პარლამენტის წევრების კავშირები ბიზნესთან და შეუთავსებელი საქმიანობა

access_time2017-09-19 11:30:43

დეპუტატების არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები და სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა – საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ახალი ანგარიშის მიხედვით, ეს პრობლემა არსებობს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც. 

 

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ოფიციალური მონაცემების შესწავლის საფუძველზე გამოიკვეთა:

 

პარლამენტის წევრების ბიზნეს ინტერესები

 

  • საქართველოს პარლამენტის 51 წევრს აქვს ბიზნესთან კავშირი და შესაბამისად, ფლობს წილს სამეწარმეო  სუბიექტებში
  • პარლამენტის 16 წევრს არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს (14 დეპუტატი უმრავლესობიდან: ლევან ბეჟანიძე, ბიძინა გეგიძე, ლევან კობიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კობა ნარჩემაშვილი, გია ჟორჟოლიანი, შოთა ხაბარელი, დიმიტრი ხუნდაძე, ედიშერ თოლორაია, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, მარიამ ჯაში, სოფიო კილაძე; ხოლო 2 დეპუტატი „საქართველოს პატრიოტებიდან”:  ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია)
  • ყველაზე მეტ კომპანიაში ბიზნეს აქტივებს ფლობენ:

 

  • ივლიანე წულაია („ქართული ოცნება”)  - 31 კომპანია
  • ნინო წილოსანი („ქართული ოცნება”) -  13 კომპანია
  • კახაბერ ოქრიაშვილი („ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის”) - 13 კომპანია

 

პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა

 

სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებით პარლამენტის წევრს უფლება არ აქვს უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად; და უშუალოდ იყოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, განახორციელოს  სამეწარმეო სუბიექტის სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.

 

  • პარლამენტის 9 წევრი რეგისტრირებულია დირექტორად - ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად. კერძოდ: ედიშერ თოლორაია („ქართული ოცნება“),  დიმიტრი სამხარაძე („ქართული ოცნება“), იოსებ მაკრახიძე(„ქართული ოცნება“), მამუკა მდინარაძე („ქართული ოცნება“), მარიამ ჯაში („ქართული ოცნება“), დავით ჭიჭინაძე(„ქართული ოცნება“), დიმიტრი ხუნდაძე („ქართული ოცნება“), მამუკა ჩიქოვანი („ევროპული საქართველო - რეგიონები“),გიორგი ლომია (საქართველოს პატრიოტები).

 

დეპუტატების ოჯახის წევრთა ბიზნეს ინტერესები

  • დეპუტატების ოჯახის წევრთა ბიზნესთან კავშირი არის 25 შემთხვევაში;
  • არადეკლარირებულია 7  შემთხვევა. (შემდეგი დეპუტატების ოჯახის წევრები: მირიან წიკლაური („ქართული ოცნება“), დიმიტრი მხეიძე („ქართული ოცნება“), ირაკლი ხახუბია (ქართული ოცნება“), ფატი ხალვაში (ქართული ოცნება“) , გიორგი კახიანი (ქართული ოცნება“), ნატო ჩხეიძე (საქართველოს პატრიოტები), ირმა ნადირაშვილი (ევროპულისაქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“).

 

არასრულად დეკლარირებული უძრავი ქონება

  • უძრავი ქონების საკუთრება არასრულად არის დეკლარირებული პარლამენტის 16 წევრის შემთხვევაში.
  • დეპუტატის ოჯახის წევრის მიერ  4  შემთხვევაში. (შემდეგი დეპუტატების ოჯახის წევრები: რევაზ არველაძე („ქართული ოცნება”), დიმიტრი მხეიძე („ქართული ოცნება - მწვანეები“), ნინო წილოსანი („ქართული ოცნება“), რატი იონათამიშვილი („ქართული ოცნება“).

 


სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა

 

მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან (2016 წლის 18 ნოემბერი) 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდში პარლამენტის სამ წევრთან დაკავშირებულ კომპანიებს აქვთ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობა მიღებული:

  • კახაბერ ოქრიაშვილი (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”) - შპს „პსპ ფარმა”, „პსპ დაზღვევა”. მოგებული ტენდერებიდან ყველაზე მაღალი ღირებულების  ხელშეკრულების ოდენობაა  16,584,494.85 ლარი
  • იოსებ მაკრახიძე (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”)  - შპს “იბოლია”. ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშეკრულების ოდენობაა  2,250,440.00 ლარი
  • გოჩა ენუქიძე (მაჟორიტარი, „ქართული ოცნება”)  - შპს “იბერკომპანი”. ყველაზე მაღალი ღირებულების ხელშკრულების ოდენობაა 12,022.50 ლარი

 

 

კომპანიებიდან მიღებული შემოსავლები

 

შევსებული დეკლარაციების მიხედვით ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი შემოსავალი სამეწარმეოსაქმიანობიდან მიღებული აქვთ:

  • კახაბერ ოქრიაშვილს („ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის”) - 17,429,052.00 ლარი
  • გრიგოლ მიქელაძეს („ქართული ოცნება”) - 1,185,000.00
  • ელგუჯა გოცირიძეს („ქართული ოცნება - მრეწველები”) -  1,011,839.00 ლარი

 

 

პარლამენტის წევრთა არადეკლარირებული სამეწარმეო საქმიანობისა და ქონების, ასევე მათი ბიზნესთან კავშირის შესახებ ანგარიში ეყრდნობა პარლამენტის წევრთა მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციასა  და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ ბიზნესისა და უძრავი ქონების რეესტრის მონაცემებს, ასევე პარლამენტიდან მიღებულ ინფორმაციას.

 

კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირის დეკლარაციის არასწორად შევსება შესაბამის პასუხისმგებლობას იწვევს - დარღვევის არსებობის შემთხვევაში პირი ჯარიმდება 1000 ლარით. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში, დანაშაულის ნიშნების არსებობისას, საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისათვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს. სისხლის სამართლის კოდექსით, დეკლარაციაში განზრახ არასრული ან არასწორი მონაცემის შეტანა ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-200 სთ-მდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე. ამასთანავე, დეპუტატის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, პარლამენტი ვალდებულია განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.

 

 

ჩვენი რეკომენდაციები:

 

 

 

  • საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განახორციელოს აღნიშნულ შემთხვევებზე ზედამხედველობა, კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლოს კვლევაში მითითებული შემთხვევები და მოახდინოს რეაგირება;
  • საჯარო სამსახურის ბიურომ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი, – აღნიშნულია საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევაში. 

 

 



869,7 მილიონი ლარი ერთ წელიწადში - კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკოდრულად გაიზარდა

person access_time2018-01-19 12:00:45
დეკემბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 152 563 000 ლარით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.     რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში...

„კომერსანტის“ შეკითხვა საქართველოს პარლამენტის წევრებს!

person access_time2018-01-18 19:00:52
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შეკითხვით მიმართავს. ხელისუფლებაში მეორე ვადით მოსული მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი „კეთილდღეობა და სწრაფი განვითარებაა“. ამ ფონზე კი გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვი წლიდან წლამდე მატულობს. საქართველოს მოსახლეობის 6,3% გადახდისუუნაროა. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, ბაზაში ჩანაწერების რაოდენობამ უკვე 234 ათასს გადააჭარბა, რაც თითქმის 4,7...

„ვაქცინები, რომლებიც დღეს არის საქართველოში არის მაღალხარისხიანი“ - დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე დამატებით განმარტებებს აკეთებს

person access_time2018-01-18 18:30:48
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც მინისტრმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა, სიმართლეს არ შეესაბამება. „გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. სიმართლეს არ შეესაბამება არცერთი პუნქტი. პირველი, რომ ეს პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის...

ფინელი მეცნიერები ლუდომანიის სამკურნალო სპრეის შექმნაზე მუშაობენ

person access_time2018-01-19 13:00:22
ფინეთის ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ წამალზე, რომელიც ლუდომანებს, ანუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს მავნე ჩვევისგან განკურნავს. ეს იქნება ცხვირის სპრეი, რომლის აპრობირება 30-მა მოხალისემ უკვე გაიარა.   ეს არ არის ფინელი მეცნიერების პირველი მცდელობა - ადრე ისინი ცდილობდნენ ლუდომანიის მკურნალობას აბებით, თუმცა ამ იდეამ წამლის ნელი მოქმედების გამო არ გაამართლა.   „მოთამაშეები ძალიან აზარტულები არიან. სურვილი...

მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში შესაძლოა, მისი სამართალმემკვიდრე მოიძებნოს

person access_time2018-01-18 17:24:15
იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვალა, სესხის ამომღებ კომპანიას ამ სესხის მოთხოვნის უფლება აქვს, – განაცხადა პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორმა, ლაშა ნოზაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“. „ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრე მოიძებნოს, რაც სამართალდარღვევა არ არის“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ...


მსგავსი სიახლეები