რეზონანსი:

რეზონანსი: "ლარის კურსის პროგნოზირება უკვე შეუძლებელია!"

access_time2017-09-21 18:00:26

 
შარშანდელთან შედარებით, მიმოქცევაში ფულის მასა ნახევარი მილიარდი ლარით არის გაზრდილი

 

ლარის დევალვაციის პროცესი კვლავ არალოგიკურად გრძელდება. ფაქტს, რომ კურსის რყევა არც ერთი ეკონომიკური ფაქტორიდან არ მომდინარეობს, ეროვნული ბანკიც და მთავრობაც აღიარებს, მაგრამ ერთიც და მეორეც კურსის გამყარებას მიზანმიმართულად უშლის ხელს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სახელმწიფო თანამდებობის პირები, იმის ნაცვლად, რომ ვითარების სასწრაფოდ გამოსწორებაზე მუშაობდნენ, ყურით მოთრეულ მიზეზებს იგონებენ ხალხის თვალის ასახვევად.

 

სულ რამდენიმე დღის წინ ლარის კურსი ერთბაშად 2,50-მდე ავარდა. საზოგადოებაში ატეხილი აჟიოტაჟის შემდეგ მთავრობის წევრებმა და ბანკირებმაც აღიარეს, რომ ეროვნული ვალუტა ნორმის ფარგლებს გასცდა. მათ პირობა დადეს, რომ კურსი მალე დაბალანსდებოდა და გამყარდებოდა კიდეც. სხვათა შორის, იგივე გაიმეორა პარლამენტში მისულმა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დეპუტატების წინაშე. ამ დროს ლარი 3-4 პუნქტით მხოლოდ რამდენიმე დღით გამყარდა და მცოცავი რეჟიმით ისევ 2,50-ს მიუახლოვდა. ხალხის რისხვის თავიდან ასარიდებლად ეს მეთოდი ადრეც გამოუყენებიათ და ახლაც იმავე გზას დაადგნენ.

 

ლარის უმნიშვნელოდ გამყარების ტენდენციამ 1 კვირასაც არ გასტანა და კურსმა კვლავ გაუფასურებისკენ აიღო გეზი. ამ ყველაფერს ართულებს ისიც, რომ ფულის მასა მიმოქცევაში არანორმალურად არის გაზრდილი. 19 სექტემბრის მონაცემებით, ბრუნვაშია 3,2 მლრდ ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0,5 მლრდ-ით აღემატება. ამ დროს ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ კურსზე არ მოქმედებს ფულის მასის ზრდა და საბიუჯეტო ხარჯვა, მაგრამ, რეალურად, სავალუტო ბაზარზე საპირისპირო ვითარებაა.

 

საბანკო სფეროს სპეციალისტებს საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი შეთანხმებით მოქმედებენ და პრინციპულად აუფასურებენ ლარს. ექსპერტ გოჩა თუთბერიძის შეფასებით, მიმოქცევაში ფულის მასის ზრდას ხელს უშლის ლარის გამყარება, თუმცა ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის ამ მეთოდს შეგნებულად მიმართავენ.

 

"ლარზე ფუნდამენტური ფაქტორი ნაკლებად მოქმედებს. ფაქტია, რომ მიმოქცევაში ფულის მასა ძალიან გაზრდილია. პარალელურად, ადგილი აქვს ბიუჯეტის ხარჯვის გააქტიურებას. ერთიც და მეორეც კურსზე უარყოფითად მოქმედებს. რეალურად ეს იწვევს ვალუტის გაუფასურებას, რადგან ლარი მიმოქცევაში არის გაცილებით მეტი, ვიდრე უნდა იყოს. ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს თავისი ინსტრუმენტები, ასწიოს რეფინანსირების განაკვეთი, შეცვალოს მონეტარული პოლიტიკა. რეალურად იგი მერამდენე თვეა, უცვლელად ტოვებს რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც ამ ეტაპზეც 7%-ია. რა არგუმენტი აქვს სებ-ს, ჩემთვის უცნობია.

 

ასეთ ვითარებაში კურსის გამყარებას არ უნდა ველოდოთ. ლარი ბოლო პერიოდში მკვეთრად ირყევა და კურსის პროგნოზირება უკვე შეუძლებელია", - განმარატვს თუთბერიძე და დასძენს, რომ სებ-ს შეუძლია, საშუალოვადიან პერიოდში მოახდინოს კურსის სტაბილიზაცია, მაგრამ ამისთვის რეალურად არაფერს აკეთებს.


 

"მცირე რყევა ყოველთვის იქნება, მაგრამ რაც ახლა ხდება, ეს მიმოქცევაში ჭარბი ფულის გაშვებით არის გამოწვეული. სხვანაირად ლარი გაუფასურებას არ დაიწყებდა. ცხადია, ფული ბრუნვაში ეროვნული ბანკის გარეშე ვერ მოხვდებოდა. საგანგაშო მდგომარეობა ამ წუთას არ გვაქვს, მაგრამ ცხადია, რომ არის შეთანხმებული ქმედება სებ-სა და საქართველოს მთავრობას შორის.

 

რეფინანსირების განაკვეთს პრინციპულად არ ეხებიან, რადგან სებ-ი ფიქრობს, რომ ამით ეკონომიკური ზრდა შეფერხდება. ახლა ფულის მასის მეშვეობით ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას ცდილობენ. პოლიტიკურად ეს უფრო მისაღებია, მაგრამ კურსი ამასობაში უფასურდება.

 

მეორე მხარეა ინფლაცია, რაც ასევე საკმაოდ არასახარბიელო ნიშნულზეა, თითქმის 6%-ია, როცა მიზნობრივი ინფლაცია 4%-ის ფარგლებში უნდა იყოს. ამ მაჩვენებელში ინფლაციის მოქცევა სებ-ს ძალიან გაუჭირდება", - განუცხადა "რეზონანსს" გოჩა თუთბერიძემ.

 

ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი ამტკიცებს, რომ ლარი, ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე, არ უნდა უფასურდებოდეს. იგი არ მალავს, რომ სავალუტო ცვლილებებთან დაკავშირებით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რისი დასაბუთებაც ჯერჯერობით შეუძლებელია.

 

"ლარის სტაბილურობას როცა ეხება საქმე, უნდა ვისაუბროთ კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით. მაგალითისთვის, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესდღეობით ეკონომიკაში (მხედველობაში მაქვს რეგიონული ფაქტორი) არ არის ის მდგომარეობა, რომ ეროვნული ვალუტა უფასურდებოდეს. მაკროეკონომიკურ ფაქტორებს თუ გავითვალისწინებთ, ლარი არ უნდა უფასურდებოდეს. ამავე დროს იმის თქმაც, რომ სხვადასხვა მაქინაციით უტევენ ლარს, ჯერჯერობით შეუძლებელია. ამას სჭირდება სერიოზული დასაბუთება და რიგით ეკონომისტებს ეს ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ მოგვეპოვება, მაგრამ გამორიცხული ნამდვილად არაფერია", - აცხადებს ბაირახტარი.

 

ექსპერტების ერთი ნაწილი კი ლარის დევალვაციის მიზეზად საგარეო ვალების სიმძიმეს მიიჩნევს. როგორც საბანკო სფეროს ექსპერტი დავით წიქარიძე განმარტავს, სავალუტო რეზერვები მიმართულია ვალის მომსახურებისკენ, რაც კურსზე უარყოფითად მოქმედებს.

 

"წლის ბოლომდე საკმაოდ დიდი მოცულობის საგარეო ვალი აქვს ქვეყანას გასასტუმრებელი. მიღებული პრაქტიკაა, რომ სავალუტო რეზერვებს ხსნიან და ვალის მომსახურებისთვის იყენებენ. სავარაუდოდ, ამ ფაქტის წინაშე ვართ. გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ როგორც ჩანს, საქმე არც ისე კარგადაა. სებ-ისგან სავალუტო რესურსის შესყიდვა (ზაფხულში) და ლარის მასის ზრდაც დიდწილად ამ პროცესს უკავშირდება", - განმარტავს წიქარიძე.

 

სპეციალისტების შეფასებით, სპეკულაციური მომენტები ჯერ არ შეინიშნება, მაგრამ ახლო მომავალში მოსალოდნელია, რასაც ბოლო დროის სავალუტო დინამიკა ცხადყოფს. მომდევნო პერიოდში, თუკი კურსი გაუფასურებას გააგრძელებს, სებ-ი იძულებული იქნება, გამოიყენოს თავისი ინსტრუმენტები, კერძოდ, მოუწევს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა და ლარის გაძვირება, სხვა შემთხვევაში ინფლაცია კიდევ გაიზრდება.

 

 

 

 



აჭარის ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები ნორვეგია, ინდოეთი და თურქეთია

აჭარის ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები ნორვეგია, ინდოეთი და თურქეთია
person access_time2018-04-27 09:50:00
 ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორისაჭარა ლიდერობს. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, მხოლოდ ავტონომიურ რესპუბლიკაში, 740 მილიონ  198 ათასი აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური კაპიტალდაბანდება განხორციელდა, რაც საერთო მოცულობის 9,3%–ს შეადგენს. ამ პერიოდში ინვესტიციებმა  ჯამში 7 მილიარდ 955 მილიონ 875 ათას აშშ დოლარს მიაღწია. დედაქალაქის შემდეგ აჭარას ყველაზე მაღალი მაჩვენებლები...

პოზიციურ-ოპოზიციური შეფასებები ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნებაზე

 პოზიციურ-ოპოზიციური შეფასებები ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ პოლიტიკაში დაბრუნებაზე
person access_time2018-04-26 23:40:00
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე   საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პარტია და საბოლოოდ ჩამოყალიბდეს, როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება. ამას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, რესურსი და ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება ბიძინა...

სკანდალი და კორუფციის ეჭვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში

სკანდალი და კორუფციის ეჭვები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
person access_time2018-04-26 20:40:56
  ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მწვავე დებატები გაიმართა, სადაც დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ. ანგარიშის მიხედვით, ასამბლეის მოქმედი და ყოფილი წევრები აზერბაიჯანის ლობირების სანაცვლოდ დიდ თანხას იღებდნენ. სკანდალური ანგარიშის გამო თანამდებობა უკვე დატოვა ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე ცეზარ ფლორინ პრედამ. ევროსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება მისი რეაქცია ამ ანგარიშზე. 220-გვერდიან ანგარიშში,...

BLB კახა ასლანიშვილის განცხადებებზე - გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს

BLB კახა ასლანიშვილის განცხადებებზე - გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება სინამდვილეს
person access_time2018-04-26 15:00:46
მედია-საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სადაც სს„სარაჯიშვილის“ ადვოკატმა კახა ასლანიშვილმა Microsoft-საქართველო და საადვოკატო ფირმა BLB-ის დამფუძნებელი  კახა შარაბიძე არაუფლებამოსილი ქმედებების განხორციელებაში დაადანაშაულა, კომერსანტმა შარაბიძის მოკლე კომენტარი უკვე გამოაქვეყნა.  დღეს იურიდიულმა ფირმამ „ბიზნეს ლიგალ ბიურომ” კომერსანტს  წერილობით  მიმართა და სთხოვა, საკუთარი პოზიციის უფრო ვრცლად დაფიქსირება ადვოკატ ასლანიშვილის...

ბიზნესისთვის ივანიშვილის დაბრუნება დამატებითი სტაბილურობის გარანტია

ბიზნესისთვის ივანიშვილის დაბრუნება დამატებითი სტაბილურობის გარანტია
person access_time2018-04-27 09:00:00
„ბიზნესმენებისთვის ივანიშვილის დაბრუნება პრობლემების და სირთულეების სწრაფად გადალახვისთვის გადადგმული დადებითი ნაბიჯი იქნება“, - ასე ეხმაურება ბიზნესი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მმართველ გუნდში დაბრუნდებას.   „კომერსანტთან“ საუბრისას, ბიზნესმენებს ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით ერთგავროვანი, პოზიტიური მოსაზრებები აქვთ. ჩვენს მიერ გამოკითხული რესპოდენტები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ახალი ინიციატივებისთვის და ბიზნესში არსებული...


მსგავსი სიახლეები