჯერა, რომ ჩვენ, თანმიმდევრული მიდგომით, ადამიანის სიყვარულით, რაც მთავარია, ადამიანის ღირსების პატივისცემით და ერთად დგომით გაცილებით უფრო მეტს მივაღწევთ. ჩვენ აუცილებლად გავაერთიანებთ ჩვენს სამშობლოს და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა იქნება ძლიერი, განვითარებული, ევროპული სახელმწიფო–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 



„დამატებითი ტვირთის მოსაზიდად აუცილებელია „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის მიღება“

person access_time2017-12-14 11:00:37
საქართველოს რკინიგზის სატარიფო ცვლილებები დამატებითი ტვირთის მოსაზიდად არასაკმარისია, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრში“ აცხადებენ. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი ღონისძიებების გატარება, თუნდაც საკანონმდებლო დონეზე „ტრანზიტის ხელშეწყობის“ კანონის შემოღება. ორგანიზაციის ცნობით, 2017 წლის განმავლობაში მეზობელი ქვეყნების ტვირთების მიმართ საქართველოს რკინიგზის მიერ განხორციელებული იქნა, სატარიფო პოლიტიკაში 14...

პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

person access_time2017-12-13 20:31:10
პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელის საბოლოო ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, დეპუტატებმა 111 ხმით ერთხმად მიიღეს.   კენჭისყრას წინ უძღვოდა ხანგრძლივი განხილვა და დებატები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.     სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით...

შესყიდვების სააგენტოს განცხადებით "სიტროენ ჯორჯია" 4–ჯერ იყო რეგისტრირებული შავ სიაში

person access_time2017-12-13 19:13:57
„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის" მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა...

აიეტ კუკავა: „საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია“

person access_time2017-12-14 10:20:32
„საქართველოს მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობისთვის რესურსი არ გააჩნია. ჩვენთან საერთაშორისო კონფერენციები როდესაც იმართება, წარმოუდგენელია იპოვო ნორმალური სასტუმრო, სადაც 1000 დელეგატი დაეტევა“, - ამის შესახებ „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტი კუკავამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის თემა სალომე სოსელიასთან ერთად“ ისაუბრა. რაც შეეხება მიმდინარე წლის შეფასებას, მისი თქმით, წელი წარმატებულად მაშინ ჩაითვლება, როდესაც სოციალური პრობლემები...

King David-ში საახალწლო აქცია „არაჩვეულებრივი 2018“ დაიწყო

person access_time2017-12-13 17:00:31
King David-ში სასიამოვნო სიახლეა! საახალწლო აქცია ,,არაჩვეულებრივი 2018“დაიწყო. მსურველებს საშუალება აქვთ საახალწლო აქციის ფარგლებში სასურველი რეზიდენცია 20 თვიანი უპროცენტო შიდა განვადებით შეიძინონ, გადახდა კი ღირებულების მხოლოდ 1%-ით დაიწყონ და დამატებით 8%-იანი ფასდაკლებითაც ისარგებლონ. რეზიდენციის შეძენისთანავე შესაძლებლობა ეძლევათ დაიწყონ სარემონტო სამუშაოები და თანხის არასრულად დაფარვის შემთხვევაშიც კი გადმოვიდნენ საცხოვრებლად. აღსანიშნავია რომ King David...


მსგავსი სიახლეები