მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთ „შანსს“ აძლევს - საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა გაგრძელდება?

access_time2017-09-12 16:35:30

ვენეციის კომისიამ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე საბოლოო რეკომენდაციები შესაძლოა, სექტემბრის ბოლოს გამოაქვეყნოს.ამავე პერიოდში გეგმავს მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას.

 

გუშინ კი, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, ძირითადი წინააღმდეგობების გათვალისწინებით, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია შექმნან და პარლამენტთან ერთად, ვენეციის კომისიასაც გააცნონ. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური  პარტიების წარმომადგენლებმა, ამ საკითხზე კონსულტაციები უკვე დაიწყეს.

 

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით,  დიდი ხნის პაუზის შემდეგ დღეს კომენტარი გააკეთა პრემირმინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს მიიღოს დოკუმენტი, რომელიც დაამყარებს ბალანსს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს შორის. კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ითვალისწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს.

 


„ჩვენ მივიღეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო. გვქონდა ცხარე დისკუსია. მაგალითად კონსტიტუციის ცვლილებამდე პრემიერ-მინისტრის შეცვლა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ეს წინა ხელისუფლების მიერ გაკეთდა, რადგან წინა პრეზიდენტს სურდა პრემიერობა. ახლა შევამცირეთ პროცედურები, რის შედეგადაც პრემიერის გათავისუფლების პროცედურა გამარტივდა. შეიძლება კონსტიტუცია არ იყოს იდეალური, მაგრამ ოპოზიციის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად უნდა ვთქვა, რომ ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი. პარტიების ნაწილი აგებს მუშაობას იმაზე, რომ რაც არ უნდა შესთავაზოს ხელისუფლებამ, ყველაფერი გააკრიტიკოს, - განაცხადა კვირიკაშვილმა. 

ოპოზიციის კრიტიკის მთავარ საფუძველზე, რაც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა. საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების 80% სწორედ ექსპერტების და არასამთავრობოების შემოთავაზებებით მივიღეთ. მისივე განმარტებით, მმართველ გუნდს ჰქონდა ორი ვარიანტი, ან უნდა მიეღო პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე ცვლილებები 2024 წლისთვის, ან საერთოდ ვერ მიეღო.

 

„ჩვენ შევეცადეთ, რომ პროცესი ყოფილიყო სტრუქტურულად გამართული. შევქმენით სპეციალური კომისია, რომელშიც შედიოდა ოპოზიცია, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორი და განხილვის პროცესი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცვლილებების 80% სწორედ ექსპერტების და არასამთავრობოების შემოთავაზებებით მივიღეთ. აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები საკმაოდ დრამატულ ცვლილებებს მოიცავს. ჩვენ გადავდივართ პროპორციულ სარჩევნო სისტემაზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. პირადად მე ვეთანხმებოდი, თუმცა მომავალ არჩევნებზე აღნიშნულ სისტემაზე გადასვლა შეუძლებელი იყო. კონსენსუსის მიღწევა გართულდა, რადგან ოპოზიციის მხრიდან მზაობა არ არსებობდა. ჩვენ გვყავს მაჟორიტარები და მათგან არ არსებობდა თანხმობა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების“, - განაცხადა კობახიძემ. 

 

საინტერესოა, რომ საქართველოს პარლამენტის განცხადებით, ის მზად არის ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთი შანსი მისცეს, რათა მათ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები მიაწოდონ. 



„კრიპტოვალუტა ციფრული აქტივების ერთიანობაა“ - ქართული კომპანია კრიპტოვალუტაზე, რისკებსა და სამუშაო მექანიზმზე

person access_time2018-01-16 19:30:34
კრიპტოვალუტა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვაა ფულით დაინტერესებული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ბოლო თვეების მანძილზე. თემის აქტუალობამ კრიპტოექსპერტებისა და კონსულტანტების აუცილებლობა განაპირობა, ხოლო მაინინგი აქტიურად მოექცა საზოგადოების ინტერესის არეალში. ამ ყველაფრის პარალელურად, კრიპტოვალუტის გარშემო არის უამრავი კითხვა, რომელთაგან ხშირად დასმულ კითხვებს Bitforx-ის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი, ნიკა ცოტნიაშვილი პასუხობს. — რა მექანიზმით...

ავტოიმპორტიორები VS „სიტროენ ჯორჯია“ - კომპანიები სარჩელის დაუშვებლად ცნობას ითხოვენ

person access_time2018-01-16 18:30:22
6  ბრენდული ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში კონკურენციის სააგენტოს განცხადებით მიმართავენ და „სიტროენ ჯორჯიას“ სარჩელის დაუშვებლად ცნობას თხოვენ. განცხადებას ხელს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“, ჯითი მოტორსი, „სტრადა მოტორსი“, „იბერია ავტო“, „კია მოტორს ჯორჯია“ და „ფრანს ავტო“ აწერს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სიტროენ ჯორჯიას“ მიერ კონკურენციის სააგენტოში შეტანილი სარჩელი იმის შესახებ, რომ ტენდერებს მხოლოდ ხელისუფლების...

მთავრობის 620-გვერდიანი დადგენილება ცუდი ენით არის ნათარგმნი და მისი გაგება რთულია

person access_time2018-01-16 14:30:35
2017 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“ ამოქმედდა. მთავრობის 620-გვერდიან დადგენილებაში საუბარია უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო მინიმალურ მოთხოვნებზე, როგორიცაა გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობა და ა.შ. თუმცა, რეგლამენტის ამოქმედებიდან ერთი წლის შემდეგ დეველოპერები მშენებლობის ნებართვების „გაჭედვასა“ და უძრავი...

JTI: „თამბაქოს მოხმარების შემცირების 20%-იანი მაჩვენებელი რეალურ ვითარებას არ ასახავს“

person access_time2018-01-16 17:30:41
თამბაქოს მოხმარების 20%-ზე მეტად შემცირებაზე გაჟღერებული მაჩვენებელი ბაზარზე არსებულ რეალურ ვითარებას არ ასახავს, - აცხადებს Japan Tobacco International (JTI) -ის მარეგულირებელ საკითხთა მენეჯერი კავკასიის რეგიონში, ივა ხასია და გაზრდილ კონტრაბანდაზე მიუთითებს. ივა ხასია ამბობს, რომ დიდი ოდენობით, უკანონოდ შემოტანილი თამბაქო არსად აღირიცხება, თუმცა მომხმარებლამდე აღწევს, რაც მას უფრო იაფად სიგარეტის შეძენის შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებით...

2 თვეში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობა 4,7 ათასით გაიზარდა

person access_time2018-01-16 13:30:29
...


მსგავსი სიახლეები