ბაქოში, „საუკუნის კონტრაქტის“ ხელშეკრულების გაგრძელებაზე შეთანხმება გაფორმდა

access_time2017-09-14 12:25:00

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ,,აზერბაიჯანის კასპიის სექტორში არსებული ”აზერის”, ”ჩირაგის”, ”გიუნეშლის” ღრმაწყლიანი საბადოების დამუშავების თაობაზე პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ” (Azeri-Chirag-Deepwater Gunashli Production Sharing Agreement) შეთანხმების გაგრძელების ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიმართა. ილია ელოშვილმა ილჰამ ალიევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სპეციალური მისალოცი მიმართვა გადასცა.

 

 

 „პირველ რიგში, აზერბაიჯანთან, როგორც ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში, მე ხაზს გავუსვამდი განხორციელებულ წარმატებულ სატრანზიტო პროექტებს - „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „სამხრეთ კავკასიური მილსადენი“ და „ბაქო-თბილისი სუფსის“ მილსადენები, რომლებიც ემსახურებიან კასპიის რეგიონის ნახშირწყალბადი რესურსების დასავლეთით ტრანსპორტირებას. აღნიშნული პროექტების  ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის, ნდობისა და პარტნიორობის შედეგია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება „აზერის“, „ჩირაღისა“ და „გუნეშლის“ საბადოებიდან „ხმელთაშუა ზღვისკენ“ „ბაქო-თბილისი -ჯეიჰანისა“ და საქართველოში სუფსამდე „ბაქო-სუფსის“ ნავთობსადენებით ხორციელდება. აქედან გამომდინარე, ამ საბადოებთან დაკავშირებული ნებისმიერი  პროგრესი პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე„ - განაცხადა ღონისძიებაზე ილია ელოშვილმა.

 

 

შეთანხმება აზერბაიჯანში 1994 წლის 20 სექტემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასა დამსოფლიოს 9 ქვეყნის წარმომადგენელ 11 მსხვილ ნავთობკომპანიას შორის გაფორმდა და საუკუნის კონტრაქტის“ სახელი ეწოდა. ის წარმოადგენს დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ნავთობის ახალი სტრატეგიისა დადოქტრინის დასაწყისს.

 

 

პროექტის მონაწილეები არიან ბრიტანული კომპანია BP, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR, ამერიკული კომპანია Chevron, ExxonMobil, Devon Energy და Amerada Hess, იაპონური Inрex Corр  და ITOCHU Oil, ნორვეგიული Statoil და  თურქული TPAO.

 

 

სწორედ აღნიშნული კონტრაქტის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი ორი საექსპორტო ნავთობსადენის პროექტი - ბაქო-სუფსა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი.

 

 

ბაქო-სუფსას დერეფნის მშენებლობის  შეთანხმებას ხელი მოეწერა 1996 წელს და  იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ქვეყნების მეტად ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობის საფუძვლის შესაქმნელად. შეთანხმება დაეხმარა საქართველოს დაბრუნებულიყო მსოფლიო რუკაზე, როგორც ისტორიულად სატრანზიტო როლის მქონე ქვეყანა, რამაც გზა გაუხსნა აღმოსავლეთ-დასავლეთის სტრატეგიულ ენერგო დერეფანს და ხელი შეუწყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სტაბილურ და მშვიდობიან განვითარებას.

 

 

რაც შეეხება, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის  მილსადენს, ის  ნავთობის კასპიის და ხმელთაშუა ზღვებს შორისტრანსპორტირების პირველი და უმოკლესი მარშრუტია. საქართველოში მილსადენის მშენებლობა 2005 წელს დასრულდა და დაახლოებით 4 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა.  მილსადენი აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოდან მოპოვებული ნავთობის ექსპორტირებას ახდენს.

 

 

 



Bloomberg-მა 2017 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები დაასახელა

person access_time2017-11-18 12:30:40
Bloomberg ამერიკის საუკეთესო ბიზნეს სკოლების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. ზედიზედ მესამე წელია სიის სათავეში Harvard ხვდება. მიმდინარე წელს რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესეს პენსილვანიის უნივერსიტეტმა და MIT -მა. რეიტინგის შედეგენისას შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: კურსდამთავრებულების და სტუდენტების სამეცნიერო მიღწევები; კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი და მათი საშუალო ანაზღაურება. Columbia Business School-ის კურსდამთავრებულები სწავლის...

სად არის თქვენს მიერ დაანონსებული გაზრდილი ინვესტიციები ბატონო გიორგი?

person access_time2017-11-18 11:00:18
„2017 წლიდან ლარი ისე გამყარდება, რომ ეროვნულ ბანკს მიჯნის დადება მოუწევს“, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი გაჩეჩილაძემ 2016 წლის ნოემბერში მთავრობის ახალი შემადგენლობის პარლამენტში მოსმენისას განაცხადა . ამასთან, გიორგი გაჩეჩილაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობას კითხვაც დაუსვა, თუ როგორ შეძლებენ მომავალში გამყარებულ ლარზე ზღვარის დაწესებას. მაშინ „მწვანეთა პარტიის” ლიდერმა, გიორგი გაჩეჩილაძე ისიც განაცხადა, რომ მომავალ წელს...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

person access_time2017-11-17 18:46:40
თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალაქოს სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების ახალი შემადგენლობა წარმოუდგინა.   დეპუტატების უმრავლესობამ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, მერის მოადგილეებს: მაია ბითაძეს, ირაკლი ბენდელიანს და გიგა ნიკოლეიშვილს, ასევე დედაქალაქის მთავრობას...

The New York Times – ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანია

person access_time2017-11-17 20:30:20
ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს, – ამ სიტყვებით იწყებს The New York Times საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით, „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული ხანის საქართველოდან“. გამოცემა წერს, რომ „ქვეყანა, რომელიც ევროპასა და შუა აზიას შორის, სამხრეთ კავკასიის მთების გასწვრივ გაშლილ ნაყოფიერ ველებზეა გადაჭიმული, შეიძლება იყოს იმ ადამიანების სამშობლო, რომლებმაც ჩვეულებრივი ვაზის კულტივირება შეძლეს და საფუძველი ჩაუყარეს შარდონეს,...

კობა გვენეტაძის შემდეგ პარლამენტში შესაძლოა, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელიც დაიბარონ

person access_time2017-11-18 10:00:14
ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელ რყევებთან და გაუფასურებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში იბარებენ.გვენეტაძეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 27 ნოემბერს მოუსმენენ. რაც შეეხება ლარის კურსს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი უკვე რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა. 18 ნოებრისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი დოლარი 2.7268 ლარი ღირს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი...


მსგავსი სიახლეები